
ინიციატივის ფარგლებში ღონისძიების სპიკერები 500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამის მონაწილეები იყვნენ, რომლებმაც კარიერის განმავლობაში საკუთარი მარცხის ისტორიები დამსწრე აუდიტორიას გაუზიარეს. ესენი არიან: Kings International-ის თანადამფუძნებელი, ირაკლი ვეკუა; Phubber-ის თანადამფუძნებელი, გიორგი ჩუგოშვილი და Kovzy-ს თანადამფუძნებელი, ალექსანდრე ცინცაძე. ღონისძიებას კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის დირექტორი, გიორგი ბურდული უძღვებოდა.„საქართველოს ბანკი მუდმივად მზად არის მხარი დაუჭიროს საინტერესო და მნიშვნელოვანი ღონისძიებების ჩატარებას საქართველოში. მსგავსი სახის ინიციატივები მარცხის მიუხედავად ადამიანებს აძლევს მეტ მოტივაციას, არ დანებდნენ და ბოლომდე მიჰყვნენ საკუთარ მიზანს - აკეთონ ის, რაც მათთვის მნიშვნელოვანი და ღირებულია. რაც შეეხება სპიკერებს - ისინი 500 Georgia-ს მონაწილეები არიან, რომლებმაც დიდი გზა გაიარეს, სანამ საკუთარი სტარტაპი ისეთ წარმატებულ ბიზნესად არ აქციეს, როგორიც დღესაა. შესაბამისად, ღონისძიებაზე დამსწრე სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ წარმატებული ადამიანების წარუმატებელი ისტორიები მოესმინათ და გაეგოთ თუ როგორ არ უნდა დანებდნენ წარმატების გზაზე“, - აღნიშნავენ საქართველოს ბანკში.ინფორმაციისთვის, „მარცხის ისტორიები™“ არის გლობალური მოძრაობა და ღონისძიებების სერია, რომელიც გადმოსცემს პროფესიული მარცხის ისტორიებს. თვეში ერთხელ, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში 3-4 წარმატებული ადამიანი საკუთარ საქმიან წარუმატებლობას ფართო აუდიტორიას უზიარებს. Fuckup Nights მოძრაობა დაიწყო 2012 წელს მექსიკაში და დღეს უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 90 ქვეყანასა და 320 ქალაქში მიმდინარეობს.ცნობისთვის, Kings International-ი არის პლატფორმა, რომელიც მასწავლებლებს ეხმარება ონლაინ ოლიმპიადების ჩატარებაში. პლატფორმა ირაკლი ვეკუამ და ირაკლი ჯინჯიხაძემ პანდემიის პერიოდში შექმნეს და სწორედ ამ იდეით ისინი 500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამის მესამე ნაკადის მონაწილეები გახდნენ.ალექსანდრე ცინცაძე და სანდრო დარსაველიძეც 500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამის მესამე ნაკადის მონაწილეები არიან, რომლებმაც პლატფორმა KovZy შექმნეს. აღნიშნული პლატფორმა ქმნის პირდაპირი გაყიდვების არხს რესტორნებისთვის და მათ აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ ონლაინ გადახდები და მიაწოდონ შეკვეთები. KovZy-მ ოპერირება 2021 წელს დაიწყო და ის ორი უმნიშვნელოვანესი მოდულისგან შედგება: ონლაინ გაყიდვები და QR menu.რაც შეეხება Phubber-ს - ეს არის პირველი ქართული ონლაინ მოდის პლატფორმა და აერთიანებს ადამიანებს, რომლებსაც სურთ იყიდონ ან გაყიდონ ტანსაცმელი და აქსესუარები. შესაძლებელია ქართველი დიზაინერების კოლექციების, ავთენტიკური ბრენდების, ვინტაჟური და მეორეული ნივთების აღმოჩენა. სტარტაპი 2019 წელს გიორგი ლოსაბერიძემ და ანანო დოლაბერიძემ დაარსდა და Phubber-მაც 500 Georgia-ს პროგრამის ფარგლებში გაიარა აქსელერაცია.500 Georgia არის 500 Global-ის სააქსელერაციო პროგრამა, რომელიც რეგიონში 500Georgia-ს სახელით ხორციელდება. მისი მთავარი მიზანი საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერება, საინვესტიციო პოტენციალის განვითარება და სტარტაპ კომპანიების გლობალურ ბაზარზე მასშტაბირებაა.
1679577033

ობლიგაციის საპროცენტო განაკვეთი TIBR + 2%-ით განისაზღვრა, რაც საქართველოში, ადგილობრივ ბაზარზე ეროვნულ ვალუტაში განხორციელებული კორპორაციული ფასიანი ქაღალდების ყველაზე დაბალი განაკვეთია.მიკროსაფინანსო ორგანიზაციის (მისო) საკრედიტო რეიტინგი Scope Ratings-ის მიერ, B+ დონით და სტაბილური პერსპექტივით განისაზღვრა. განთავსების იურიდიული მრჩეველი BLC Law იყო.მისოს ემისიის შედეგად მობილიზებული 100 მილიონი ლარი, სრულად კომპანიის არსებული საბანკო სესხების რეფინანსირებას მოხმარდება.განთავსებული ობლიგაციების ძირითადი ინვესტორები კომერციული ბანკები არიან. ლარის სხვა საჯარო ობლიგაციების მსგავსად, ეს ობლიგაციებიც საქართველოს ეროვნულ ბანკში იქნება დაგირავებადი, რაც ინვესტორ კომერციულ ბანკებს ლარის დამატებითი რესურსის ხელმისაწვდომ ფასში მოზიდვის შესაძლებლობას მისცემს.თიბისი კაპიტალს სულ, 60-ზე მეტი ობლიგაცია აქვს განთავსებული. მათ შორის, 8 ირლანდიისა და ლონდონის საფონდო ბირჟებზე. 2022 წლის მონაცემებით, კაპიტალის ბაზარზე ჯამური განთავსების მოცულობით, ბაზრის 77%-ს იკავებს.თიბისი კაპიტალი საინვესტიციო, საბროკერო და კვლევითი კომპანიაა, ემსახურება კერძო პირებს, კორპორაციულ სუბიექტებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს.მნიშვნელოვან როლს ასრულებს კაპიტალის ბაზრების განვითარებაში
1679570630

კონკურსში მონაწილეობა ბაკალავრისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს შეუძლიათ. ამისათვის, მათ უნდა შეკრიბონ გუნდი და გაიარონ რეგისტრაცია. შეჯიბრში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია და 11 აპრილს დასრულდება.საქართველოს ბანკისა და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია TBSC Consulting-ის თანამშრომლობით განხორციელებული ინიციატივა მიზნად ისახავს, რეალურ ბიზნესქეისებზე მუშაობის მეშვეობით ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში კრიტიკული აზროვნებისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარის განვითარებას.შეჯიბრი სამ ეტაპად ჩატარდება, რომელშიც თითოეული გუნდი მონაწილეობას საკუთარი უნივერსიტეტის სახელით მიიღებს. კონკურსის ფარგლებში, სტუდენტები იმუშავებენ ბიზნესქეისებზე, გამარჯვებულებს კი საქართველოს მასშტაბით ტოპ საფეხურის მენეჯერები გამოავლენენ.ჰარვარდის სკოლის ბიზნესქეისების კონკურსის საპრიზო ბიუჯეტი 20 000 ლარს შეადგენს. პირველი ადგილის მფლობელს 11 000 ლარი გადაეცემა, მეორე ადგილის მფლობელი 6000 ლარს მიიღებს, ხოლო მესამე ადგილზე გასული გუნდი - 3000 ლარს.„საქართველოს ბანკის, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის მთავარი ღირებულება განათლების მხარდაჭერაა. სწორედ ამიტომ, ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად და განათლებაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად, ჩვენი პარტნიორობით მრავალი საგანმანათლებლო ინიციატივა და პროექტი ხორციელდება. ერთ-ერთ ასეთ პროექტს „ჰარვარდის სკოლის ბიზნესქეისების კონკურსი“ წარმოადგენს, რომელიც შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს, განივითარონ ანალიტიკური აზროვნების უნარები, გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი და გახდნენ ლოკალური სტუდენტური ქსელის წევრები“, - აღნიშნავენ საქართველოს ბანკში.კონკურსში მონაწილეობისთვის, სტუდენტებმა უნდა დააკომპლექტონ 4-6 წევრისგან შემდგარი გუნდები. ჰარვარდის სკოლის ბიზნესქეისების კონკურსის პირველი ტური კი 24 – 25 აპრილს გაიმართება.კონკურსთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით მეილზე: BusinessCaseCompetition-04@tbsc.geკონკურსის მონაწილეთა შერჩევის პროცესთან დაკავშირებით დაგვიკავშირდით მეილზე: competitionombudsman@protonmail.com
1679570366

„ჩვენ ეს პროექტი მეგობარ მინისტრებს დავავალეთ, რომლებიც პროექტით „განვითარების გზა“ გათვალისწინებულ სამუშაოებს შეასრულებენ. ეს გზა ბასრადან თურქეთის საზღვრამდე გადაიჭიმება“, – თქვა ერდოღანმა ერაყის პრემიერ–მინისტრ მუჰამედ ას–სუდანისთან ერთობლივ პრეს–კონფერენციაზე.„მჯერა, რომ „განვითარების გზას“ ჩვენი რეგიონისთვის ახალ აბრეშუმის გზად გადავაქცევთ“, – აღნიშნა ერდოღანმა.თავის მხრივ, ას–საიდიმ თქვა, რომ ერაყისა და თურქეთის დამაკავშირებელი გზა დასავლეთს და აღმოსავლეთს დააკავშირებთ და ახალ შესაძლებლობებს გაუღებს ფანჯარას საერთაშორისო გადაზიდვების მხრივ.ახალი მაგისტრალის სიგრძე 1200 კმ იქნება.
1679568645

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, ყველა ის პროდუქცია, რომელიც მოხვედრილია სანქციების მონაწილე ქვეყნების მიერ განსაზღვრულ სიაში, აგრეთვე, ნებისმიერი საბაჟო ოპერაცია (მათ შორის, ექსპორტი, რეექსპორტი და ტრანზიტი), რომელიც შესაძლებელია განხორციელდეს სანქცირებული ფიზიკური პირების ან კომპანიების მიერ, ექვემდებარება განსაკუთრებულ საბაჟო კონტროლს საქართველოში.სიტყვით გამოსვლისას, მინისტრმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო სანქციების დაწესების პირველივე დღეებიდან, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო რისკების მართვის სამმართველოში, შექმნილია შესაბამისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც ახორციელებს აღნიშნული სანქციების აღსრულების ცენტრალიზებულ კონტროლს. „აღნიშნულ პერიოდში შეიქმნა 16 რისკის პროფილი, რომლის საფუძველზეც ოპერატიულად იდენტიფიცირდება და კონტროლდება, როგორც სანქცირებული ფიზიკური პირების, კომპანიების დანიშნულებით მიმავალი, ისე სანქცირებული ფიზიკური პირებიდან და კომპანიებიდან მომავალი აკრძალული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილება, აგრეთვე, ტრანზიტის, ექსპორტისა და რეექსპორტის პროცედურები", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.როგორც მან აღნიშნა, სანქციების დაწესების პირველი დღეებიდანვე, საერთაშორისო სანქციების სათანადო ადმინისტრირებისთვის საჭირო ტექნიკური დახმარების თაობაზე ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან განხორციელდა არაერთი კომუნიკაცია. მისი თქმით, საქართველოს მიეცა საერთაშორისო სანქციების სასწავლო პლატფორმა DOLFIN-ზე დაშვება და ამჟამად, საბაჟო დეპარტამენტის 2-მა თანამშრომელმა უკვე მოიპოვა სანქციების აღსრულების ექსპერტის სერტიფიკატი. პოტენციურად სანქცირებული ოპერაციების თავიდან ასაცილებლად, მუდმივი კონსულტაციები მიმდინარეობს ეკონომიკურ ოპერატორებთან, რაც მნიშვნელოვანია პრევენციის კუთხით.„ზემოაღნიშნული ძალისხმევის შედეგად - მიღებულია საბაჟო გამშვები პუნქტებიდან სანქცირებული საქონლის უკან გაბრუნების 1020 საბაჟო გადაწყვეტილება, გაფორმების ეკონომიკურ ზონებში საქონლის ექსპორტის ან რეექსპორტის განზრახვის თაობაზე, პირის ზეპირი/წერილობითი მომართვისას უარის თქმის 600-ზე მეტი საბაჟო გადაწყვეტილება", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.მისი თქმით, აღნიშნული საქონელი, ძირითადად, წარმოადგენდა საყოფაცხოვრებო დანიშნულების საქონელს.როგორც აღინიშნა, სამხედრო და ორმაგი დანიშნულების საქონელს საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილებისათვის ესაჭიროება სპეციალური ნებართვა, რომელიც გაიცემა თავდაცვის სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის მიერ. მსგავსი ნებართვის გაცემა საომარი მოქმედებების დაწყებიდან შეჩერებულია და შესაბამისად, არ გაცემულა არც ერთი ნებართვა. ნებისმიერ ქვეყანასთან საქართველოს საგარეო ვაჭრობის (მ.შ. იმპორტის, ექსპორტის) სტატისტიკის მონაცემები წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას და სისტემატურად ქვეყნდება შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე. ეს ინფორმაცია სრულად ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის და ცხადია, ყველა ჩვენი პარტნიორისთვის.
1679565847

„მოხარული ვართ, გაცნობოთ, რომ USA2GEORGIA-ს თქვენთვის სიახლე აქვს - კომპანია თურქეთიდან საქართველოში ამანათების ტრანსპორტირებას ახალი ბრენდით TURKEY2GEORGIA იწყებს!როგორც მცირე ზომის ამანათების, ასევე ტვირთების გადაზიდვა სახმელეთო გზით ხორციელდება და 1 კგ-ის ჩამოტანა $4 ღირს.*50კგ-მდე მოცულობითი წონის ამანათების ტრანსპორტირების ღირებულება დაითვლება რეალური/სასწორის წონით, ხოლო 50კგ-ზე მეტი მოცულობითი წონის ამანათების ტრანსპორტირების ღირებულება დაითვლება მოცულობითი წონით“, – ნათქვამია კომპანიის შეტყობინებაში.USA2GEORGIA-ს ცნობით, საწყის ეტაპზე, კვირაში 2 რეისი შესრულდება - ამანათები თურქეთიდან საქართველოში საშუალოდ 5 დღეში ჩამოვა. საქართველოში ჩამოსული ამანათების მიღებას კი USA2GEORGIA-ს ფილიალებში, LOCKER-ებით და საკურიერო სერვისით შეძლებთ.
1679565194
რომელი ქვეყნის პასპორტია ყველაზე „ძლიერი“
1678964746
VTB მოგებას იბრუნებს, კრედო TOP-3-ში ინაცვლებს -ბანკების რეიტინგი
1679416753
„ვისოლ ავტო ექსპრესმა“ „თეგეტა რითეილს“ მეორე ტენდერიც მოუგო
1679311750
თიბისი ტარიფებს ცვლის
1678711478
თურქეთმა რუსეთში სანქცირებული ტვირთების ტრანზიტი შეწყვიტა
1678363656