ოქრო NYMEX(უნც.)  1.242  +0.19%    |    პლატინა (უნც.)  829.90  +0.45%    |    ვერცხლი (უნც.)  15.83  +0.15%    |    პალადიუმი NYMEX  916.90  +0.31%    |    ნიკელი (ტონა)  13615  -0.16%    |    ალუმინი (ტონა)  2058.5  -0.01%    |    ნავთობი (Brent)  71.53  -0.43%    |    გაზი(NYMEX)  2766  0.00%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  11.21  +2.46%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  110.42  +0.41%    |    ხორბალი (ტონა)  492.5  +0.87%    |   
 USD 2.4479        EUR 2.866        GBP 3.2462        RUB 3.9322        UAH 0.9338        AZN 1.4438        AMD 5.085      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ექსკლუზივი
GIG გამოთქვამს მზადყოფნას კომპანია საქნახშირი უსასყიდლოდ გადასცეს სახელმწიფოს
მთავარი მოვლენები
ალდაგის შვილობილი ავტომობილების ტექინსპექტირების ცენტრების მოწყობაში 40 მილიონამდე ლარის ინვესტიციას ჩადებს
კომპანიის სიახლეები
თიბისი კაპიტალმა - გალტ ენდ თაგარტი დაამარცხა - ქართლის ქარის აქციების განთავსებაზე ხელშეკრულება 12 ივლისს გაფორმდება
მთავარი მოვლენები
კომპანიის სიახლეები
Georgian Airways –ი მგზავრთნაკადით ბაზრის ლიდერი გახდა  
სილქნეტი ბრენდ ჯეოსელს შეინარჩუნებს 
ევექსის ქსელში რადიოლოგიური კვლევები უახლესი თაობის აპარატებით ხორციელდება
სპონსორები
მთავარი მოვლენები << უკან
მაკა ასათიანი რუსთავი 2-ს  ცრუ ინფორმაციის გაჟღერებაში ადანაშაულებს
2 აპრილი, 2018, 17:25
მაკა ასათიანი რუსთავი 2-ს  ცრუ ინფორმაციის გაჟღერებაში ადანაშაულებს

თბილისი (GBC) – გამოვიყენებ კანონით მონიჭებულ ყველა უფლებას, რათა რუსთავი 2-მა პასუხი აგოს ცილისმწამებლური, ცრუ ინფორმაციის გაჟღერებისთვის, - ამის შესახებ მაკა ასათიანი აცხადებს.

ასათიანი მიიჩნევს, რომ  ტელეკომპანიის ერთერში გასული სიუჟეტი მისი და მისი ოჯახის ღირსების შელახვას ემსახურებოდა. საუბარია მერსედესის წარმომადგენელ შპს „აკას“ შესახებ მომზადებულ ინფორმაციაზე.

“სიუჟეტი აგებული იყო ადამიანზე, რომელიც თაღლითობის, შანტაჟის და დოკუმენტების გაყალბების გზით, რამდენიმე ათეული წელია ცდილობს მიითვისოს კომპანია “მერსედესის” (შპს „აკა“) წილი. არა ერთხელ გამიცხადებია, რომ ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის, თაღლითურად მითვისებული „მერსედესის“ წილის დაბრუნება, არა მხოლოდ ბიზნესის დაცვის, არამედ ღირსების საკითხია. გადაცემა “პოსკრიპტუმში” გასული სიუჟეტი იყო სრულიად მიკერძოებული და ცრუ ფრაზებით გამყარებული. ცალსახაა, რომ „რუსთავი 2“ ამ პროცესში მხარეა, ამას კი ადასტურებს ის ფაქტი, რომ მათ და „მერსედესის“ ‘ვითომ’ მოწილეს დ. ძოწენიძეს საერთო ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი ჰყავთ. მიუხედავად ამისა, ძალიან გულდაწყვეტილი ვარ და მაინც არ ველოდი უშუალოდ ჟურნალისტებისგან დაუსაბუთებელი, ცრუ ინფორმაციის, ყოველგვარი გადამოწმებისა და ფაქტების გარეშე გაჟღერებას. მითუმეტეს, იმ ადამიანის სასარგებლოდ, რომელიც ეჭვმიტანილია თაღლითობასა და გაყალბებაში. ამას ფაქტობრივად ადასტურებს სასამართლოც, რის საფუძველზეც უკვე 6 წელია გამოძიება მიმდინარეობს. აღარაფერს ვამბობ სრულიად აბსურდულ ბრალდებასა და უსუსურ მცდელობაზე, თითქოს ნათესაური კავშირებითა და მაესტროში მიმდინარე პროცესებით, მოეხდინათ კერძო სამართლებრივი დავის პოლიტიზირება. წინა ხელისუფლების პერიოდში როგორც ჩემი, ისე სხვა უამრავი ოჯახის მიმართ ჩადენილ დანაშაულთა სიმრავლის გამო, ჩემს მიმართ სამართლიანობის აღდგენას, საკუთარი ღირსებისა და ბიზნესის დაცვას უკვე წლებია დიდი მოთმინებით ველი. თუმცა, გუშინ რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულმა ცრუ ინფორმაციამ კიდევ უფრო მეტი ძალა და მოტივაცია მომცა იმისთვის, რომ ვიბრძოლო სამართლიანობის აღდგენისთვის და იმ ადამიანთა ჯგუფის უმკაცრესად დასჯისთვის, რომლებმაც თავის დროზე გაყალბებული დოკუმენტების საფუძველზე, შეცდომაში შეიყვანეს სასამართლო და მოტყუებით მიითვისეს ჩემი ოჯახის კუთვნილი წილი „მერსედესში“. სახეზეა ამ ადამიანებისა და რუსთავი 2-ის მიზანმიმართული კამპანია, რათა ხელი შეუშალონ სასამართლოს და საგამოძიებო ორგანოებს, დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად დააყენონ სამართლიანი განაჩენი. სწორედ ამ მიზნით, გამოვიყენებ კანონით მონიჭებულ ყველა უფლებას, რათა „რუსთავი 2“-მა პასუხი აგოს, მის მიერ ტყუილზე აგებული, მიკერძოებული და ცილისმწამებლური სიუჟეტის გამო“, - ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     
სპონსორები