GE EN
სხვა სიახლეები
ადგილობრივებმა ერთ თვეში ბანკებიდან 5 მლრდ ლარის ვალუტა გაიტანეს

მ.შ.  ლარის ბრუნვა 9.6 მლრდ ლარია, მიმდინარე სავალუტო ანგარიშებიდან კი გატანილია 5 მლრდ ლარის ეკვივალენტი უცხოურ ვალუტაში.სავალუტო ბრუნვის 80%-მდე, 3.99 მილიარდი ლარის, მოდის აშშ დოლარზე.არარეზიდენტების აგვისტოს ბრუნვაც ძირითადად აშშ დოლარზე მოდის 1.85 მლრდ ლარიდან 1.4 მილიარდის ეკვივალენტი აშშ დოლარში.01.09.2023-ის მდგომარეობით, საბანკო სექტორში არარეზიდენტების და საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირების 24.888 მლრდ ლარის დეპოზიტებია (მიმდინარე ანგარიშები, მოთხოვნამდე და ვადიანი ანაბრები). 

1695834195

ნათია თურნავა ბანკირებს შეხვდა

კომერციული ბანკებისა და ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან ერთად საბანკო სექტორში არსებულ ვითარებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს, რომელიც ეკონომიკასა და მოსახლეობას დამატებით  სტიმულს მისცემს  ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის თვალსაზრისით.შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა, რომ ქართული საფინანსო სისტემა იყო, არის და იქნება საერთაშორისო სანქციების ერთგული."საბანკო სექტორი და ეროვნული ბანკი,  როგორც  ყოველთვის,  დღესაც ძალიან მჭიდროდ  თანამშრომლობს, გვაქვს  ერთიანი  ხედვა და საერთო მიზანი. საბანკო სექტორი და ეროვნული ბანკი ჩვენი საერთაშორისო ვალდებულებების ერთგულები ვართ. გვაქვს  ძალიან  საინტერესო სამომავლო  განვითარების გეგმები. ვიხილავთ ბანკების  მიერ  დასმულ  საკითხებს,  თუ  როგორ  უნდა  მოხდეს  დამატებითი  მუხტის  მიცემა  ეკონომიკისთვის. გვაქვს საერთო მიზანი, რომ ეკონომიკა კვლავაც სწრაფად იზრდებოდეს და ბანკებმა  უფრო  მეტი  რესურსის  დაბანდება  შეძლონ. ეს არის ძალიან საინტერესო ინიციატივები, რომელიც საბანკო სექტორში დაინერგება. რა თქმა უნდა, ჩვენი ზედამხედველობის ქვეშ და ყველა რისკის გათვალისწინებით", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ."საკმაოდ საინტერესო შეხვედრა შედგა რეგულატორთან, სადაც ვიმსჯელეთ რეგულაციის დეტალებზე, რომელთა შეცვლით ქვეყანაში ეკონომიკური აქტიურობის ხელშეწყობა მოხდება. მისასალმებელია ასეთი სამუშაო რეჟიმი და იმედით ვართ განწყობილნი ამ პროცესის მიმართ", - განაცხადა "საქართველოს ბანკის" გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ."საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის გუნდთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მიმოვიხილეთ დაახლოებით ექვსი პროექტი. ვფიქრობთ, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში შევჯერდებით გარკვეულ სიახლეებზე, რასაც შემდგომ  ბაზარს წარვუდგენთ", - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, გიორგი თხელიძემ."საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ქვეყნის ეკონომიკის 75%-ია გაერთიანებული. ჩვენთან ეკონომიკის, თითქმის ყველა სექტორია წარმოდგენილი. რასაკვირველია, ისეთ მარეგულირებელთან, როგორიც საქართველოს ეროვნული ბანკია, ხშირი კომუნიკაცია გვაქვს. ეს ემსახურება ქვეყნის, ბიზნესის განვითარებასა და ეკონომიკის გაძლიერებას. ჩვენი ამოცანაა, საბანკო-საფინანსო სისტემა, რომელიც ძლიერი და რეგიონში გამორჩეულია, კიდევ უფრო გაძლიერდეს. ჩვენი ხედვები და მოსაზრებები, რაც ეროვნულ ბანკში გავაჟღერეთ, დარწმუნებულები ვართ, ორ რამეს მოემსახურება: პირველი, ეს არის დადებით ზეგავლენას მოხდენა საპროცენტო განაკვეთების შემცირებაზე, რაც ძალიან დიდი პრობლემაა ბიზნესისთვის. მეორე, ლიკვიდურობა უფრო მეტად გაიზრდება, ანუ უფრო მეტი თანხისა და რესურსების მიწოდება გახდება შესაძლებელი ბაზრისთვის. ზოგადად, ეკონომიკის განვითარება თითოეული ჩვენგანის კეთილდღეობის საწინდარია. თუ გვინდა გვქონდეს ძლიერი ქვეყანა, უნდა გვქონდეს ძლიერი ეკონომიკა. ძლიერი ეკონომიკა კი უნდა შექმნას ბიზნესმა. ეს არის ჩვენი საბოლოო მიზანი, რომ ამას ყველამ ერთად მივაღწიოთ", - განაცხადა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ.

1695831000

მაგისტრალური ქსელი წლისგან იცლება

ოთხშაბათს, 27 სექტემბერს, აღმაშენებლის ხეივანზე  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის ქსელი ავარიულად დაზიანდა. კომპანიის ტექნიკური ჯგუფი ადგილზეა მობილიზებული და ქსელი დაზიანებული მონაკვეთის აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. დაზიანების სირთულიდან გამომდინარე,  აღდგენითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება.აღნიშნულთან დაკავშირებით, აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, დღეს, 27 სექტემბერს, საღამოს 21:00 საათიდან ხვალ, 28 სექტემბრის დილის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:საბურთალოს რაიონში: სოფელ დიღომში - ფარნავაზის,ჩხიკვაძის, ჭელიძის, ხატაეთის, შერმადინის, ჯანიაშვილის, გორგასლის, გიორგიწმინდის, მიხეილ მესხისა და მიმდებარე  ქუჩებს.ჟღენტის,  შავგულიძის,  თოფურიას, სანდრო ეულის, ნადირაძის, ქავთარაძის, მინდელის და მიმდებარე ქუჩებს. ნუცუბიძის ქუჩის ნაწილს, ვაჟა ფშაველას და ყაზბეგის გამზირების ნაწილს. ჩახავას, მაღალაშვილის, გეგეჭკორის, ბარათაშვილის, სხირტლაძის, ლორთქიფანიძის, ქუთათელაძის, ჩხეიძის, ზაქარიაძის, თავაძის, ბუაჩიძის, გელოვანის, მიქელაძის, გამრეკელის, გურიელის, ნადარეიშვილის, დელისის, ჯებაშვილის, ზალდასტანიშვილების, აფხაიძის, ჩიქოვანის, მეგრელაძის, ბუდაპეშტის, ალასანიას, გაზაფხულის, თავხელიძის და მიმდებარე ქუჩებს.  ვაჟა ფშაველას I,II, III, IV, V, VI, VII კავრტლებსა და ნუცუბიძის III მიკრო რაიონს.ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით

1695825162

ქვრივიშვილმა ტურისტულ ინდუსტრიას პროფესიული დღე მიულოცა

„ყოველ წელს, როდესაც  მსოფლიო ტურიზმის დღეს აღვნიშნავთ, დარწმუნებული ვარ,  საქართველოს ყოველ მოქალაქეს, უპირველესად, გვახსენდება, ჩვენი ქვეყნისთვის რა ემოციებთან არის დაკავშირებული 27 სექტემბერი - ეს არის სოხუმის დაცემის, მაგრამ, ამავდროულად, გმირობის, თავდადების, გაუტეხელობის, სამშობლოს სიყვარულის დღე და ალბათ სიმბოლურიცაა დღევანდელ დღეს იმის ხაზგასმა, რომ მსოფლიოს ძალიან სჭირდება მშვიდობა ერთიანობისთვის, ერთმანეთთან მეგობრობისთვის, ერთმანეთის კულტურისა და ტრადიციების დაფასებისთვის, ყველაფრისთვის, რასაც ზოგადად, ტურიზმი ემსახურება“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, საქართველოსთვის სტუმარმასპინძლობა ყოველთვის იყო განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი  ტრადიცია და აღსანიშნავია, რომ დღეს, გლობალიზაციის საუკუნეში, ტურიზმი ჩვენთვის არის არამხოლოდ ამ ტრადიციების დაფასება და პატივისცემა, არამედ ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი წამყვანი მიმართულება.„ამაზე მეტყველებს ოფიციალური სტატისტიკაც, რომლის მიხედვით, მაგალითად, მიმდინარე წლის მხოლოდ ორი კვარტალის მონაცემებით, რეკორდული შემოსავალი - 1,8 მილიარდი აშშ დოლარი  მიიღო ქვეყანამ ტურიზმიდან და გვაქვს მოლოდინი, რომ 2023 წლის ბოლოს ეს ციფრები ოთხ მილიარდს გადააჭარბებს. ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ბევრი მიმართულებით ტურიზმის ხელშეწყობისთვის, საქართველო მასპინძლობს მილიონობით სტუმარს, ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებულობას ეცნობა და აღიარებს მსოფლიოს არაერთი ქვეყანა და მსურს, მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, რომელიც თავდაუზოგავად შრომობს იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად განვითარდეს ტურიზმის ინდუსტრია, განვითარდეს სერვისები, განვითარდეს ინფრასტრუქტურა, შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები და მსოფლიო რუკაზე საქართველო ყოველთვის იყოს წარმოდგენილი  საუკეთესო ტურისტული ქვეყნების სიაში“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, სიმბოლურია, რომ დღეს, საუდის არაბეთში, ქალაქ რიადში მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიებაზე  საქართველოს ოფიციალურად გადმოეცემა 2024  წელს მსოფლიო ტურიზმის დღის მასპინძელი ქვეყნის ტიტული.„ეს არის ჩვენი ქვეყნის,  როგორც წარმატებული ტურისტული ბრენდის მორიგი აღიარება საერთაშორისო არეალზე და პირდაპირ შემიძლია განვაცხადო, რომ  ეს წარმატება არ გვექნებოდა, რომ არ გვყავდეს ძლიერი კერძო სექტორი, რომელთანაც ძალიან აქტიურად, ძალიან ნაყოფიერად ვთანამშრომლობთ და ეს თანამშრომლობა  კიდევ უფრო გაღრმავდება მომავალში“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

1695817284

მინისტრის მოადგილე სსფ–ის პროგრამის შეჩერებას თურნავას გადაწყვეტილებას...

