
სებ-ის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის დავით უტიაშვილის ინფორმაციით, 1%-იანი კონტრციკლურისგან განსხვავებით, რომლის ვალდებულება ყველა ბანკს, 15.03.2023-ისთვის 0.25%-იანი განაკვეთით უდგება, სტრესტესტების ბუფერი ბაზარზე მოქმედი 16-დან მხოლოდ 2-3 ბანკს დაეკისრება.ფსკ და მპკ-ს გაერთიანებული სხდომის გადაწყვეტილებით, 1%-იანი ბუფერი 4 წელზე გადანაწილდა. ამასთან უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სახსრებზე სარეზერვო მოთხოვნა 20%-მდე შემცირდა. სებ-ის ინფორმაციით,ბანკების უმეტესობას დეპოზიტები დოლარიზაციის კოეფიციენტი 45%-ის ფარგლებში აქვს და პროპორციულად სარეზერვო მოთხოვნა 17.5% უწევს.როგორც იცით მოქმედებს „დეპოზიტების დედოლარიზაციის მაჩვენებელზე მიბმული სარეზერვო სისტემა“, ბანკისთვის, დეპოზიტების დოლარიზაციის დაბალი კოეფიციენტით (70%-ის შემთხვევაში 25% დატოვა. 15-65%-9ს დიაპაზონში კი წრფივბად იცვლება.სებ-ში განმარტავენ, რომ არც განწილვადება გულისხმობს 1%-იანი კონტრციკლური ბუფერის გადახედვას და არც სარეზერვო ნორმის 20%-მდე შემცირება დედოლარიზაციის კამპანიიდან გადახვევას. დედოლარიზაცის პრიორიტეტად რჩევბა და შესაბამისად დოლარიზაცია გამოწვევად. თუმცა ინფლაციის დამარცხების გლობალურმა გამკაცრებამ (რაც დროებითია) სავალუტო მსესხებლის გადახდისუუნარობის საფრთხეები შექმნა, რაც ეკონომიკასაც გადაეცამ და გარკვეულ რისკებს ქმნის.იმის გათვალისწინებით, რომ სესხების უმეტესობა ცვლადგაბნაკვეთიანია ან მიქსი ცვლადგანაკვეთიანთან, მატულობს საფრთხე განაკვეთების გაზრდის, რასაც სარეზერვო მოთხოვნის შემსუბუქება ნაწილობრივ დააკომპენსირებს. ამასთან სასესხო განაკვეთსაც გადაეცემა და 0.5%-ის ფარგლებში შესაძლებელია რომ დაიკლოს.გარკვეული დაცვითი მექანიზმები მოქმედებს, რომელიც სებ-მა ბოლო 2 წლის დროინდელი რეგულაციების პაკეტში ჩადო. შეცვალა ჯამური ვალდებულებების დათვლის მეთოდოლოგია, ფულადი სახსრებით უზრუნველყოფილი ვალდებულებები აღარ გაითვალისწინება, რამაც პოტენციური სავალუტო მსესხებლის ბაზა შეამცირა. დაამოკლა სავალუტო იპოთეკის ვადა 15-დან 10 წლამდე შეამცირა და შემოიღო 3%-იანი დერეფანი, რაც მსესხებლის გადახდისუნარიანობის +3%-ით შეფასებას ითვალისწინებს. რომ განაკვეთის 1,2 ან 3%-ით შესაძლო გაზრდისას იპოთეკარს სესხის მომსახურება არ გაუჭირდეს. ბანკიც გარანტირებული იყო, რომ 10 -წლამდე პერიოდშის სესხი არ გაპრობლემდება.როგორც იცით სავალუტო სესხები იანვრიდან მხოლოდ ჰეჯირებული კლიენტებისთის იქნება ხელმისაწვდომის ₾300 000 დან და თუ საჭიროდ მიიჩნია სებ-ი აღნიშნულ ზღვარსაც გადახედავს.
