ამერიკის საფონდო ბირჟა
(American Stock Exchange LLC, AMEX)
– აშშ-ის ერთ-ერთი უმსხვილესი რეგიონალური ბირჟა, რომელიც განთავსებულია ნიუ-იორკში. შეიქმნა 1911 წელს, როდესაც ნიუ-იორკის აქციებით ქუჩაში მოვაჭრეებმა შექმნეს ასოციაცია – New York Curb Market Association. ბირჟამ დღევანდელი სახელწოდება 1953 წელს მიიღო. 1990 წლების დასაწყისში AMEX-მა, მსოფლიოში პირველმა შემოიღო ელექტრონული ვაჭრობის სისტემა უმავთულო ტერმინალების გამოყენებით. 1998 წელს ბირჟა NASDAQ –მა იყიდა, თუმცა AMEX-ის მონაწილეებმა ბირჟა გამოისყიდეს და დღემდე მის აქციონერებად რჩებიან.
ვაჭრობების მოცულობა: $608,1 მლრდ (2005 წელი).
ლისტინგი: 814 კომპანია (2006 წელი).
კაპიტალიზაცია: $82,66 მლრდ (2006 წელი).
მოგება: $89 მლნ (2004 წელი).
ძირითადი ინდექსი: XAX (Amex Composite) – ასახავს ბირჟაზე სავაჭროდ დაშვებული ყველა კომპანიის აქციების მდგომარეობას.
მისამართი: 86 Trinity Place, New York, NY 10006, USA ტელ: + 1 (212) 306 1000.
ფაქსი: + 1 (212) 306 1218. www.amex.com
e-mail: marketdataproducts@amex.com
ჩიკაგოს საფონდო ბირჟა
(Chicago Stock Exchange Inc., CHX)
– ერთ-ერთი უმსხვილესი ბირჟა ჩრდილოეთ ამერიკაში. დაარსდა 1882 წელს. 1949 წელს სენტ-ლუისის, კლივლენდის და მინეაპოლისის საფონდო ბირჟებთან ერთად გაერთიანდა შუა დასავლეთის საფონდო ბირჟაში (Midwest Stock Exchange). დღევანდელი სახელწოდება ბირჟამ 1993 წელს მიიღო. 2005 წელს ბირჟის აქციები მასზე მომუშავე 200 საბროკერო კომპანიას შორის განაწილდა.
ვაჭრობების მოცულობა: $422,8 მლრდ (2005 წელი).
ლისტინგი: 3500 კომპანია.
ზარალი: 2004 წელს რეორგანიზაციის და ვაჭრობების მოცულობის შემცირების გამო, ბირჟამ $10,4 მლნ-ის ზარალი განიცადა.
ძირითადი ინდექსი: არ გააჩნია.
მისამართი: One financial place, 440 South Lasalle Street, Illinois, 60605-1070, USA
ტელ/ფაქსი : + 1 (312) 663 2222 www.chx.com
e-mail: marketing@chx.com
საფონდო ბირჟა NASDAQ
(National Association of Securities Dealers Automated Quotations)
– უმსხვილესი ელექტრონული ბირჟა აშშ-ში, რომელიც შეიქმნა 1971 წელს. ბირჟა არის მსოფლიო ლიდერი ვაჭრობების მოცულობის და მოვაჭრე კომპანიების რაოდენობის მიხედვით. მდებარეობს ნიუ-იორკში.
ვაჭრობების მოცულობა: $10,087 ტრილიონი (2005 წელი).
ლისტინგი: 3164 კომპანია (2005 წელი).
კაპიტალიზაცია: $3,604 ტრილიონი (2006 წელი).
მოგება: $61,69 მლნ (2005 წელი).
ძირითადი ინდექსი: NASDAQ Composite – ასახავს ბირჟაზე სავაჭროდ დაშვებული ყველა კომპანიის აქციების მდგომარეობას.
1987 და 1994 წლებში ბირჟაზე ვაჭრობების შეჩერების მიზეზი გახდა ელექტრომომარაგების შეწყვეტა. ორივე ციყვების მიზეზით მოხდა, რომლებიც ნიუ-იორკის გარეუბანში შემთხვევით ელექტრომომარაგების სისტემაში აღმოჩნდნენ.
მისამართი: One Liberty Plaza, 165 Broadway, New York, NY 10006, United States. .
