GE EN
სხვა სიახლეები
მსოფლიო ბანკი აქვეყნებს ქვეყნის ეკონომიკურ მემორანდუმს კონკურენტუნარია...

ქვეყნის ეკონომიკური მემორანდუმი ასახავს საქართველოს მიღწევებს ბოლო ათწლეულის განმავლობაში და ასევე რეკომენდაციებს დარგობრივი პოლიტიკის მიმრათულებით, რათა ქვეყანამ შეძლოს წარმატების მიღწევა მომდევნო ათწლეულის განმავლობაშიც. კერძოდ, ანგარიში აღწერს მცირე,  მაგრამ ღია და მდგრადი ეკონომიკის ისტორიას, რომელმაც მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა მშპ-ის ზრდისა და სიღარიბის შემცირების თვალსაზრისით, თუმცა მაინც შეზღუდულია პროგრესი პროდუქტიულობის ამაღლებისა და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისით.ქვეყნის ეკონომიკური მემორანდუმის რეკომენდაციაა, რომ ქვეყანამ მაქსიმალურად გაზარდოს თავისი პოტენციალი (i) მიმდინარე სტრუქტურული და სივრცითი გარდაქმნის ხელშეწყობით; ii) პროდუქტიულობის ამაღლებით დარგების  და ფირმების დონეზე; iii) კავშირების და საგარეო ვაჭრობის გაფართოებით; და iv) ადამიანური რესურსების განვითარებით და უკეთ გამოყენებით.გაურკვევლობით და გამოწვევებით სავსე გარემოს პირობებში, ქვეყნის ეკონომიკური მემორანდუმი ხაზს უსვამს COVID-პანდემიამდე არსებული ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების შენარჩუნებისა და გაუმჯობესების მნიშვნელობას, რაც შექმნის უკეთესი ანაზღაურების მქონე სამუშაო ადგილებზე წვდომის შესაძლებლობას.„საქართველომ წარმატებული ეკონომიკური ზრდა განიცადა გასული ათი წლის განმავლობაში, თუმცა ქვეყანა ამით არ უნდა დაკმაყოფილდეს და უნდა გააგრძელოს თავისი ეკონომიკის მოდერნიზება და რეფორმირება კიდევ ერთი წარმატებული ათწლეულის უზრუნველსაყოფად“, - აღნიშნა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა. მისივე თქმით: „მეტი შესაძლებლობების, კავშირებისა და უფრო მაღალი კონკურენტუნარიანობის მქონე ქვეყანა უკეთ შეძლებს ორიენტაციას ეკონომიკური ვარდნის გლობალური ტენდენციების, მზარდი ვალის, ღირებულების გლობალური ჯაჭვების გამოწვევების, თანამედროვე ტექნოლოგიების და კლიმატის ცვლილების პირობებში, რომელთაგან თითოეული შეიძლება რისკს უქმნიდეს ეკონომიკურ ზრდას, ან სწორად მართვის შემთხვევაში, გვთავაზობდეს პოტენციურ შესაძლებლობებს.“ „უკანასკნელ წლებში საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია მაკროეკონომიკური სტაბილურობის, ეკონომიკური მდგრადობის, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის, ეკონომიკის სტრუქტურული გაუმჯობესების და შესაბამისი მარეგულირებელი ჩარჩოს შემუშავების მიმართულებით. ჩვენ ვაპირებთ გამოვიყენოთ აღნიშნული წარმატება და გავაძლიეროთ ძალისხმევა პროდუქტიულობის ამაღლებისთვის საჭირო რეფორმების განსახორციელებლად, საერთაშორისო კავშირების გასაუმჯობესებლად, საქართველოს ინტეგრაციის გასაზრდელად ღირებულების გლობალურ ჯაჭვებში, ადამიანური კაპიტალის გასავითარებლად და დიგიტალიზაციისა და ინოვაციებისთვის ახალი შესაძლებლობების აღმოსაჩენად“, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.ანგარიში მიუთითებს, რომ საქართველოში სტრუქტურული და სივრცითი გარდაქმნა მიმდინარეობს, თუმცა დასაქმების დაახლოებით ერთი მეხუთედი ისევ სოფლის მეურნეობაზე მოდის. სოფლის მეურნეობაში და ეკონომიკის სხვა დარგებში დასაქმებულ პირთა გამომუშავებას შორის მნიშვნელოვანი განსხვავების გათვალისწინებით შეიძლება ითქვას, რომ სტრუქტურული გარდაქმნის პოტენციალი ჯერ ამოწურული არ არის. სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის ამაღლებას, დინამიურობის გაძლიერებას ქალაქებში და თბილისის უკეთესად მომზადებას მდგრადი და ინკლუზიური ზრდისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება გარდაქმნის დასაჩქარებლად.„მომავალში ეკონომიკური ზრდა საქართველოში სულ უფრო მეტად იქნება დამოკიდებული კომპანიების პროდუქტიულობის მატებასა და გარე ბაზრებზე არსებული შესაძლებლობების გამოყენების უნარზე. ამასთან ერთად, გაცილებით აქტიურ და მაღალკვალიფიციურ მუშახელს შეუძლია არსებული დემოგრაფიული ტენდენციების კომპენსირება და პროდუქტიულობის ამაღლება“, - აღნიშნა მსოფლიო ბანკის უფროსმა ეკონომისტმა ევგენი ნაჟდოვმა.დოკუმენტი მიმოიხილავს ქვეყნის ეკონომიკაში არსებულ რამდენიმე დაბრკოლებას, რომლებიც შეიძლება გავლენას ახდენდეს პროდუქტიულობაზე, მათ შორის, დაფინანსებასთან წვდომაზე, ჩრდილოვანი ეკონომიკის წილზე, კონკურენციაზე, ისევე როგორც ფირმების შესაძლებლობებზე, როგორებიცაა, მაგალითად, მართვის უნარები და ინოვაცია. ქვეყნის ეკონომიკური მემორანდუმი ხაზს უსვამს, რომ ქართული ფირმები უნდა გახდნენ უფრო მეტად ექსპორტზე ორიენტირებულნი და ყურადღებას ამახვილებდნენ უკეთესი კავშირების დამყარებაზე.ქვეყნის ეკონომიკური მემორანდუმის რეკომენდაციაა დანაზოგების ზრდა ინვესტიციების მაღალი მაჩვენებლების აღსადგენად ვალის ზრდის გარეშე. აღნიშნულის მიღწევა შეიძლება გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის გაგრძელებით, კორპორაციული მართვის გაძლიერებით და სახელმწიფო საწარმოების ეფექტიანობის ზრდით, შინამეურნეობების ფინანსური წიგნიერების ამაღლებით, განსაკუთრებით, განათლებასთან და ჯანდაცვასთან დაკავშირებული გრძელვადიანი გადაწყვეტილებების თვალსაზრისით.და ბოლოს, ქვეყნის ეკონომიკური მემორანდუმი ყურადღებას ამახვილებს უნარებზე და შრომის ბაზარზე არსებულ გამოწვევებზე და მიუთითებს -  i) შექმნილ სამუშაო ადგილებსა და შრომითი რესურსების განათლების პროფილს შორის შეუსაბამობაზე; ii) უნარ-ჩვევების დეფიციტზე, რაც მომდინარეობს სწავლების სუსტი პრაქტიკიდან და დამსაქმებლებთან არსებული სუსტი კავშირებიდან; და iii) შრომის ბაზრის არასაკმარისად განვითარებულ ინსტიტუტებზე, რომლებიც ზღუდავს ინფორმაციასთან წვდომას და დასაქმების სერვისების შეთავაზებას.

