ოქრო NYMEX(უნც.)  1282.50  +0.31%    |    პლატინა (უნც.)  887.90  -0.03%    |    ვერცხლი (უნც.)  16.54  +0.36%    |    პალადიუმი NYMEX  982.90  -0.20%    |    ნიკელი (ტონა)  15122.5  -0.31%    |    ალუმინი (ტონა)  2204.2  -0.37%    |    ნავთობი (Brent)  72.92  -0.72%    |    გაზი(NYMEX)  3035  +0.10%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.03  -1.88%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  117.55  0.00%    |    ხორბალი (ტონა)  497  -0.55%    |   
 USD 2.4586        EUR 2.8554        GBP 3.2591        RUB 3.8785        UAH 0.9336        AZN 1.4535        AMD 5.1008      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
სითი პარკი საერთაშორისო არბიტრაჟში მიდის - კომპანიაში პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე აცხადებენ  
13 მარტი, 2018, 14:09
სითი პარკი საერთაშორისო არბიტრაჟში მიდის - კომპანიაში პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე აცხადებენ   

 

თბილისი (GBC) – სითი პარკი თავისი უფლებების დაცვას როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო არბიტრაჟში ეცდება, - ამის შესახებ კომპანიის ჟურნალისტებს „სითი პარკის“ პრესსამსახურის უფროსმა ლევან ტაბიძემ განუცხადა.

ტაბიძე ამბობს, რომ  კონტრაქტის ასეთი ფორმით გაწყვეტა მიუღებელია, რის გამოც „სითი პარკი“ მოითხოვს საკომპენსაციო თანხას, თუმცა რა რაოდენობის თანხაზეა საუბარი, ტაბიძეს არ დაუკონკრეტებია. 

„მიუღებელია მერიის მხრიდან აპელირება იმ საკითზე, რომ „სითი პარკი“ არღვევს ვალდებულებებს, ვინაიდან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საასმართლოში მიმდინარეობს ორი დავა, თუმცა არც ერთი დავა დასრულებული არ არის და არ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, მიუხედავად წარსულში მერიის მხრიდან გაკეთებული განცხადებებისა, რომ მუნიციპალიტეტის საკითხს გადაწყვეტდა კანონის საფუძველზე. დღეს სახეზეა სრულიად განსხვავებული გადაწყვეტილება, რაც აშკარად ხდის მერიის მიზანმიმართულ და არასამართლიან გადაწყვეტილებას. მიგვაჩნია, რომ სასამართლო დავის პროცესში ასეთი უსაფუძვლო და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება შეუსაბამოა დემოკრატიის პრინციპებისთვის, რაც აზიანებს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს“, - ციტირებს „ლიბერალი“ ლევან ტაბიძეს.

შეგახსენებთ, „სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაწყვეტის გადაწყვეტილება 10 აპრილიდან შევა ძალაში. მერიაში დარწმუნებულნი არიან, რომ პირგასამტეხლოს გადახდა არ მოუწევთ.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 
სპონსორები