GE EN
სხვა სიახლეები
,,ყაზბეგის" საბაჟო გამშვებ პუნქტზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლ...

რუსეთის ფედერაციის მხრიდან შემოსული, რუსეთისა და ორმაგი მოქალაქეობის მქონე  მოქალაქეების, ხელბარგისა და ბარგის, ეჭვის საფუძველზე, დეტალური დათვალიერების შედეგად, სპეციალურად მოწყობილ სამალავში, დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხა იქნა აღმოჩენილი.საქართველოს საბაჟო  კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, 11 სამართალდარღვევ მოქალაქეს სანქციის სახით განესაზღვრათ ჯარიმა, საერთო ჯამში 105 451, 77 ლარის ოდენობით, ხოლო 3 მოქალაქის მიმართ, ჩამორთმეული  საქონლის (თანხის) ოდენობამ 1 370 139. 02 ლარი შეადგინა.უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის მიზნით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდების შემოტანა/გატანა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ მკაცრ საბაჟო კონტროლს ექვემდებარება.

1669382513

,,აჭარა ტექსტილე'' ექსპორტიორთა ათეულში მოხვედრის მიუხედავად ზარალზეა

კომპანიამ 115%-ით 245.3მლნ ლარამდე გაზარდა რეალიზებული საქონლის თვითღირებულება (რ.ს.თ),შესაბამისად კომპანიის საერთო მოგება 49მლნ ლარი დააფიქსირა.ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად იმისა,რომ კომპანიას მოგება გაეზარდა, კომპანია 1.7მლნ ლარის ზარალშია. საერთო მოგების 88%-მდე ანუ 43.1მლნ ლარი კომპანიამ თანამშრომელთა ხელფასებში გადაიხადა.საანგარიშო პერიოდში კომპანიამ 13.3%-ით 406.9მლნ ლარამდე გაზარდა აქტივები, ხოლო 2%-ით  43.7მლნ ლარამდე შეუმცირდა კაპიტალი.შპს ,,აჭარა ტექსტილე’’ მეორე წელია ოქტომბრის ექსპორტიორთა ათეულშია შემდეგ კომპანიებთან ერთად:(2022ოქტომბერი)აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის ს/ფ; სს RMG Copper;სს რუსთავის აზოტი;შპს Caucasian Metals Terminal;შპს RMG Gold;შპს კავკასიის ავტოიმპორტი;შპს ტოიოტა კავკასია;შპს ჭიათურმანგანუმ ჯორჯია;შპს ჯი ემ ფარმასიუთიქალს.(2021ოქტომბერი)აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის ს/ფ; სს RMG Copper;სს რუსთავის აზოტი;შპს Caucasian Metals Terminal;შპს RMG Gold; შპს სტიილ ინტერნეიშენელ ტრეიდინგ კომპანი;შპს ჯეი თი აი კავკასუს;შპს ტოიოტა კავკასია;შპს ჯორჯიან მანგანეზი.აჭარა ტექსტილე დაარსებულია 2008 წელს. მისი 100% წილის მფლობელია ს.ს "აბაი ულუსლარარასი თექსთილ თურიზმ ვე იათირიმ თიჯარეთ",თურქეთი.

1669381432

დეპოზიტების 60%-ზე მეტი სავალუტოა - ბანკების რეიტინგი

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 82.09%, ხოლო ევროს წილმა 16.2% შეადგინა (L/Y - 83.3%; 15.3%). დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტი 42.7%-მდეა გაზრდილი (L/Y - 39.2%).სებ-ის სტატისტიკით, ოქტომბერში ანაბრების 243 მილიონით ზრდაა (+0.58%m.m). თუმცა ამავე მოცულობით შემცირებულია ვადიანი დეპოზიტები (-243 მლნ m.m).ოქტომბერში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7.74% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 11.3%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 0.96%. (01.22.2021 - 5.8%; 10.6%: 0.8%).

1669378831

ბიზნესფედერაცია “ქალები მომავლისთვის” კანონში ფემიციდის ცნების შეტანას...

