თბილისი (GBC) – ვაშინგტონი უახლოეს მომავალში დაიწყებს დაპატიმრებული რუსული აქტივების უკრაინისთვის გადაცემას. ამის შესახებ აშშ–ის იუსტიციის სამინისტროს სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა ენდრიუ ადამსმა განაცხადა, რომლის ფუნქციაც რუსული აქტივების გამოვლენა და დაპატიმრებაა.

აშშ–ის პრეზიტდენტმა ჯო ბაიდენმა დეკემბრის ბოლოს 2023 წლის ფედერალური ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელიც წარმოდგენილია ინიციატივა სანქციების შედეგად ჩამორთმეული რუსი მილიარდერების ქონების ამოღებასთან დაკავშირებით. ამ სახსრებს იუსტიციის სამინისტრო სახელმწიფო დეპარტამენტს გადასცემს, რომელიც შემდეგ უკრაინის ხელისუფლებას გადაურიცხავს.