თბილისი (GBC) –  ქართულმა ეროვნულმა ვალუტამ პარასკევის ვაჭრობა Bloomberg-ის პლატფორმაზე გამყარებით დაიწყო. თბილისის დროით 10:18 საათისთვის $1 2,6350 ლარი ღირს.

პირველი იანვრიდან დღემდე ლარი დოლართან მიმართებით უკვე 2,21%–ით არის გამყარებული. ბოლო 52 კვირის განმავლობაში ლარი ყველაზე მყარი სწორედ ამ მომენტშია, ყველაზე მეტად გაუფასურებული კი 3,4543 ნიშნულზე იყო.