ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.8647        EUR 3.2024        GBP 3.8341        RUB 4.6032        UAH 1.2195        AZN 1.6894        AMD 5.9868      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ქართული პროექტები ვაშაძეს დავოსსა და ჩიკაგოში მიაქვს
ნინო შუბითიძე        
18 იანვარი, 2018, 19:31
ქართული  პროექტები ვაშაძეს  დავოსსა და ჩიკაგოში მიაქვს

თბილისი (GBC) –  დავოსში მსოფლიო ეკონომკურ  ფორუმზე  (23-26 იანვარი, 340 დელეგატი) all in one კონცეფციის ავტორი, ნაციონალური მოძრაობის ყოფილი სახე,  გიორგი ვაშაძე  ახალ პროექტს წარადგენს  ანტიკორუფციული სასამართლოს ფორმირების შესახებ,  რომელიც  უკრაინის საკანონმდებლო ორგანომ  გაზაფხულზე უნდა განიხილოს. პროექტი უკვე ქვეყნის პრეზიდენტის ხელმოწერილია.

"ინოვაციებისა და განვითარების ფონდის" დამფუძნებელის გიორგი ვაშაძის თქმით, მისი უნიკალურობა  მოსამართლეების შერჩევაში უცხოელი ექსპერტების ჩართულობაა.  სისტემა მაღალი ლეგიტიმაციის მოსამართლეების ხელშეუხებლობასაც  უზრუნველყოფს, მაღალი რანგის კორუფციული საქმეების განხილვისას. პროექტი კლანური ჩარევისგან სასამართლოს  გათავისუფლებას და ნდობის აღდგენას ემსახურება, რაც  ქვეყნის ფუნდამენტური საწყისია.  ვაშაძე რამდენიმე სპიკერთან ერთად  დავოსში „ინოვაციების და განვითარების ფონდს“ 2 პროექტით  წარმოადგენს.  მეორეა ბლოქჩეინ-ტექნოლოგიები, რომელიც ელექტრონულ აუქციონებში უკვე  გატესტილია. პილოტპროექტი უკრაინაში გაეშვა.

ვაშაძეს მიაჩნია, რომ  მაღალი ტექნოლოგიები სახელწიფოს   ჩარევის ბიუროკრატიულ  ბერკეტს უსპობს.  შემდეგ აღნიშნული პროექტი, 9 თებერვალს, არანაკლები მასშტაბის პლატფორმაზე, ამერიკის კონტინენტზე განიხილება, ჩიკაგოში, სადაც  ბლოკჩეინ-ტექნოლოგიების მსოფლიო კონგრესი ფუძნდება 30 მლრდ კაპიტალიზაციის კომპანიების  მხარდაჭერით, მათ შორისაა ტრანსნაციონალური კომპანია მანე (სათაო ოფისი ჩინეთში) პარტნიორები არიან საერთაშორისო აუდიტები (დალოიტუში, ერნსტ&იანგი...)

 ბლოკჩეინ-ტექნოლოგიების დანერგვა აშშ-ის რამდენიმე შტატში მოიაზრება ქონების რეგისტრაციის,  დიპლომების და სხვა დოკუმენტაციის ადმინისტრირების მიმართულებით.

ვაშაძე პროექტს საქართველოს რეალობაშიც მოიაზრებს, მითუმეტეს, რომ პირველი ნაბიჯი უკვე გადადგმულია, ქვეყანა  სასტარტო პოზიციაზეა, თუმცა  ტრანზაქციების მხოლოდ  ბლოქჩეინ ბაზაში შენახვა ნიშნავს  ტექნოლოგიების მინიმალური შესაძლებლობების  გამოყენებას, რაც სერვისებში არაფერს ნიშნავს.

როგორც ვაშაძე ამბობს, საქართველოში მაღალ ტექნოლოგიებსა და  დიდ პროექტებზე საუბარი ყველა დონეზე უჭირს, დაბალი დაინტერესების და მზაობის არარსებობის გამო და სამწუხაროდ,  შეხვედრები ორღობის  კვალიფიკაციას არ ცდება.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     
სპონსორები