GE EN
სხვა სიახლეები
სებ-ში ოქროს ზოდებზე დიდი მოთხოვნაა

სებ-ის ინფორმაციით  1000გ -იანის ფასი 207 831 000 ლარია, 20გ -ის  4.156.610 ლარი.მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი საინვესტიციო ინსტრუმენტის - ოქროს სერტიფიკატების ემისია სებ-მა 2023-ის 4 დეკემბერს დაიწყო.გაყიდვაში იყო 100 ცალი მცირე ზომის (20გ) და 10 ერთეული კილოგრამიანი (1000 გ) ზოდი.სებ-ის ინფორმაციით, დეკემბერ-მარტიდან  ყველაზე აქტიური, გამოშვების თვე იყო. ამ დროისთვის გაყიდულია 16 ცალი სერტიფიკატი, მ.შ. 5 ერთეული 1კგ-იანი ოქროს ფასიანი ქაღალდი. 

1712593440

სავალუტო რეზერვები $5 მლრდ-ს უახლოვდება

მარტში სარეზერვო აქტივები 32 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 01.04.2024-ის მდგომარეობით,   $4.777 მილიარდამდეა. აქედან $332 მლნ -ის ოქროა. როგორც იცით, სებ-მა ლონდონში 7 ტონა ოქრო იყიდა.სებ-მა  $0.5 მილიარდის, 999.9 სინჯის მონეტარული ოქრო - საერთაშორისო სტანდარტების ზოდების სახით ლონდონის ოქროს ზოდების ბაზარზე შეიძინა.შეძენილი ოქროს მოცულობა დღევანდელი მდგომარეობით, სებ-ის საერთაშორისო რეზერვების დაახლოებით 11%-ს უტოლდება. აღნიშნული ოქრო საქართველოში სებ-ის საცავში განთავსდება.

1712588640

რუსეთი ბენზინს ყაზახეთს სთხოვს

სააგენტოს ერთ–ერთი წყარო ამბობს, რომ რუსეთთან მარაგების მიწოდებაზე გარიგება უკვე შეთანხმებულია. წყაროების თქმით, მოსკოვმა ასტანას 100 ათასი ტონა ბენზინის საავარიო რეზერვის შექმნა სთხოვა, რომელსაც რუსეთისთვის მისაწოდებლად გაამზადებენ.სააგენტო აღნიშნავს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით რუსეთისა და ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტროებში კომენტარისგან თავი შეიკავეს.შიდა ბაზარზე ბენზინის დეფიციტის პრევენციისთვის რუსეთმა 1–ლი მარტიდან 6 თვის ვადით საწვავის ექსპორტი აკრძალა. თუმცა ეს შეზღუდვა არ ვრცელდება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრ ქვეყნებზე.ტრეიდერების თქმით, ვითარების გაუარესების შემთხვევაში შესაძლოა ეს აკრძალვა ყველა ქვეყანაზე გავრცელდეს.რუსეთში ბენზინის დეფიციტი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მეათედზე უკრაინელების მხრიდან დრონებით მიტანილმა წარმატებულმა იერიშებმა შექმნა. კიდევ ერთი ნავთობგადამამუშავებელი გაუჩერდათ რუსებს ორსკში და ამის მიზეზი დამბის გარღვევით გამოწვეული მასშტაბური წყალდიდობაა.