1701277440

შეხვედრის ძირითადი განსახილველი საკითხები იყო მიმდინარე და დაგეგმილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის − რკინიგზის მოდერნიზაციის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურისა და საქართველოს აეროპორტების განვითარების პროექტები.ანაკლიის პროექტზე საუბრისას აღინიშნა, რომ 2024 წელს დაიწყება საზღვაო საამშენებლო სამუშაოები. ამავე წელს გამოვლინდება კერძო პარტნიორი, რომელთანაც გაფორმდება კონცესიის ხელშეკრულება. 2024 წელს ანაკლიის პორტის ინფრასტრუქტურის მშენებლობა დაიწყება. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს ინვესტორის შერჩევის პროცესი, რომელიც სახელმწიფოსთან თანამონაწილეობით განავითარებს ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ინფრასტრუქტურას.რაც შეეხება საქართველოს აეროპორტების განვითარების პროექტს, თბილისში ახალი საერთაშორისო აეროპორტის პროექტის განხორციელება 2024 წლიდან დაიწყება. საკითხზე მსჯელობისას ხაზი გაესვა, რომ ახალ აეროპორტს ექნება ტრანზიტულ-ლოგისტიკური ფუნქცია მაღალი დონის სამგზავრო და სატვირთო ტერმინალებით, რათა შესაძლებელი იყოს ნებისმიერი ზომისა და ტიპის როგორც სამგზავრო, ისე სატვირთო საჰაერო ხომალდების მიღება და მომსახურება.საუბარი შეეხო თელავში ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობას, რომელიც წელიწადში 50,000-ამდე მგზავრს მოემსახურება. გეგმაზე მსჯელობისას აღინიშნა, რომ სრულიად განახლდება და 1700 მეტრამდე დაგრძელდება ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, მოეწყობა თანამედროვე სანავიგაციო სისტემები და აშენდება ახალი სანავიგაციო კოშკურა, ასევე მთლიანად განახლდება აეროპორტის შიდა და გარე ინფრასტრუქტურა, მოეწყობა ახალი საპარკინგე ადგილები და მგზავრებისთვის კომფორტული სივრცეები. თელავის აეროპორტი პირველ მგზავრებს 2024 წელს უმასპინძლებს. პირველადი შეფასებით მისი განვითარებისთვის საჭირო ინვესტიცია 25 მილიონ ლარს შეადგენს.ყურადღება დაეთმო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაგეგმილ ღონისძიებებს და ხაზი გაესვა, რომ აშენდება 3.5 კმ სიგრძის ფართო ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, რომელიც შეძლებს ნებისმიერი ზომის საჰაერო ხომალდის მომსახურებას, შექმნის მეტი ავიარეისის მიღების შესაძლებლობას, ამავდროულად უზრუნველყოფს სატვირთო საჰაერო ხომალდების ოპერირებას შეზღუდვების გარეშე. პროექტზე მუშაობა უნდა დასრულდეს 2023 წლის დეკემბერში, რის შემდეგაც უმოკლეს ვადაში დაიწყება სამშენებლო სამუშაოები.მთავრობის წევრებმა ასევე იმსჯელეს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტზე. 2024 წელს დასრულდება სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის რეფორმირება და ევროპული მოდელის სარკინიგზო სისტემის დანერგვა, რაც გაზრდის დარგის ეფექტურობას, შეამცირებს ტრანსპორტირების დროს და ხარჯებს, ხოლო რკინიგზის წლიური სატვირთო გამტარუნარიანობა 28 მლნ ტონიდან 48 მლნ ტონას მიაღწევს.საუბრისას განიხილეს დასავლეთ საქართველოში მომხდარი სტიქიის შედეგები. აღინიშნა, რომ ზიანი დეტალურად დაითვლება და ინფრასტუქტურა მოკლე ვადებში აღდგება. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, არცერთი ოჯახი არ დარჩება დახმარების გარეშე.