1670318532

სახელმწიფო 1.7 მლნ ლარის 109000 კილოგრამ ხორცს შეიძენს

ტენდერი მოიცავს 1.7 მლნ ლარის ღირებულების  109 000 კგ საქონლის ხორცის შეძენას (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო - 80,000; შსს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტი - 15,000კგ; შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება-საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური - 3,000კგ; საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური - 11,000კგ).ტენდერი შერჩევა/შეფასების ეტაპზეა და ,,ლიჩელი’’ მოგების შემთხვევაში დავალებას 1.6 მლნ ლარად შეასრულებს.ტენდერის დოკუმენტაციის მიხედვით მონაწილე პრეტენდენტს 2021 წლის 01 იანვრიდან წინამდებარე ტენდერის გამოცხადების თარიღამდე უნდა გააჩნდეს წინამდებარე ტენდერის სავარაუდო ღირებულების ოდენობის არანაკლებ ნახევრის (არანაკლებ 50%) ღირებულების (ლარის) ადამიანისათვის საკვებად ვარგისი პროდუქტების მიწოდების გამოცდილება.,,ლიჩელი’’ დაარსებულია 2011 წელს, ტენდერების მონიტორის მიხედვით, კომპანიის მოგებული ტენდერების საერთო სავარაუდო ღირებულება 15.8 მლნ ლარია (74 ტენდერში).კომპანიის  100% წილი ოთარ ლომიძეს ეკუთვნის.