1712584923

სასმელი წყლის ჩვენს ონკანებამდე მოყვანას დიდი შრომა სჭირდება

ინფრასტრუქტურული ობიექტების, ქსელებისა და საოპერაციო პროცესების გამართვის პარალელურად Aqualia-მ დაიწყო გრძელვადიანი ცნობიერების ასამაღლებელი კამპანია სახელწოდებით “ყოველი წვეთი ძვირფასია”, რომელიც წყლის, როგორც ძვირფასი პროდუქტის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას ემსახურება.“ყოველი წვეთი ძვირფასია” ჯივიპის კომუნიკაციების გუნდისა და სარეკლამო სააგენტო “ლივინგსტონის” ერთობლივი ნამუშევარია, რომელიც მოგვითხრობს იმ რთული და კომპლექსური პროცესების შესახებ, რასაც სასმელი წყალი მყინვარიდან  ჩვენს ონკანებამდე გადის.ინფორმაციის მაქსიმალურად გავრცელების მიზნით საკომუნიკაციო ვიზუალები და მთავარი მესიჯები მოსახლეობას უახლოესი თვეების განმავლობაში შეხვდება სოციალურ ქსელებში, თბილისის ქუჩებში, მეტროსადგურებსა თუ კინოთეატრებში. კამპანიის მეორე ეტაპი საგანმანათლებლო მიმართულებით გაგრძელდება და მასში აქტიურად ჩაერთვებიან სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები. მომზადდება შემეცნებითი ვიდეოები, დაიგეგმება საგანმანათლებლო ტურები ჯივიპის ინფრასტრუქტურულ ობიექტებსა და ლაბორატორიებში, რათა წყლის მოპოვებისა და დამუშავების პროცესი კიდევ უფრო აღსაქმელი და გასაგები გახდეს.წყალმომარაგების კომპანიები უკვე დიდი ხანია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში  აქტიურად მუშაობენ საზოგადოების ინფორმირებაზე თუ რა შრომა და რესურსი სჭირდება სასმელი წყლის მოპოვებას, დამუშავებას და ტრანსპორტირებას.საქართველოში არსებული მდინარეებისა და ტბების რაოდენობამ განაპირობა არაერთი მითი თუ მცდარი წარმოდგენა სასმელი წყლის შესახებ. წლების განმავლობაში საზოგადოებაში ჩამოყალიბდა მოსაზრება, რომ ჩვენს ქვეყანაში არასოდეს დადგება წყლის პრობლემა, რომ წყალს არ სჭირდება განსაკუთრებული მოფრთხილება, რომ წყლის მოპოვება ჩვენთვის ყველაზე მარტივია და ა.შ.ჯივიპის მიერ განხორციელებული კამპანია ,,ყოველი წვეთი ძვირფასია”  სწორედ საზოგადოების მარტივი ფორმით ინფორმირებას ემსახურება. ბუნებაში არსებული წყალი და მაღალი ხარისხის სასმელი წყალი მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან. სასმელ წყალს მოპოვება და დამუშავება სჭირდება.კამპანიის მიზანია, რაც შეიძლება მეტ ადამიანს მიაწოდოს ინფორმაცია, თუ რა გზას გადის წყალი მყინვარიდან ონკანამდე და რამხელა მასშტაბის ინფრასტრუქტურისა და შრომის ფასად გარდაიქმნება ბუნებიდან მოპოვებული ნედლი წყალი მაღალი ხარისხის სასმელ წყლად.იმისთვის, რომ თბილისის, რუსთავისა და მცხეთის მოსახლეობას სასმელი წყალი ჰქონდეს, ყოველდღიურად მუშაობს 5 ლაბორატორია, 6 გამწმენდი სადგური, 25 მაგისტრალური მილსადენი, 138 რეზერვუარი, 4.450 კილომეტრიანი წყალმომარაგების ქსელი და  ჯივიპის 3000-მდე თანამშრომელი.წყალი მყინვარებიდან მდინარეებში მოდის, საიდანაც წყალსაცავებში გროვდება, შემდეგ ქალაქის წყალშემკრებებში ნაწილდება და იფილტრება, მუშავდება ლაბორატორიულად და მისი ხარისხი 24 საათიან უწყვეტ რეჟიმში კონტროლდება.“ყოველი წვეთი ძვირფასია” 

1712581574

🎥 ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო რეზერვებს მონეტარული ოქრო დაამატა

