თბილისი (GBC) - ოქტომბერში ექსპორტის ფასების ინდექსი წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით შემცირდა 3.6%-ით.

სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქციაზე ფასები შემცირდა 25.2 %-ით, ხოლო წყალმომარაგების, კანალიზაციის, ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით მომსახურების ჯგუფზე დაფიქსირდა ფასების 11.7 %-იანი კლება. ამასთან, დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასები გაიზარდა 0.2 %-ით, ხოლო ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე 8.2 %-ით.

იმპორტის ფასების ინდექსი წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ფასები 11.2 %-ით შემცირდა სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქციის ჯგუფზე. დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასების 0.4 %-იანი კლება ფიქსირდება, ხოლო ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე - ფასების 122.4 %-იანი ზრდა. რაც შეეხება წყალმომარაგების, კანალიზაციის, ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით მომსახურების ჯგუფს, სახეზე გვაქვს ფასების 5.4 %-იანი მატება.