ოქრო NYMEX(უნც.)  1.249.20  +0.18%    |    პლატინა (უნც.)  787.60  +0.29%    |    ვერცხლი (უნც.)  14.70  +0.54%    |    პალადიუმი NYMEX  1.180.65  +0.28%    |    ნიკელი (ტონა)  10.760.00  +0.12%    |    ალუმინი (ტონა)  1.936.75  -0.06%    |    ნავთობი (Brent)  60.77  +0.95%    |    გაზი(NYMEX)  4.337  -1.63%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.80  +0.63%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  102.40  -2.62%    |    ხორბალი (ტონა)  524.62  +0.69%    |   
 USD 2.6642        EUR 3.0308        GBP 3.3713        RUB 4.0143        UAH 0.958        AZN 1.5669        AMD 5.4853      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
უჩა მამაცაშვილმა თანაინვესტირების ფონდის მმართველი კომპანია დატოვა
23 მარტი, 2018, 15:05
უჩა მამაცაშვილმა თანაინვესტირების ფონდის მმართველი კომპანია დატოვა

თბილისი (GBC) -  ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილმა, უჩა მამაცაშვილმა „თანაინვესტირების ფონდის“ მმართველი კომპანია „ჯი სი ეფ პარტნიორები“ დატოვა.

მამაცაშვილი ექს-პრემიერთან  ყველაზე დაახლოებულ პირად ითვლება. ბიზნესსა და პოლიტიკაში  მის გავლენებზე მედია ბევრს საუბრობს. 

კომპანიაში წილის 50%-ის დათმობაზე ოფიციალური ცვლილება უკვე გაფორმდა. ბიძინა ივანიშვილის ფონდის მმართველი კომპანიის ერთპიროვნული მფლობელი გიორგი ბაჩიაშვილია. 

ეს კომპანია 2013 წელს 24 მაისს დაფუძნდა, მაშინ როდესაც ბიძინა ივანიშვილმა ფონდის შექმნა დაანონსა. თავდაპირველად,  პარტნიორთა შორის იყო ბიზნესმენი ლევან ვასაძეც, რომელმაც კომპანია 1 წელიწადში დატოვა.

კომპანია მართავს „თანაინვესტირების ფონდს“. ფონდს კი, ტურიზმის, ენერგეტიკის, მრეწველობისა და  სოფლის მეურნეობის სექტორში არაერთი პროექტი აქვს. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები