ოქრო NYMEX(უნც.)  1345.7  -0.37%    |    პლატინა (უნც.)  930.10  -0.19%    |    ვერცხლი (უნც.)  16.61  -0.40%    |    პალადიუმი NYMEX  981.30  -2.24%    |    ნიკელი (ტონა)  14055  -0.99%    |    ალუმინი (ტონა)  2383.75  +0.05%    |    ნავთობი (Brent)  71.48  +0.08%    |    გაზი(NYMEX)  2716  -1.31%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  11.88  -0.67%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  116.58  -0.03%    |    ხორბალი (ტონა)  466  +0.78%    |   
 USD 2.4277        EUR 3.0028        GBP 3.449        RUB 3.9387        UAH 0.9286        AZN 1.4275        AMD 5.0263      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
GIG -ის ჩართულობით სამთო სპეციალისტების მომზადება  იწყება
2 აპრილი, 2018, 12:34
GIG -ის ჩართულობით სამთო სპეციალისტების მომზადება  იწყება

თბილისი (GBC) – საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის (GIG) ინიციატივით და ჩართულობით,  სამთო სპეციალისტების მომზადება  იწყება.

განათლების სამინისტროს ხარისხის მართვის ცენტრმა უკვე გასცა აკრედიტაცია სამთო საქმის სამ პროგრამაზე, რომელიც „სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ტყიბულის სამთო ტექნოლოგიური ინსტიტუტის“ და  „საქნახშირის (ჯი-აი-ჯი ჯგუფი)“ ბაზაზე განხორციელდება.

კოლეჯის  ინფრასტრუქტურისა და მატერიალური ინვენტარით უზრუნველყოფაზე GIG -იმ უკვე იზრუნა.

პროგრამა რეგიონის ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს დაეუფლონ „სამთო ტექნიკოსის“, „სამთო მექანიკოსისა“ და „მყარი წიაღისეულის გამდიდრების“ პროფესიებს და დასაქმდნენ შპს „საქნახშირი (ჯი-აი-ჯი ჯგუფი)“-ში ამ სპეციალობებით.

სწავლება განხორციელდება უახლესი - მოდულარული მეთოდით, რაც გულისხმობს რომ პროგრამის 50%-ზე მეტი უშუალოდ წარმოების პროცესში განხორციელდება და კურსდამთავრებულებს ექნებათ როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ცოდნა.

„სტუდენტთა ახალი ნაკადის მიღება სულ მალე დაიწყება. ვიმედოვნებთ, რომ ახალგაზრდები აქტიურად ჩაერთვებიან პროგრამაში, სამომავლოდ კი კვალიფიციურ კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ დასაქმდნენ ჩვენს კომპანიაში“, - აცხადებენ საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30      
სპონსორები