ოქრო NYMEX(უნც.)  1282.50  +0.31%    |    პლატინა (უნც.)  887.90  -0.03%    |    ვერცხლი (უნც.)  16.54  +0.36%    |    პალადიუმი NYMEX  982.90  -0.20%    |    ნიკელი (ტონა)  15122.5  -0.31%    |    ალუმინი (ტონა)  2204.2  -0.37%    |    ნავთობი (Brent)  72.92  -0.72%    |    გაზი(NYMEX)  3035  +0.10%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.03  -1.88%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  117.55  0.00%    |    ხორბალი (ტონა)  497  -0.55%    |   
 USD 2.4586        EUR 2.8554        GBP 3.2591        RUB 3.8785        UAH 0.9336        AZN 1.4535        AMD 5.1008      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
დიმიტრი ქუმსიშვილია: ანაკლიაში წელს რამდენიმე მუსიკალური  weekend-ი   გაიმართება
ნინო შუბითიძე
14 მარტი, 2018, 19:36
დიმიტრი ქუმსიშვილია: ანაკლიაში წელს რამდენიმე მუსიკალური  weekend-ი   გაიმართება

თბილისი (GBC) - „ანაკლიასთან დაკავშირებით, გადავწყვიტეთ, რომ წელს გარდამავალი პერიოდი გამოვაცხადოთ, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა Check in Georgia-ს 2018 წლის პრეზენტაციაზე განაცხადა.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, გარდამავალ პერიოდში ანაკლიაში არაერთი პროექტი განხორციელდება. მენეჯმენტს "ბლექ სი არენა" განახორციელებს, სადაც აცხადებენ, რომ ყველას შეეძლება მიმართვა ღონისძიების გამართვაზე. 

" მალე გვეცოდინება არტისტების და ჯგუფების ვინაობა. ერთი რამ, რაც შემიძლია ზუსტად ვთქვა არის ის, რომ ჟანრი არ იცვლება", - განაცხადა  "ბლექ სი არენას" დირექტორმა. 

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით კი, წელს ჩატარდება რამდენიმე მუსიკალური weekend-ი,  მათ შორის ერთი ვრცელი, 4-დღიანი მუსიკალური weekend-ი. ასევე  კვირის დღეებში დაგეგმილია ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ინოვაციების და სტარტაპ ეკოსისტემის ხელშემწყობი ღონისძიებების და ბუთკემპების ჩატარება.

ამასთან, უახლოეს პერიოდში გამოცხადდება მხარდაჭერის 3 ან 5-წლიანი პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ანაკლიაში ღონისძიებების სტაბილურ გრაფიკს - ყოველწლიური ფესტივალის არსებობას და ამ ფესტივალის გრძელვადიან მხარდაჭერას.

Check in Georgia-ს წლევანდელი პროექტის ფარგლებში ღონისძიებები აპრილში დაიწყება და წლის ბოლომდე გასტანს. პროექტი თბილისის გარდა, საქართველოს სხვა ქალაქებსა და რეგიონებს მოიცავს.

წლევანდელი Check-in Georgia-ს ქოლგის ქვეშ გაერთიანდა თითქმის ყველა მასშტაბური ფესტივალი, მათ შორის ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი, თბილისის საერთაშორისო თეატრალური და ფოტო ფესტივალები, რეგიონალური თეატრების ფესტივალი, საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი Ad Black Sea და სხვა. აღსანიშნავია, რომ Check in Georgia-ს შემოუერთდნენ „ოუფენ ეარი“, 4 GB და ა.შ.

 Check in Georgia-ს წლევანდელი ბიუჯეტი 20 მილიონი ლარი იქნება.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 
სპონსორები