1670318182

კონკურენციის სააგენტომ ნოემბერში მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართ...

მიღებული განაცხადების მიხედვით, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნა შეადგენს 60%, ნაკლიანი ნივთის შეკეთება ან დაბრუნება 28%,  აგრესიული კომერციული საქმიანობის აკრძალვა 5%, ნივთის უპირობოდ დაბრუნება 5%, ხოლო უსამართლო სტანდარტული პირობები 2%.ერთი თვის განმავლობაში, შემოსული განაცხადების მიხედვით, 80%-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებს.მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 70% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხება, ხოლო 30% ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. რეგიონების მიხედვით,  ამ ეტაპზე, თბილისი 96%-ით ლიდერობს.ინფორმაციისთვის: ნებისმიერ პირს, დარღვევის ჩადენიდან 2 წლის ვადაში, უფლება აქვს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს მიმართოს. სააგენტო  საქმის შესწავლას იმ შემთხვევაში იწყებს, თუ აქვს ინფორმაცია, რომ ირღვევა ან შესაძლოა დაირღვეს მომხმარებელთა ჯგუფის უფლებები.დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, სააგენტო მოვაჭრეს განუსაზღვრავს ვადას და მოსთხოვს დარღვეული უფლების აღდგენას ან/და აკრძალული ქმედების შეწყვეტას. სააგენტოს გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს  ჯარიმა ეკისრება, ხოლო 12 თვის განმავლობაში, მოვაჭრის მიერ დარღვევის გამეორება გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას.

1670313083

,,კარფურმა'' აქტივები 43%-ით,მოგება კი 17%-ით გაზარდა

კომპანიამ 21.8%-ით 452.7მლნ ლარამდე გაზარდა რეალიზებული საქონლის თვითღირებულება (რ.ს.თ). შესაბამისად კომპანიის საერთო მოგება 16.8%-ით 117.6 მლნ ლარამდე გაიზარდა.აღნიშნულ პერიოდში კომპანიამ 42.7%-ით 177.1 მლნ ლარამდე გაზარდა აქტივები.კომპანიის დაგროვილი ზარალებიდან გამომდინარე კომპანიას 215 მლნ ლარის ,,კაპიტალის ზარალი’’ უფიქსირდება. კარფური დარეგისტრირებულია როგორც შპს „მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია“ 2011 წელს.კომპანიის ძირითადი საქმიანობაა საქართველოში ჰიპერმარკეტების, სუპერმარკეტების და პატარა მარკეტების ქსელის ფუნქციონირება და მართვა.2021 წლის 31 დეკემბრისთვის, კომპანია ამუშავებდა 5 ჰიპერმარკეტს, 14 სუპერმარკეტს და 43 პატარა მარკეტს.კომპანიის 100% წილის მფლობელია: ,,მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს’’ (არაბთა გაერთიანებული საამიროები).