ამის შესახებ ბიზნესფედერაციის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც სრულად გთავაზობთ:„დღეს, 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა, რომელშიც საქართველოც ერთვება. ბიზნესფედერაცია “ქალები მომავლისთვის” უერთდება 20:00 საათზე, თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დაგეგმილ მარშს სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ, რომელიც ორგანიზებულია საქართველოში მოქმედი ქალთა უფლებადამცველებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ.ქალთა მკვლელობებისა და ძალადობის წინააღმდეგ ხმის ამაღლებას დღეს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რასაც ადასტურებს ჩვენს გარშემო წლების განმავლობაში დაფიქსირებული უმძიმესი შემთხვევები. რთული ვითარების საილუსტრაციოდ კმარა თუნდაც ბოლო პერიოდის განმავლობაში ქალთა მკვლელობისა და ძალადობის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი ფაქტები, რომელთა შესახებ ინფორმაცია მედიის საშუალებით ვრცელდება.შემაშფოთებელია 24 ნოემბერს თერჯოლაში დაფიქსირებული შემთხვევა, როდესაც ქმარმა ყოფილი ცოლი დაწვა;უმძიმესი შემთხვევა დაფიქსირდა ქალაქ ბათუმშიც, როცა 14 წლის მოზარდს მამამ მას შემდეგ სცემა, რაც გოგომ გაამხილა, რომ ის 25 წლის მამაკაცმა გააუპატიურა.სამწუხაროდ, აღნიშნული ფაქტები გამონაკლისი არ არის, რასაც ოფიციალური სტატისტიკაც ადასტურებს: 186 - საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სწორედ ამდენია იმ ქალების რიცხვი, რომლებიც 2014-2022 წლებში საქართველოში მოკლეს. კიდევ უფრო მძიმეა ოჯახში ძალადობის სტატისტიკა: 2022 წელს (9 თვეში) ოჯახში ძალადობის მსხვერპლი 5 003 ქალი გახდა, 2021 წელს  ეს მაჩვენებელი 6 940 იყო, ხოლო 2020 წელს 7 573.  არსებული სტატისტიკა და ქალთა მიმართ ჩადენილი დანაშაულები, რომლებსაც განსაკუთრებულად სასტიკი ფორმა აქვს, აჩვენებს, რომ საჭიროა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა.მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში სახეზეა გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც საქართველოში ქალთა უფლებრივ მდგომარეობას  აუმჯობესებს, ფაქტია, რომ ეს საკმარისი არ არის.არსებულ გამოწვევებზე საპასუხოდ ბიზნესფედერაცია “ქალები მომავლისთვის” მოითხოვს, პირველ რიგში პრევენციული ღონისძიებების გატარებას ქალთა ძალადობისა და მკვლელობების წინააღმდეგ, ასევე საკანონმდებლო ცვლილებებს შემდეგი მიმართულებებით: გაჩნდეს საქართველოს კანონმდებლობაში ტერმინი “ფემიციდი”. ამით სახელმწიფო აღიარებს, რომ ფემიციდი არის გენდერის ნიშნით ჩადენილი ქალის მკვლელობა, რომლის ჩადენის მოტივი ან კონტექსტი კავშირშია ქალის მიმართ გენდერულ ძალადობასთან, დისკრიმინაციასთან, რაც გამოიხატება ქალზე უფლებების ქონის სურვილით, ქალთან შედარებით უპირატესი მდგომარეობით, ქალის მიმართ მესაკუთრული დამოკიდებულებით, მისი ქცევის კონტროლით და სხვა. გაჩნდეს კანონში განმარტება, რომ ქალის თანხმობის გარეშე მასთან განხორციელებული სექსუალური ხასიათის აქტი არის გაუპატიურება და ძალადობა; და რომ ქალის თანხმობა ამ პროცესში გადამწყვეტია. სამწუხაროდ, საქართველოს კანონი გაუპატიურებად აღიარებს მხოლოდ ისეთ სექსუალურ აქტს, რომელიც ჩადენილია ფიზიკური ძალადობით ან ძალადობის მუქარით.  ბიზნესფედერაცია “ქალები მომავლისთვის” აქტიურად თანამშრომლობს დაინტერესებულ და ჩართულ მხარეებთან, მათ შორის საკანონმდებლო დონეზე და მუდმივად მზადაა, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები ქალთა უფლებების გაუმჯობესებისა და ამ საკითხების ადვოკატირებისთვის. ბიზნესფედერაცია ასევე აქტიურად დგამს ქმედით ნაბიჯებს ქალთა ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით და მზად არის კიდევ უფრო მასშტაბურად ჩაერთოს ცნობიერების ამაღლების კამპანიებში და საკუთარი წვლილი შეიტანოს ქალთა უფლებრივი და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით ქვეყანაში“, – ნათქვამია განცხადებაში.

1669378235

საქართველოს ბანკის ციფრული პლატფორმა bogpay.ge და Mastercard მომხმარებ...

მომხმარებელს, რომელსაც ნებისმიერი სერვისის მიღება საკომისიოს გარეშე სურს, ამისათვის საჭიროა bogpay.ge-ზე გაიაროს მარტივი ავტორიზაცია და გადახდისას ნებისმიერი ქართული ბანკის მასტერქარდის ბარათი მიაბას.„საქართველოს ბანკი მუდმივად ცდილობს მომხმარებლის საჭიროებებზე იზრუნოს. ჩვენ მოხარული ვართ, რომ მათ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე შევთავაზეთ, რაც bogpay.ge-სა და Mastercard-ის კოლაბორაციას ეხება. ეს გულისხმობს, რომ მომხმარებლები ნებისმიერი სერვისის მიღებას საკომისიოს გარეშე შეძლებენ. Bogpay.ge მომხმარებლებს Mastercard-ის ბარათით, როგორც კომუნალურების და მობილურის შევსებას, ასევე დაზღვევისა და სხვა ნებისმიერი სერვისის გადახდას სთავაზობს“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.Bogpay.ge საქართველოს ბანკის ციფრულ პლატფორმას წარმოადგენს, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერი ადგილიდან, ნებისმიერ დროს, უსაფრთხოდ არის შესაძლებელი სხვადასხვა ტიპის ტრანზაქციის განხორციელება. ციფრული პლატფორმის ერთ–ერთი უპირატესობა მისი სიმარტივე, მოქნილობა, სანდოობა და უსაფრთხოებაა. Bogpay.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია 400-მდე სერვისი სხვადასხვა კატეგორიიდან.

1669375710

ბანკები სასესხო შემოსავლებით

სებ-ის სტატისტიკით, 01.11.2022-ისთვის საცალო პორტფელის მოცულობა 23.6 მლრდ ლარს შეადგენს (01.11.20221 - ₾ 21.3 მლრდ). ბიზნესსესხები 19.3 მლრდ ლარია (01.11.2021 - 20.03 მლრდ).აქედან რეზიდენტი იურიდიული პირებისთვის კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული აქვთ 7.27 მლრდ ლარის (+1.41% m.m), ხოლო უცხოური ვალუტით 12.07 მლრდ ლარის (- 1.56%m.m) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, -0.44%m.m).

1669375006