თბილისი (GBC) – ფინეთმა თურქეთს პირველი საექსპორტო ლიცენზია გადასცა შეიარაღების მიწოდებაზე, წერს გაზეთი Hufvudstadsbladet.

გამოცემის ინფორმაციით, ექსპორტის ნებართვა ფინურმა მეტალურგიულმა კომპანიამ Miilux მიიღო, რომელმაც ანკარას საბრძოლო ტექნიკისთვის განკუთვნილი 12 000 ტონა ჯავშანი უნდა მიაწოდოს.