ოქრო NYMEX(უნც.)  1204.40  -0.12%    |    პლატინა (უნც.)  803.20  +0.29%    |    ვერცხლი (უნც.)  14.19  -0.23%    |    პალადიუმი NYMEX  983  +0.61%    |    ნიკელი (ტონა)  12340  +0.55%    |    ალუმინი (ტონა)  2034  -0.07%    |    ნავთობი (Brent)  77.78  -0.35%    |    გაზი(NYMEX)  2828  +0.50%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  10.68  -3.09%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  97.25  -2.56%    |    ხორბალი (ტონა)  508.50  +0.30%    |   
 USD 2.6216        EUR 3.0854        GBP 3.4584        RUB 3.934        UAH 0.9346        AZN 1.5467        AMD 5.4151      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
შოთა შალელაშვილს ივანიშვილის ბანკში 6 მილიონი უდევს
14 მარტი, 2018, 14:18
შოთა შალელაშვილს ივანიშვილის ბანკში 6 მილიონი უდევს

თბილისი (GBC) - საქართველოს ერთ-ერთი უმდიდრესი პარლამენტარი დანაზოგს მხოლოდ „ქართუ ბანკს“ ანდობს.

შოთა შალელაშვილს უმდიდრესი ქართველის, ბიძინა ივანიშვილის ბანკში დეპოზიტზე 6 მლნ დოლარი უდევს. ასევე „ქართუს“ მიმდინარე და საბარათე ანგარიშებზე, ამ წლის დასაწყისისთვის, 673 ათასი დოლარიც ირიცხებოდა. კანონმდებელს 259 ათასი დოლარი BANK LEUMI ISRAEL -სთვის აქვს მინდობილი.

შოთა შალელაშვილმა  2017 წელს,  ქონებას მხოლოდ ახალი ავტომობილი შემატა - Mercedes-Maybach S 560, რაც 153 000 ევრო დაუჯდა.

მის ავტოპარკში კიდევ არაერთი ავტომობილია: MERCEDES S-500, NISSAN TEANA,  MERCEDES GL-450,  AUDI S8, FORD EXPLORER

უძრავი ქონების პორტფელში შედის 18 მლნ შეკელად ნაყიდი ბინა, რომელიც ისრაელში მდებარეობს, ასევე 3.6 მლნ დოლარად ნაყიდი ისრაელში მდებარე  მიწის ნაკვეთი.  ბინები ისრაელში, მოსკოვში და თბილისში.

შალელაშვილის მეუღლემ 2016 წელს, უძრავი ქონების სახით, მსხვილი საჩუქარი მიიღო. მას ქობულეთში, აღმაშენებლის გამზირზე 7 მიწის ნაკვეთი აჩუქეს, 3.2 ჰა-ს ფართობის.

აქტივებშია 4 ფერწერული ტილო, რომელიც 3 მლნ დოლარად არის შეძენილი. 270 000 დოლარად შეძენილი 3 მაჯის საათი, ძვირფასეულობა, რომელთა ჯამური ფასი 1.48 მლნ  ევროს, 150 000 დოლარს და 250 000 ფუნტს შეადგენს.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სპონსორები