ოქრო NYMEX(უნც.)  1.245.05  +0.12%    |    პლატინა (უნც.)  789.35  -0.03%    |    ვერცხლი (უნც.)  14.540  +0.12%    |    პალადიუმი NYMEX  1.144.80  +0.25%    |    ნიკელი (ტონა)  10.925.00  +0.53%    |    ალუმინი (ტონა)  1.969.50  +0.11%    |    ნავთობი (Brent)  59.48  -0.97%    |    გაზი(NYMEX)  4.266  -1.41%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.66  -0.47%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  106.40  +0.42%    |    ხორბალი (ტონა)  515.62  +0.12%    |   
 USD 2.6609        EUR 3.0286        GBP 3.3562        RUB 4.0071        UAH 0.9603        AZN 1.5694        AMD 5.483      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
წარმატებული ქართველი ექიმი: არასოდეს დაკმაყოფილდეთ მინიმუმით, შანსი ხელიდან არ გაუშვათ...
3 აპრილი, 2018, 15:26
წარმატებული ქართველი ექიმი: არასოდეს დაკმაყოფილდეთ მინიმუმით, შანსი ხელიდან არ გაუშვათ...

თბილისი (GBC) - ამბობენ, მაქსიმალიზმი დამღუპველიაო, მაგრამ ადამიანი მაქსიმალისტი უნდა იყო, რომ მინიმუმს მაინც მიაღწიო. ბევრი ადამიანისთვის დიპლომის აღება საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმს წარმოადგენს. მიხეილ ომიაძე  ასეთების რიცხვს არ მიეკუთვნება. ის საქართველოში მიღებული განათლებით არ დაკმაყოფილდა და რამდენიმე კონტინენტი მოიარა იმისთვის, რომ კვალიფიკაცია აემაღლებინა.

მან საქართველოში დაამთავრა თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტი,  შემდეგ გაემგზავრა მოსკოვის ფიოდორვის თვალის მიკროქირურგიის ცენტრში, სადაც გაიარა ორდინატურა, დოქტორანტურა და  დაიცვა დისერტაცია. ამის შემდეგ  სტაჟირებაზე წავიდა ინსბრუკში, ასევე კვალიფიკაცია აიმაღლა ამერიკაში, ბალტიმორის ჯონს ჰოპკინსის ვილმერის სახელობის კლინიკაში და შეისწავლა ხელოვნური რქოვანას გადანერგვის მეთოდები.  2016 წელს იმყოფებოდა საფრანგეთის ქალაქ  მარსელში, სადაც შეისწავლა კერატოკონუსის მკურნალობა „ფემტო ლაზერ“ ის გამოყენებით  . მიხეილ ომიაძემ დრო და ენერგია არ დაიშურა, იმოგზაურა რამდენიმე ქვეყანაში, რათა გაეღრმავებინა ცოდნა და მიღებული გამოცდილება ქართველი მოსახლეობისთვის გაეზიარებინა.

გამომდინარე იქიდან, რომ ქართული დიპლომი საზღვარგარეთ არ არის აღიარებული, ქართველ ექიმებს უფლება არ აქვთ აწარმოონ პროფესიული პრაქტიკული საქმიანობა, თუ არ ჩააბარებენ ადგილობრივ გამოცდებს. მიუხედავად ამისა, მიხეილ ომიაძეს იტალიის თვალის ასოციაციის გამგეობამ უფლება მისცა, ჩაეტარებინა საჩვენებელი ოპერაცია,   თვალის კონფერენციაზე. მან ჩაატარა კატარაქტის  ოპერაცია ხელოვნური ბროლის გადანერგვით „ცოცხალი ქირურგიის“ რეჟიმში, რაც იმას ნიშნავს, რომ ოპერაციის ტრანსლირება მიმდინარეობდა საკონფერენციო დარბაზში, სადაც იმყოფებოდნენ მისი კოლეგები მთელი მსოფლიოდან.

დღეს, პროფ. მიხეილ ომიაძე თანამშრომლობს საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ჰოსპიტალურ ქსელთან „სამედიცინო კორპორაცია ევექსთან“, რომელიც  მოიცავს საქართველოს ყველა რეგიონს, აღჭურვილია უახლესი ტექნიკით და მუშაობენ მაღალკვალიფიციური ექიმები. როგორც თვითონ აღნიშნა,  მისთვის საინტერესოა ასეთი კორპორაციის სათაო კლინიკაში მუშაობა.

მიხეილ ომიაძე თავის პროფესიაზე გვიყვება და გვიხსნის, რომ კატარაქტა - თვალის ბროლის შემღვრევა, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, რომელიც იწვევს მხედველობის თანდათანობით დაქვეითებას სრულ დაკარგვამდე. კატარაქტა  მოსახლეობის თითქმის 60% -ს აწუხებს და უმეტესად თავს იჩენს  65-70 წლის ასაკში. ამ პრობლემების გამოსწორება ქირურგიული გზითაა შესაძლებელი, რომელიც დღეს საკმაოდ წარმატებით ხორციელდება. ოპერაცია უმტკივნეულოა და შედეგი ოპერაციის დასრულებისთანავე დგება. ასევე თვალის დაავადებებს შორის გავრცელებულია ახლო, შორს მხედველობა და ასტიგმატიზმი, რომელიც მოსახლეობის 25% - ს აწუხებს. ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად ამჟამად გამოიყენება ფემტოექსიმერ ლაზერი, რომლითაც უკვე აღჭურვილია ევექსის რეგიონული ჰოსპიტალი. ამ დანადგარმა ქირურგებს საშუალება მისცა, რომ ოპერაციის შემდგომი გართულებების რისკი მინიმუმამდე დაიყვანონ.

მიხეილი დამწყებ მედიკოსებს ურჩევს, რომ არასოდეს დაკმაყოფილდნენ მინიმუმით, ხელიდან არ გაუშვან შანსი,  აიმაღლონ კვალიფიკაცია, გაიღრმავონ ცოდნა და გამოიყენონ  ყველა რესურსი, რათა იყვნენ საუკეთესოები. „მითუმეტეს რომ არსებობს ევროპული და ამერიკული გრანტები, რომლის მეშვეობითაც სტუდენტებს საშუალება აქვთ უფასოდ გაემგზავროს 3-დან 6 თვემდე ან 1 წლამდე უცხოეთის კლინიკებში. ევროპისა და ამერიკის ოფთალმოლოგთა ასოციაცია ხელს უწყობს ასეთი  კადრის მიღებას. მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, აუცილებელი დაბრუნდნენ საქართველოში და თავიანთი გამოცდილება სამშობლოს მოახმარონ“.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები