GE EN
სხვა სიახლეები
ბანკები აქტივებზე შესაძლო დანაკარგების ზარალით

სებ-ის სტატისტიკით, დანაკარგებს შორის, ზარალი სესხებზე 76 მლნ ლარამდეა გაზრდილი.ყველაზე ზარალიანი კრედოა, აქტივებთან (2 მლრდ) მიმართებაში 30 მლნ ლარამდე ზარალით.სანქცირებული ვითიბის შვილობილის რეზერვი ამობრუნებულია. შესაბამისად ზარალზეც არ არის** (+72 მლნ) ** . მოგება აქვს პროკრედიტ ბანკსაც.01.09.2022 (მლნ ₾)   აქტივებზე  სესხებზე   დანაკარგები რეზერვი საქართველოს ბანკი 118,633 -629 თიბისი ბანკი   51,285 -652 ლიბერთი ბანკი 24,042 -132 ბაზისბანკი   64.633 -87 კრედო    29.804 -76 პროკრედიტ ბანკი -3,271  -43 წყარო: სებ-ი & ბანკები** სესხი როცა ფუჭდება ზარალი იზრდება, რომ იფარება, იზრდება.

1664978253

კომპანიების 30% პროდუქციის დამატებით გაძვირებას ელის

ბიზნეს ასოციაციის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ფასების ზრდას პროცენტულად ყველაზე მეტი კომპანია მშენებლობის სექტორში აფიქსირებს, რაც შესაძლოა, უკავშირდებოდეს რუსეთ-უკრაინის ომის გამო სამშენებლო მასალებზე ფასის გაძვირებას და უძრავ ქონებაზე მოთხოვნის გაზრდას.ფასების ზრდის დინამიკა ყველაზე ნაკლებად მრეწველობის სექტორში შეინიშნება, ვინაიდან გამოკითხულ კომპანიათა მხოლოდ მცირე ნაწილმა გაზარდა ფასები თავიანთ პროდუქციაზე 2022 წლის III კვარტალში.ფასების კლებას ყველაზე მეტად ვაჭრობის სექტორში ელიან - გამოკითხულთა 10%. ამავე სექტორში ფასის ზრდას გამოკითხულთა 34% ელის, დანარჩენი კომპანიები კი იმედოვნებენ რომ ფასები არსებულ ნიშნულზე შენარჩუნდება.მომსახურების სექტორში ფასების ზრდას კომპანიათა 27% ელის, 70% კი უცვლელად შენარჩუნებას.ამასთან, კვლევის მიხედვით მნიშვნელოვნად შემცირდა იმ კომპანიების წილი (11 პროცენტული პუნქტით), რომლებიც თვლიან, რომ მათი ბიზნესსაქმიანობისთვის არსებობს ხელის შემშლელი ფაქტორები.ბიზნესსაქმიანობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ხელის შემშლელი ხუთი ფაქტორია: ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობა სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები, სპეციალისტების ნაკლებობა, სამუშაო ძალის ნაკლებობა და შეზღუდული ფინანსური რესურსები. 

1664977955

კომპანიების 31.8% დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას ელის

BAG-ის კვლევის მიხედვით, სექტორებს შორის, 2022 წლის III კვარტლის მდგომარეობასა და 2022 წლის IV კვარტლის მოლოდინს დასაქმებულთა რაოდენობის შესახებ ყველაზე პოზიტიურად მშენებლობის სექტორში აფასებენ.  კერძოდ - მშენებლობის სექტორში გამოკითხული კომპანიებიდან არცერთი არ ელის დასაქმებულთა რაოდენობის შემცირებას. 50% ზრდას ელის, ხოლო 50% უცვლელად შენარჩუნებას.დასაქმებულთა რაოდენობას ყველაზე ნეგატიურად მრეწველობის სექტორში აფასებენ. ამ სექტორში, სხვა სექტორებთან შედარებით, კომპანიათა ყველაზე დიდმა ნაწილმა დააფიქსირა დასაქმებულთა რაოდენობის შემცირება 2022 წლის III კვარტალში, ასევე, გამოკითხულ კომპანიათა 7% მოელის დასაქმებულთა რაოდენობის შემცირებას 2022 წლის IV კვარტალში. სექტორში დასაქმებულთა ზრდას მხოლოდ 27% ელის.ვაჭრობის სექტორში დასაქმებულთა ზრდას 32% გეგმავს, შემცირებას 5%, დანარჩენი კი უცვლელად შენარჩუნებას.მომსახურების სექტორშიც შემცირებას მხოლოდ 5% ელის - 30% ზრდას, ხოლო 65% უცვლელად შენარჩუნებას.გაყიდვების მხრივ არსებულ სიტუაციას კი ყველაზე პოზიტიურად ვაჭრობის სექტორში აფასებენ. სექტორის გამოკითხული კომპანიების 73% ელის რომ გაყიდვები გაიზრდება. მომსახურების სექტორში გაყიდვების ზრდას 49% ელის, მრეწველობაში 67% ხოლო მშენებლობაში 55%. 

1664977512

OPEC+ შეთანხმდა – ნავთობმოპოვების შემცირების გადაწყვეტილებამ ფასები უკ...

ამ გადაწყვეტილების გაჟღერებისთანავე ლონდონის ბირჟაზე Brent-ის მარკის ნავთობის ფასი $93–ს ასცდა – პირველად 21 სექტემბრის შემდეგ.

1664977034

ქუთაისის აეროპორტის ასაფრენი ზოლის რეაბილიტაცია 10 ოქტომბერს დაიწყება

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის თამარ არჩუაძის განცხადებით, 2022 წლის იანვარ-სექტემბერში ქვეყნის სამი საერთაშორისო აეროპორტიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის აღდგენის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია.,,9 თვის მონაცემებით, მგზავრთნაკადის სრული აღდგენა გვაქვს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. ამ ეტაპზე ჩვენს აეროპორტში 17 ქვეყნის 28 მიმართულებით ხორციელდება პირდაპირი რეგულარული ფრენები. რეისების მატებასთან ერთად, ფრენების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, საჭიროა ასაფრენ-დასაფრენი ზოლის გეგმური სრულმასშტაბიანი რეაბილიტაცია. სრულად მოხდება ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაცია, შესრულდება ასფალტის საფარის გადაგებისა და საძირკვლის გამაგრების სამუშაოები. რაც შეეხება სამუშაოების დასრულებას, ორკვირიანი ეტაპის შემდეგ, კვირაში 2-2 დღე 12 საათიანი გრაფიკით , ისე რომ ფრენების ოპერირებას ხელი არ შეეშალოს, გაგრძელდება დარჩენილი სამუშაოები. რა თქმა უნდა, ყველაფერი დამოკიდებულია მეტეოროლოგიურ პირობებზეც“, – განაცხადა თამარ არჩუაძემ.რაც შეეხება მგზავრებს, აეროპორტების გაერთიანების დირექტორის განცხადებით, წლის დასაწყისიდან მოლაპარაკებები ჰქონდათ ავიაკომპანიებთან და მათ გადაალაგეს თავიანთი განრიგები.„ის ავიაკომპანიები, რომლებიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ამ დრომდე ოპერირებენ, ფრენებს საქართველოში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განახორციელებენ. მგზავრებისთვის ავიაკომპანიების განრიგიც ცნობილია და შესაბამისად ბილეთებიც ჩაშვებულია გაყიდვაში. ჩვენი თანამშრომლების ნაწილი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის დახურვის პერიოდში, საქმიანობას დროებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გააგრძელებენ. რაც შეეხება ფრენებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, 25 ოქტომბრიდან კვლავ განახლდება“, – განაცხადა თამარ არჩუაძემ.ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სარემონტო სამუშაოები წლიური გეგმის მიხედვით განხორციელდება, რაც აეროპორტის გამართული ოპერირების შემადგენელი ნაწილია. 

1664976653

მთავრობა კურორტების განვითარებისთვის საპრივატიზაციო ობიექტებს გამოიტან...

ამასთან, დავითაშვილის თქმით, იქ, სადაც სახელმწიფო მზად არ არის, რომ კერძო სექტორს საპრივატიზაციო პაკეტი შესთავაზოს, რადგან პირობითად, შეიძლება არ არსებობდეს განაშენიანების გეგმა, მუშაობა წარიმართება სივრცით დაგეგმვაზე, რათა  ეს კურორტები სწორად განვითარდეს.ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, ასევე გარკვეული მიმართულებით საჭიროა ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები, რომელიც კურორტების განვითარების ახალი სააგენტოს მიერ უკვე იგეგმება.„ჩვენ შევარჩიეთ ძალიან ბევრი საინტერესო, ხშირ შემთხვევაში მიტოვებული, ნაკლებად ცნობილი ადგილებიც კი, რა თქმა უნდა, დამატებით შევისწავლეთ ყველა ის კურორტი და პოტენციური კურორტი, რომლებიც საბჭოთა პერიოდიდან იყო ცნობილი და მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულია - ასეთი სია არსებობს. თუმცა, ძალიან ბევრს ახლებური გააზრება, გადახედვა სჭირდება, რადგან ბევრი შეიძლება არც ისე საინტერესო ან კონკურენტუნარიანი შეიძლება იყოს თანამედროვე პირობებში. ახლა ვართ შერჩევის პროცესში, რადგან, ქვეყანას, რა თქმა უნდა, რესურსები შეზღუდული აქვს და ასობით კურორტს ერთიანად ვერ განვავითარებთ, მაგრამ რეგიონის ხელისუფლებებთან მჭიდრო თანამშრომლობით  თითქმის ყველა რეგიონში შევარჩიეთ პრიორიტეტული მიმართულებები - ეს იქნება უფრო მსხვილი, საკურორტო ადგილები, სადაც მოხდება სივრცითი დაგეგმვა“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, ასევე შეირჩა უფრო მცირე ადგილებიც, სადაც ტექნიკურ-ეკონომიკური გეგმების შემუშავება კურორტს ინვესტორებისთვის უფრო მიმზიდველს გახდის. მისი ინფორმაციით,  არის კიდევ ისეთი საკურორტო ადგილები, სადაც არსებობს მზა საპრივატიზაციო სახელმწიფო ქონება ანუ ობიექტები, რომლებიც უკვე შეიძლება გამოიყენოს კერძო სექტორმა - მთავრობა მათ პრივატიზებას უკვე მიმდინარე წელს დაიწყებს.

1664974070