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის მოლოდინით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი პროგრამას მიმდინარე წლის დასრულებამდე განაახლებს, თუმცა აქვე განმარტავს, რომ თუ სავალუტო ფონდი პროგრამის საბოლოოდ შეწყვეტის გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს საქართველოს სხვა საფინანსო ინსტიტუტებთან გარკვეულ პრობლემას შეუქმნის.„ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, სავალუტო ფონდის პროგრამის დასრულების ბოლოს, 290 მილიონი მიგვეღო, თუმცა ის პირველი ნაწილი, რაც დასრულდა და 40 მილიონის მიღების შესაძლებლობა გვქონდა, ჩვენ ეს ფული არ ჩამოგვირიცხავს. პროგრამის დასაწყისშივე შეთანხმებული ვიყავით, რომ თუ მიმდინარე ანგარიშში არ შეექმნებოდა ქვეყანას პრობლემა, ამ თანხას არ ჩამოვრიცხავდით და აქედან გამომდინარე, არც ერთი თეთრი ამ პროგრამიდან ჩვენ ჯერ არ ჩამოგვირიცხავს.პროგრამის შეჩერება არის დაკავშირებული ეროვნული ბანკის საკითხებთან, თუმცა არა კონკრეტულად ბრძანებასთან და მე ვერ გაგცემთ სავალუტო ფონდის მაგივრად პასუხს, ზუსტად რის გამოა შეჩერებული. კონკრეტული პასუხი უნდა გამოვართვათ სავალუტო ფონდს. შეიძლება ბევრი რამე ვიცი, მაგრამ მის ნაცვლად ვერ გიპასუხებთ. ბორდზე უნდა გასულიყო დაახლოებით ივნისში და მას შემდეგ არის შეჩერებული, მას მერე არაფერი შეცვლილა და ველოდებით, რომ წლის ბოლომდე პროგრამის განახლება იქნება შესაძლებელი.რაც შეეხება სხვა საფინანსო ინსტიტუტებიდან მოლოდინებს, ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ რომელიმე საფინანსო ინსტიტუტთან რაიმე სახის შეფერხება გვექნება იმ დაგეგმილი თანხების მიღებასთან დაკავშირებით, რომელიც გაქვს არა მხოლოდ 2023 წელს, არამედ 2024 -2027 წლებში, რაც შეთანხმებულია. ეს არის არა გრანტი, არამედ სესხის მოზიდვა, არც ერთი საფინანსო ინსტიტუტი, რომელიც ბანკის სტატუსით არის, გრანტებს არ იძლევა ბიუჯეტში.დღევანდელი მდგომარეობით, ანუ შეჩერებული პროგრამის ფარგლებში, არც ერთი საფინანსო ინსტიტუტიდან არა მარტო არსებულ პროექტებს, რაზეც შეთანხმება გვაქვს, არამედ მომავალში რასაც ხელი უნდა მოვაწეროთ და მომდევნო წლებში უნდა ჩამოირიცხოს, არც ერთ ამ პროგრამას არ უქმნის საფრთხეს. მაგრამ თუ საბოლოო ჯამში, სავალუტო ფონდმა არა თუ შეაჩერა, არამედ შეწყვიტა პროგრამა და განაცხადა, რომ საქართველოს მაკროეკონომიკურ სტაბილურობას აქვს საფრთხე, ამ შემთხვევაში ამან შეიძლება შეუქმნას გარკვეული საფრთხე სხვა საფინანსო ინსტიტუტებიდან კრედიტის მოზიდვას. თუ ჩვენ არ გვექნება პროგრამა, ჩვენ მოგვიწევს მტკიცება სათითაოდ ყველა საფინანსო ინსტიტუტთან ჩვენი მაკროეკონომიკური სტაბილურობის თაობაზე, სავალუტო ფონდი არის ამისი დამადასტურებელი, რომ როდესაც მასთან გვაქვს პროგრამა და ის აკეთებს ანგარიშს, რომ ამ ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობა არის კარგი“,- განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.ამასთან, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის კითხვაზე, ის, როგორც ფინანსისტი, რომ ყოფილიყო ეროვნული ბანკის ადგილას, ასეთი საფრთხის წინაშე დააყენებდა თუ არა ქვეყანას, გიორგი კაკაურიძემ შეფასებისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, როგორც მინისტრის მოადგილეს არ შეუძლია.„მე არ ვყოფილვარ ეროვნული ბანკის ადგილზე. როგორც გიორგი კაკაურიძე, სად, როგორ მოვიქცეოდი, შეგვიძლია გავისეირნოთ და ვისაუბროთ. როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილე, მე ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებებზე კომენტარს არ გავაკეთებ“, - განაცხადა კაკაურიძემ.

1695816498

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავტობუსის მძღოლის პოზიციაზე 400 ვაკანსი...

„უკვე შევიძინეთ 160 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი, რომლებიც ამჟამად დამზადების პროცესშია. მათი შემოყვანა და სხვადასხვა მარშრუტზე გაშვება 2024 წლის განმავლობაში მოხდება. ამის გათვალისწინებით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ დაიწყო აღნიშნული ავტობუსების მართვისთვის საჭირო E კატეგორიის მოწმობის მისაღებად კომპანიაში ამჟამად მომუშავე მძღოლების გადამზადება. მათ ნაცვლად, აუცილებელი გახდება, შეივსოს 8, 10 და 12-მეტრიანი ავტობუსების მძღოლების ვაკანტური ადგილები“, – აღნიშნა კახა კალაძემ.მისი თქმით, აღნიშნულ ვაკანსიაზე თანამდებობრივი სარგო შეადგენს 2 500 – 3 000 ლარს გამომუშავებით.„ვისაც სურვილი აქვს დასაქმების, უნდა მიმართოს თბილისის სატრანსპორტო კომპანიას. შესაბამისი გასაუბრებისა და სტაჟირების გავლის შემდეგ, ყველა ადამიანს, განურჩევლად სქესისა, შესაძლებლობა ექნება, დასაქმდეს M3 კატეგორიის ავტობუსის მძღოლის პოზიციაზე. ვაკანსია ცხადდება 400 მძღოლზე. მოცემულ ვაკანსიაზე თანამდებობრივი სარგო შეადგენს 2 500 – 3 000 ლარს გამომუშავებით“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

1695814037