ოქრო NYMEX(უნც.)  1.245.05  +0.12%    |    პლატინა (უნც.)  789.35  -0.03%    |    ვერცხლი (უნც.)  14.540  +0.12%    |    პალადიუმი NYMEX  1.144.80  +0.25%    |    ნიკელი (ტონა)  10.925.00  +0.53%    |    ალუმინი (ტონა)  1.969.50  +0.11%    |    ნავთობი (Brent)  59.48  -0.97%    |    გაზი(NYMEX)  4.266  -1.41%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.66  -0.47%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  106.40  +0.42%    |    ხორბალი (ტონა)  515.62  +0.12%    |   
 USD 2.667        EUR 3.0412        GBP 3.3884        RUB 4.0143        UAH 0.961        AZN 1.5735        AMD 5.4933      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
 პრემიერი: ვგეგმავთ მცირე ბიზნესის განვითარების მეორე ტალღას,  კაპიტალში დახმარებას
14 მარტი, 2018, 16:50
 პრემიერი: ვგეგმავთ მცირე ბიზნესის განვითარების მეორე ტალღას,  კაპიტალში დახმარებას

თბილისი (GBC) - ვგეგმავთ მცირე ბიზნესის განვითარების მეორე ტალღას,  კაპიტალში დახმარებას, - ამის შესახებ პრემიერმა „საქართველოს კაპიტალის“ საინვესტიციო გეგმების შესახებ გამართულ პრეზენტაციაზე დაანონსა.

გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მთავრობის ეკონომიკური გუნდი  უკვე მუშაობს.    

„ჩვენ ვგეგმავთ მცირე ბიზნესის განვითარების მეორე ტალღას - კაპიტალში დახმარებას, არა მხოლოდ დამწყები, არამედ მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის. გვაქვს უკვე გარკვეული იდეები ამ მიმართულებით, მთავრობის ეკონომიკური ბლოკი მუშაობს აღნიშნულ საკითხზე და მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ეფექტი, რომელსაც (საქართველოს კაპიტალის მოზიდული) 300 მლნ აშშ დოლარის შემოდინება შექმნის ამ სექტორებში პირდაპირ აისახება არაერთ სხვა სექტორზე, ეს იქნება - კვების მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, ტრანსპორტი, კომუნიკაციები და ა.შ.  

ასე რომ, ძალიან სახარბიელო ჯაჭვურ რეაქციასთან გვაქვს საქმე და ეს არის ის ჯაჭვური რეაქცია, რომელიც ჩვენს ქვეყანას გადააქცევს ყველაზე დინამიურ ქვეყნად ჩვენს რეგიონში და ჩვენ ნამდვილად გვაქვს ის პოტენციალი, რომ ვუმასპინძლოთ არა მხოლოდ კაპიტალს,  არამედ განათლებას, მეცნიერებას, კულტურას და ეს ყველაფერი რათქმაუნდა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე, საბოლოო ჯამში, ძალიან პოზიტიურად აისახება,“- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და „საქართველოს კაპიტალს“ სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.  

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დინამიკა არის ძალიან მაღალ დონეზე, რაც საბოლოოდ რიგითი ადამიანების სოციალურ მდგომარეობაზე აისახება.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები