ოქრო NYMEX(უნც.)  1204.40  -0.12%    |    პლატინა (უნც.)  803.20  +0.29%    |    ვერცხლი (უნც.)  14.19  -0.23%    |    პალადიუმი NYMEX  983  +0.61%    |    ნიკელი (ტონა)  12340  +0.55%    |    ალუმინი (ტონა)  2034  -0.07%    |    ნავთობი (Brent)  77.78  -0.35%    |    გაზი(NYMEX)  2828  +0.50%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  10.68  -3.09%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  97.25  -2.56%    |    ხორბალი (ტონა)  508.50  +0.30%    |   
 USD 2.6216        EUR 3.0854        GBP 3.4584        RUB 3.934        UAH 0.9346        AZN 1.5467        AMD 5.4151      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ლევან დავითაშვილი RMG-ში სპეცმმართველის შეყვანას არ გამორიცხავს
3 აპრილი, 2018, 17:32
ლევან დავითაშვილი RMG-ში სპეცმმართველის შეყვანას არ გამორიცხავს

თბილისი (GBC) - ლევან დავითაშვილი ოქროსა და სპილენძის მომპოვებელ RMG-ში სპეცმმართველის შეყვანას არ გამორიცხავს. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ამ „უკიდურესი ზომის“ გამოყენების ალბათობას იმ შემთხვევაში ხედავს თუ კომპანია კომპანია დარღვევებს არ გამოასწორებს. 

"თუ არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, ჩვენ იქ ვერ მივიღებთ სიტუაციის გამოსწორებას. ეს იყო უკიდურესი ზომა, როცა „ჭიათურმანგანუმში“ მოხდა დროებითი მმართველის დანიშვნა და შეიძლება უკიდურესი ზომა იქნეს გამოყენებული RMG-ის შემთხვევაში. ეს არის ჩვეულებრივი მიდგომა და ვერანაირად ვერ დაგეთანხმებით, რომ შეიძლება გარკვეული პრეფერენცირებული მიდგომები არსებობს ერთი ან მეორე კომპანიის შემთხვევაში", - განაცხადა მინისტრმა  პარლამენტში, კომიტეტის სხდომაზე,  ნაციონალური მოძრაობის“ წევრის რომან გოცირიძის კითხვის საპასუხოდ. 

გოცირიძე შერჩევით სამართალზე საუბრობს. მან  მინისტრს ჰკითხა, გარემოზე მიყენებული ზარალის გამო რატომ არ შეიყვანა მთავრობამ დროებითი მმართველი RMG-ში, როგორც ეს "ჯორჯიან მანგანეზის" შემთხვევაში მოხდა.  

შეგახსენებთ, 2 აპრილს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კაზრეთში იმყოფებოდა, სადაც კომპანია RMG Copper-ისა და RMG Gold-ის წარმოებას ადგილზე გაეცნო. კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გარემოსდაცვითი საკითხები განიხილეს. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სპონსორები