1670312817

„კრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს ახალი წევრები ჰყავს

გიორგი არველაძეს  საბანკო სფეროში საქმიანობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს იგი  წამყვან ბანკებში მუშაობდა და მათ წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი. ამას გარდა, გიორგი არველაძის კარიერა უძრავი ქონების, ტრანსპორტირებისა და ენერგეტიკის სექტორებში საქმიანობებსაც აერთიანებს. იგი მუშაობდა ლონდონში, BNP Paribas-ის სტრუქტურირებული პროდუქტების გუნდსა და საქართველოს ეროვნულ ბანკში. საგულისხმოა, რომ გიორგი არველაძე „კრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭომ უფროს დამოუკიდებელ წევრად (Senior Independent Director) აირჩია.მატანგი გოვრიშანკარი 40 წელია, ბიზნესისა და ადამიანური რესურსების მიმართულებებით, ინდოეთსა თუ მის ფარგლებს გარეთ, მმართველ პოზიციებზე საქმიანობს, აქვს სხვადასხვა დარგში მოქმედ წამყვან კორპორაციებთან, მათ შორის Standard Chartered Bank-თან, Reebok-თან, GE-სა და Cummins Inc-თან თანამშრომლობის, აღმასრულებელი რგოლის ქოუჩინგის, ადამიანური რესურსების მართვისა და ეფექტიანის გუნდების ფორმირების  მრავალწლიანი გამოცდილება. ბოლო დროს ის დასაქმებული იყო BP plc-ში, სადაც გლობალური შესაძლებლობების განვითარების ხელმძღვანელისა და გლობალური ლიდერობის აკადემიის დირექტორის პოზიცია ეკავა.რობერტ კოსმანი  33 წელია, საცალო, მცირე და საშუალო საბანკო მომსახურების სფეროში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 13 სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობს. 2004-2020 წლებში იგი  Raiffeisen Bank International-ში, უკრაინის ოფისში საცალო/SME ბანკინგის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებდა, ხელმძღვანელობდა SME რისკებს ავსტრიაში, ეკავა CIO-სა და COO-ს თანამდებობები. Raiffeisen-ამდე რობერტ კოსმანი განვითარების უფროსი ბანკირის რანგში EBRD-თან, მსოფლიო ბანკთან, აზიის განვითარების ბანკსა (ADB) და USAID-თან მსხვილი ფინანსური ინსტიტუტების რესტრუქტურიზაციის კუთხით თანამშრომლობდა. ამჟამად, ის აქტიურად საქმიანობს როგორც „Fintech Angel“ ინვესტორი, ასევე, მრჩეველი/მენტორი მრავალი სტარტაპისთვის უკრაინაში. ამ ეტაპზე „კრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს 7 წევრი ჰყავს. თითოეულს ბიზნესის განვითარების, კორპორაციული მართვის, საბანკო საქმისა და მიკროფინანსების, ტექნოლოგიების, ინოვაციებისა და ადამიანური რესურსების განვითარების კუთხით მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. 2017 წლიდან საბჭოს არჩილ ბაკურაძე ხელმძღვანელობს. „სამეთვალყურეო საბჭოს ახალ შემადგენლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კრისტალის ბანკად წარმატებული ტრანსფორმაციისა და კომპანიის შემდგომი განვითარებისათვის. საბჭოში დამოუკიდებელი წევრების უმრავლესობაში ყოფნა და კორპორაციული მართვის საუკეთესო სტანდარტების დაწესება ჩვენი გააზრებული არჩევანია. ის ემსახურება მდგრადი, ინოვაციური და ფინანსურ ჩართულობაზე ორიენტირებული მოწინავე ბანკის შექმნის მიზანს. “, - აღნიშნავს კრისტალის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არჩილ ბაკურაძე.

1670310975

ბაზისბანკი კაპიტალს 27 მილიონი ლარით ზრდის

ბაზისბანკის მიერ ემიტირებული აქციები, უმსხვილესი აქციონერის, შპს „ხინჯიანგ ჰუალინგ ინდუსთრი ენდ თრეიდ (გრუფი) ქო“-ს მიერ, სრულად იქნა შეძენილი 27 მილიონ ლარად. შედეგად კი, ბაზისბანკის საზედამხედველო კაპიტალმა 430 მილიონ ლარს გადააჭარბა.„ბაზისბანკის უმსხვილესმა აქციონერმა, ბანკისადმი მაღალი ნდობისა და მხარდაჭერის ნიშნად, კაპიტალში ინვესტიცია 27 მილიონი ლარით გაზარდა, რაც ხელს შეუწყობს ბანკის განვითარებას, დასახული სტრატეგიული მიზნების მიღწევასა და ბიზნესისთვის დამატებითი ფინანსური რესურსების შეთავაზებას. ბაზარზე 29 წლიანი მოღვაწეობის შედეგად, ჩამოვყალიბდით სოლიდურ უნივერსალურ საფინანსო ინსტიტუტად, რომელიც მაღალი ხარისხის ფინანსურ მომსახურებას უწევს როგორც საცალო, ასევე საშუალო და მსხვილ ბიზნესს. ბაზისბანკის ჰოლდინგი, ასევე მოიცავს სადაზღვევო და სალიზინგო მიმართულებებს. ბაზისბანკის მთლიანი აქტივები კი 3 მილიარდ ლარს აჭარბებს.“ - აღნიშნა ბაზისბანკის გენერალურმა დირექტორმა, დავით ცაავამ.

1670310693