GE EN
სხვა სიახლეები
26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა!

საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს 1918 წლის 26 მაისს მოეწერა ხელი.

1685086867

სილქნეტის შემოსავალი 2022–ში 14%–ით გაიზარდა

კომპანიის შემოსავალმა მობილური კავშირიდან მთლიანი კომერციული შემოსავლის 57% შეადგინა, რაც 22,6%–ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.გასული წლის ბოლოსთვის კომპანიის მობილური კავშირის აბონენტთა რაოდენობა 4,5%–ით იყო გაზრდილი.კომპანიის მომსახურების კატეგორიების მიხედვით ბაზარზე მისი წილის ზრდა გამოიკვეთა. წილი უმნიშვნელო კლება დაფიქსირდა შედარებით მცირე სეგმენტებში – ფასიანი ტელევიზია და ფიქსირებული სატელეფონო კავშირი. 

1685018195

Georgian Airways რუსებს ევროპაში თბილისის გავლით გადაიყვანს

ფრენები ევროპის ხუთი ქალაქის მიმართულებით შესრულდება: ვენა, ლარნაკა, მილანი, პარიზი და სალონიკი. ავიარეისების შესრულებას კომპანია 15 ივნისიდან იწყებს.„ვნახოთ, როგორ წავა ეს საქმე. ვფიქრობ, საკმარისი მოთხოვნა იქნება ამ მარშრუტებზე. თბილისის გავლით მოსახერხებელი და უფრო სწრაფი იქნება მგზავრობა, ვიდრე სხვა მიმართულებებიდან“, – აღნიშნა გაიაშვილმა.მისი თქმით, Georgian Airways–ში იმედოვნებენ, რომ საქართველო–რუსეთს შორის მგზავრთნაკადი თანდათანობით აღდგება.პუტინის გადაწყვეტილებით საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა 2019 წლის ივლისში აიკრძალა, ე.წ. გავრილოვის ღამის მოვლენების შემდეგ. მიმდინარე წლის 10 მაისს კი იგივე პუტინმა განკარგულება გასცა ავიამიმოსვლის აღდგენისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ. 

1685017071

რამაზ გერლიანი: ადგილობრივი ექსპორტის კლება ეროვნული ვალუტის არასტაბილ...

ეკონომისტის აზრით საგარეო ვაჭრობის მონაცემების ზრდა რეექსპორტის და წმინდა იმპორტის ხარჯზეა.„საგარეო ვაჭრობის მონაცემებზე ლარის, როგორც სწრაფი გამყარება, ასევე სწრაფი გაუფასურება, სტატისტიკაში ძირითადად უარყოფითად აისახება“ - აცხადებს გერლიანი.შეგახსენებთ,იანვარ-აპრილში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ  $2 მლრდ შეადგინა, რაც 23.6 %-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 50.3 %-ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 18.3 %-ით შემცირდა და $986.8 მლნ-ს გაუტოლდა.

1685016706

თიბისი Junior Tech - ბავშვთა და მოზარდთა გადამზადების პროგრამის მხარდა...

Junior Tech-ის პროგრამა გულისხმობს საქართველოში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი, განრიდების და მედიაციის პროგრამაში ჩართული ბავშვებისა და მოზარდების გადამზადებას ტექნოლოგიების მიმართულებით.პროგრამის ფარგლებში შერჩეული კანდიდატები გაივლიან შემდეგ სასწავლო მოდულებს:● ციფრული წიგნიერების საბაზისო კურსი;● კიბერჰიგიენა და ინტერნეტ უსაფრთხოება;● ციფრული ტექნოლოგიების პრინციპები;● გრაფიკული დიზაინი;● სოციალური მედია და მარკეტინგი;● ინგლისური ენა ტექნოლოგიებში სამუშაოდ.პროექტის ხანგრძლივობა რვა თვეა და ის ჯამში თბილისსა და ბათუმში 100 ბენეფიციარის გადამზადებას გულისხმობს.„განათლება და ახალი თაობის მხარდაჭერა თიბისის სოციალური პასუხისმგებლობის მთავარი მიმართულებაა მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში. Junior Tech-ის პროექტი ერთ-ერთია თიბისის ინიციატივებს შორის, რომელთა საშუალებითაც ჩვენ ახალგაზრდების გვერდით ვდგავართ და ვუქმნით უფასო წვდომას ხარისხიან განათლებაზე.” - თამთა კუპრაძე, თიბისის სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი.პროექტში ჩართულები არიან ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიები, რომლებიც ბენეფიციარების ჩართულობას სრულად აფინანსებენ.პროგრამის მხარდამჭერია თიბისი.

1685015650

„ციმბირის ძალა 2“–ის ნაცვლად ჩინეთი გაზსადენს თურქმენეთთან ააშენებს

იმის მიუხედავად, რომ თურქმენული გაზი ჩინეთს 30%–ით ძვირი უჯდება რუსულ გაზთან შედარებით და აშხაბადთან ფასდაკლების მოლაპარაკებებმა შედეგი არ გამოიღო, პეკინმა მწვანე შუქი აუნთო პროექტს „ხაზი D“, რომლის მეშვეობითაც თურქმენეთი ჩინეთს ყოველწლიურად 30 მლრდ კბ/მ გაზს მიაწვდის.სააგენტოს ერთ–ერთი წყაროს თქმით, ჩინეთის ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კორპორაციამ გასულ კვირაში დაიწყო 200 კმ სიგრძის ინტერკონექტორის მშენებლობის ტექნიკურ–ეკონომიკური დასაბუთების მომზადება. მილსადენი ყირგიზეთთან მოსაზღვრე სინცზიანის პროვინციიდან ჩინეთის ქალაქ უცზიამდე მივა, სადაც მიღების პირველი პუნქტი განთავსდება.„ეს ნიშნავს, რომ ხაზი D მზადდება“, – აღნიშნა სააგენტოს წყარომ და დასძინა, რომ ჩინეთი შიდა მაგისტრალის მშენებლობას, სავარაუდოდ, მომავალ წელს დაიწყებს.2022 წელს ჩინეთმა სამი მოქმედი მილსადენით თურქმენეთიდან 35 მლრდ კბ/მ გაზი მიიღო, რაშიც $10,3 მლრდ გადაიხადა. 2019 ამოქმედებული „ციმბირის ძალიდან“ კი ცისქვეშეთმა 16 მლრდ კბ/მ მიიღო, $4 მილიარდად. 

1685015000