ტელ: +1 (212) 401 8700 ფაქსი : + 1 (212) 401 1024
www.nasdaq.com
e-mail: isfeedback@nasdaq.com
ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟა
(New York Mercantile Exchange-NYMEX)
– მსოფლიოში უმსხვილესი სასაქონლო ბირჟა. შედგება 2 სავაჭრო მოედნისაგან: NYMEX (ვაჭრობს ნახშირწყალბადით, ელექტროენერგიით, პლატინით და პალადიუმით) და COMEX (ოქრო, ვერცხლი, ალუმინი). ბირჟა შეიქმნა 1872 წელს ნიუ-იორკის რძის პროდუქტებით მოვაჭრეების მიერ, როგორც ყველის და კარაქის ნიუ-იორკის ბირჟა (Butter and Cheese Exchange of News York). ბირჟამ დღევანდელი სახელწოდება 1882 წელს მიიღო. 1970-1980 წლებში ბირჟამ ეტაპობრივად უარი თქვა სოფლის მეურნეობის პროდუქციით ვაჭრობაზე და გადავიდა მხოლოდ სამრეწველო პროდუქციის ვაჭრობაზე. ახორციელებს ვაჭრობებს ნედლეულის, ფერადიი და ძვირფასი ლითონების და ელექტროენერგიის ფიუჩერსებით და ოპციონებით ვაჭრობის ოპერაციებს. 1994 წელს შეერწყა სასაქონლო ბირჟას Commodity Exchange Inc. 2000 წლიდან ბირჟას მართავს NYMEX Holdings Inc.
ვაჭრობების მოცულობა: 215,2 მლნ კონტრაქტი (2005 წელი).
მოგება: $71,1 მლნ (2005 წელი).
2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ, ბირჟა იძულებული გახდა მუშაობა 4 დღით შეეწყვიტა, ვინაიდან ბირჟის ოფისი მსოფლიო სავაჭრო ცენტრის შენობასთან ახლოს მდებარეობდა.
მისამართი: World Financial Center, One North End Avenue, New York, NY 10282-1101, USA. ტელ/ფაქსი : +1 (212) 299 2000; www.nymex.com
e-mail: marketing@nymex.com
ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა
(New York Stock Exchange, NYSE)
– მსოფლიოში უმსხვილესი საფონდო ბირჟა. შეიქმნა 1792 წელს 24 ბროკერის და მოვაჭრის მიერ “ბატონვუდის შეთანხმების” ხელმოწერის საფუძველზე. 2006 წლის მარტში ბირჟამ შეიძინა კონკურენტი Archipelago Holdings, რის შემდეგაც ბირჟის მართვა კომპანია NYSE Group-ის ხელში გადავიდა.
ვაჭრობების მოცულობა: $14,125 ტრილიონი (2005 წელი).
ლისტინგი: 2672 კომპანია (2005 წელი).
კაპიტალიზაცია: $13,884 ტრილიონი (2006 წელი).
მოგება: $16,319 მლნ (2005 წელი).
ძირითადი ინდექსი: NYA (NYSE Composite) – ასახავს ბირჟაზე სავაჭროდ დაშვებული 2000 კომპანიის აქციების მდგომარეობას.
მისამართი: 11 Wall Street, New York, NY, 10005, USA.
ტელ: +1 (212) 656 3000 ფაქსი : + 1 (212) 656 5725 www.nyse.com
კონტინეტთაშორისი ბირჟა
(Intercontinental Exchange, ICE)
– წამყვანი საერთაშორისო ფიუჩერსული ბირჟა. აწარმოებს ნავთობით, ნავთობპროდუქტებით, ბუნებრივი აირით ვაჭრობის ოპერაციებს. ბირჟის სათაო ოფისი განთავსებულია ატლანტაში, ფილიალები – ნიუ-იორკში, ჩიკაგოში, ჰიუსტონში, კალგარიში, ლონდონში და სინგაპურში. დაარსდა 2000 წლის მაისში კომპანია Continental Power Exchange –ის (ატლანტა) ბაზაზე. 2001 წელს გახდა ნავთობის საერთაშორისო ბირჟის (ლონდონი) მფლობელი.
ვაჭრობების მოცულობა: 42 მლრდ კონტრაქტი (2005 წელი).
მოგება: $53,105 მლნ (2005 წელი).
ძირითადი ინდექსი: BINDEX (Ice Futures Brent Index) – ნავთობის საშუალო შეწონილი ფასი, რომელიც ბოლო 21 დღის განმავლობაში ჩატარებული ვაჭრობების მონაცემების საფუძველზე დგინდება;
NGINDEX (UK Natural Gas Index) – გამოითვლება გაზზე ფიუჩერსული გარიგებების ფასის საფუძველზე დიდ ბრიტანეთში.
მისამართი: 2100 RiverEdge Pkwy, Suite 500, Atlanta GA, 30328.
ტელ: +1 (770) 857 4700; ფაქსი : + 1 (770) 951 5481
www.theice.com
e-mail: info@theice.com
კანადა
ტორონტოს საფონდო ბირჟა
(Toronto Stock Exchange, TSX)
– მსოფლიოს ერთ-ერთი მსვილი ბირჟა. შეიქმნა 1852 წელს, 1878 წელს აქციონირებული იყო. 1934 წელს იგი თავის ძირითად კონკურენტს კანადის საფონდო და სამთოსამრეწველო ბირჟას (Standard Stock and Mining Exchange) შეუერთდა. 1977 წელს მან პირველმა ელექტრონული ვაჭრობა Computer Assisted Trading System (CATs), რომელსაც დღეს უკვე სხვა ბევრი ბირჟა აქტიურად იყენებს, დანერგა. ბირჟის აქციათა 100% 2002 წლიდან კომპანია TSX Group Inc-s-ს. თუმცა მის გარდა კიდევ 6 საფინანსო-სავაჭრო კომპანიას მოიცავს.