უკანასკნელ წლებში მსოფლიოს ცენტრალური ბანკების საერთაშორისო რეზერვებში ოქროს მოცულობა მნიშვნელოვნად იზრდება, რაც ორი ძირითადი ფაქტორითაა განპირობებული: პირველი - ოქრო განიხილება, როგორც უსაფრთხო და სასურველი აქტივი ეკონომიკური, ფინანსური და გეოპოლიტიკური გამოწვევების დროს და მეორე -  ოქრო  პორტფელის დივერსიფიცირების  კარგ საშუალებად მიიჩნევა.მიმდინარე ეტაპზე მსოფლიოს მასშტაბით, მთლიანი სავალუტო რეზერვების 1/8 სწორედ ოქროშია განთავსებული, ხოლო ცენტრალური ბანკები მთლიანი ოქროს 20%-ს ფლობენ. 2023 წლის განმავლობაში ცენტრალურმა ბანკებმა სულ 1037 ტონა ოქრო შეიძინეს, რაც მასზე მთლიანი მოთხოვნის 28%-ს შეადგენს. მათ შორის, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ყველაზე მეტი ოქრო  პოლონეთისა და ჩეხეთის ცენტრალურმა ბანკებმა დააგროვეს. ბოლო მონაცემებით, 2023 წელს ოქროს რეზერვების მოცულობა 1.3%-ით გაიზარდა. ჯამური ოქროს რეზერვების მეოთხედს კი აშშ-ი ფლობს - 25.4%, გერმანია - 10.5%, ხოლო იტალია და საფრანგეთი - 7.6%-ს.აღსანიშნავია, რომ გასულ წელს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შიდა სავალუტო ბაზარზე რეკორდული მოცულობის - 1.5 მლრდ აშშ-ის დოლარი შეიძინა, რამაც რეზერვების მოცულობის მნიშვნელოვანი ზრდა განაპირობა. ყოველივე ამან კი პირველად, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ეროვნულ ბანკს საერთაშორისო რეზერვებში მონეტარული ოქროს აქტივების დამატების შესაძლებლობა მისცა."მივიღეთ გადაწყვეტილება და ჩვენს სავალუტო რეზერვებს, პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, მონეტარული ოქრო დავამატეთ. ჩვენი მიდგომაა, ყოველთვის ვეცადოთ გავზარდოთ საერთაშორისო რეზერვები, რადგან ეს არის  ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ე.წ. უსაფრთხოების ბალიში. ახლა არამხოლოდ ვზრდით, არამედ დივერსიფიცირებასაც ვახდენთ და პირველად ჩვენს ქვეყანას, ცენტრალურ ბანკს, საერთაშორისო რეზერვებში ექნება ჩართული ოქრო, როგორც ერთ-ერთი უსაფრთხო და ყოველთვის ღირებული აქტივი", - განაცხადა ნათია თურნავამ.სებ-ის საბჭოს 2024 წლის 1-ლი მარტის გადაწყვეტილების შესაბამისად, ეროვნულმა ბანკმა 500 მლნ აშშ-ის დოლარის მოცულობის, 7 ტონა, უმაღლესი სინჯის (999.9) მონეტარული ოქრო - საერთაშორისო სტანდარტების ზოდების სახით ლონდონის ოქროს ზოდების ბაზარზე შეიძინა და ამჟამად ლონდონშივე ინახება. შეძენილი ოქროს მოცულობა დღევანდელი მდგომარეობით, სებ-ის საერთაშორისო რეზერვების დაახლოებით 11%-ს უტოლდება. აღნიშნული ოქრო საქართველოში სებ-ის საცავში განთავსდება.

1712580544

საქართველოს მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერის პროგრამის ახალი პ...

კომისიის სხდომა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.სხდომაზე საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ კომისიის წევრებს წარუდგინა ინფორმაცია აღწერის მეთოდოლოგიისა  და კითხვარების შესახებ.საქართველოს მოსახლეობის მომდევნო საყოველთაო აღწერის თარიღად განსაზღვრულია 2024 წლის 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი.  ფინანსური და ადამიანური რესურსების ოპტიმალურად გამოყენების მიზნით, მოსახლეობის აღწერასთან ერთად, ჩატარდება სასოფლო-სამეურნეო აღწერაც.  სოციალური და დემოგრაფიული სახის მონაცემებთან ერთად, სპეციალური კითხვარის მეშვეობით შეგროვდება ინფორმაცია შინამეურნეობების სასოფლო-სამეურნეო აქტიურობის შესახებ. აღწერის წინასწარი შედეგები 2025 წლის ივნისში, ხოლო საბოლოო შედეგები 2026 წლის ივნისში გამოქვეყნდება.

1712580079