ვაჭრობის მოცულობა: $1,1 ტრლნ (2005 წელი)
ლისტინგი: 3758 კომპანია (2006 წელი)
კაპიტალიაზაცია: $1,613 მლრდ (2006 წელი)
მოგება: $63,4 მლნ (2005 წელი)
ძირითადი ინდექსი: S&P/TSX – ასახავს 280 კომპანიის აქციების მდგომარეობას. 1914 წელს ფინანსური კრიზისის გამო, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დასაწყისით იყო პროვოცირებული, სამი თვით დაიკეტა. 1987 წლის 19 ოქტომბერს ძირითადი TSX 300 ინდექსი თავის ისტორიაში რეკორდულად დაეცა და ამ მაჩვენებელმა ერთ სესიაზე 11,1%-ს მიაღწია. 2002 წლიდან TSX 300 ინდექსი კომპანია S&P მმართვლობაში გადავიდა და შესაბამისად შეიცვალა სახელწოდება S&P/TSX..
კონტაქტები: P.O. Box 450,3rd Floor,130 King Street W., Toronto. ON, M5X1J2, Canada
ტელეფონები: +1 (416) 947 4670 ფაქსი: +1 (416) 947 4662
www.tsx.com
e-mail: info@tsx.com
ბერმუდის საფონდო ბირჟა
(Bermuida Stock Exchange, BSX)
– მსოფლიოს უმსხვილესი ოფშორული ბირჟა, რომელიც ქალაქ ჰამილტონშია განთავსებული. იგი ვაჭრობს აქციებით, თუმცა ძირითადი შემოსავლები ადგილობრივი ფონტების მოცულობის მართვიდან იღებს. დაარსდა 1971 წელს შიდა სავაჭრო ბირჟა თუმცა საერთაშორისო სტატუსი მოიპოვა 1992 წელს კომერციულ საწყისებზე გადავიდა.
საერთო მოცულობა: $69,8 მლნ (2005 წელი)
ლისტინგი: 56 კომპანია (2006 წელი)
კაპიტალიზაცია: $2,195 მლრდ (2005 წელი)
ძირითადი ინდექსი: BSX Index – 20 უმსხვილესი კომპანიის აქციებს მოიცავს, ბირჟის მიმზიდველობა იმაში მდგომარეობს, რომ მსოფლიოს სავაჭრო ბირჟად მიიცნევა, იგი არ უკავშირდება ევროკავშირსა და აშშ-ში მოქმედ წესებს.
კონტაქტები: 3F, Washingtyon Mall, Church Street, PO Box 1369, Hamilton, Bermuda
ტელეფონები: +1441 292 7212 ფაქსი: +1441 296 1875
www.bsx.com
e-mail : info@bsx.com
მექსიკის საფონდო ბირჟა
(Bolsa Mexicana de Valores, BMV)
– მექსიკის უმსხვილესი ბირჟა და მოცულობით მეორე ლათინური ამერიკის სან-პაულოს საფონდო ბირჟის შემდეგ (Bolsa de Valores de Sao Paulo). ბირჟა ვაჭრობს აქციებით, ფასიანი ქაღალდების, ობლიგაციებით, ობლიგაციებით, ვარანტებით, ფიუჩერსებით, ოპციებით. იგი განთავსებულია მექსიკაში. დაარსდა 1908 წელს. 1975 წელს BMV-ს შემადგენლობაში შევიდა გვადალახარის და მონტორეის საფონდო ბირჟები. 1999 წელს ყველა სავაჭრო გარიგება ელექტრონულ რეჟიმში გადავიდა. ბირჟა ეკუთვნის ბროკერულ სავაჭრო ფირმებს.
საერთო მოცულობა: $56,683 მლრდ (2005 წელი)
ლისტინგი: 326 კომპანია (2005 წელი)
კაპიტალიზაცია: $239,128 მლრდ (2005 წელი)
ძირითადი ინდექსი: IPC (Indice de Precios y Cotizaciones) – ასახავს ბირჟაზე მოვაჭრე 35 უმსხვილესი კომპანიის აქციების მდგომარეობას.
კონტაქტები: Paseo de la Reforma #255 Piso 8, Cuauhtemoc, D.F. 06500, Mexico
ტელეფონები: +55 (5) 726 6600 ფაქსი: +55 (5) 726 6772
www.bmv.com.mx
e - mail: cinforma@bmv.com.mx