1701275880

როგორია ლიბერთის ახალი კამპანია?ჩვენი მთავარი ძალა ჩვენიანებია - მომხმარებლები და თანამშრომლები - ადამიანები, რომლებიც ქმნიან ლიბერთის. ახალი საკომუნიკაციო პლატფორმის მიზანია, გავაერთიანოთ ეს განსაკუთრებული ადამიანები ყველაზე ბუნებრივი, გულწრფელი ნიშნით, დავაფასოთ და უფრო ეფექტურად ვიზრუნოთ მათზე. ეს ერთდროულად ჩვენი ფილოსოფიაცაა და დაპირებაც, რომელიც ლიბერთის გუნდმა უნდა შეასრულოს. საზოგადოებამ ჯერ-ჯერობით ჩვენიანების შესახებ მხოლოდ პირველი ვიდეო იხილა, #ჩვენიანების ამბავი ძალიან მალე მრავალი მიმართულებით გაიშლება, სხვადასხვა სიახლეებთან და შეთავაზებებთან ერთად.რამ განაპირობა ,,ჩვენიანების“ შექმნა?საცალო მომსახურების გაძლიერებაზე 2022 წლის ბოლოდან დავფოკუსირდით. ამ ერთი წლის მანძილზე მივხვდით, რომ ახალი კუთხით, ხელახლა გვინდა გავეცნოთ საზოგადოებას: ერთდროულად ვანახოთ დიდი, შთამბეჭდავი სურათი და ჩვენი ადამიანური მხარეც. ყველასთვის გასაგებად მოვყვეთ როგორც ჩვენთვის სასახელო პროექტებზე, ასევე კონკრეტულ საბანკო პროდუქტებზე, ჩვენს თანამშრომლებსა და ჩვენს რეალურ მომხმარებლებზე.ათასზე მეტი მომსახურების წერტილი და ბანკომატი, მოქნილი და თანამედროვე ციფრული არხები, საბანკო პროდუქტების სრული პალიტრა - ეს არის დღეს ლიბერთი, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ფინანსური ორგანიზაცია საქართველოში, რომელიც 1,600,000-ზე მეტ მომხმარებელს აერთიანებს. ლიბერთის 5,000 ადამიანისგან შემდგარი გუნდი მზად არის ამბიციური გეგმისთვის - ამ ადამიანებისთვის გავხდეთ ძირითადი მომსახურე ბანკი. სადაც ბანკომატი არ გვაქვს, მოძრავი ფილიალით მივდივართ, სადაც მანქანა ვერ მიდის, ნავით მივცურდებით და ცხენითაც კი გავიკვალავთ გზას შორეულ სოფლებში დროულად რომ მივწვდეთ თითოეულ ოჯახს. სწორედ ეს ღირებულებები და იდეები დაედო საფუძვლად „ჩვენიანის’ საკომუნიკაციო პლატფორმის შექმნას.ვინ ქმნის ლიბერთის საცალო მომსახურებას დღეს და რა არის თქვენი გუნდის სამომავლო გეგმები?მას შემდეგ, რაც ლიბერთის სტრატეგიულ მიზნებს საცალო საბანკო მიმართულებით გაძლიერება შეემატა, შემოგვიერთდა ამ სფეროს ძალიან ბევრი აღიარებული პროფესიონალი.ამ მხრივ სასიხარულო მატებები გვაქვს სრულიად ბანკის მასშტაბით, სხვა სტრუქტურულ ერთეულებშიც. ჩვენი გუნდი, როგორც სათაოში, ასევე წინა ხაზზე ერთი იდეის გარშემოა გაერთიანებული: საზოგადოებას ხელახლა გავაცნოთ ლიბერთი, როგორც უნივერსალური ფინანსური ინსტიტუტი - მასშტაბური, ეფექტური, მზრუნველი და ყველასთვის ხელმისაწვდომი ბანკი. იქმნება ახალი პროდუქტები და შეთავაზებები, ხდება მომსახურების პერსონალიზაცია, იხვეწება და მარტივდება პროცესები. სამომავლო გეგმები დიდია და ჩვენიანებს ბევრ და მრავალფეროვან სიახლეებს ვპირდებით.
1701275160

რასაც ფინანსისტების ნაწილი ემიჯნება, რადგან კონკურენტულ საპროცენტო განაკვეთს ძირითადად ბაზარი განსაზღვრავს, შესაბამისად ფასი მოთხოვნის მიხედვით დგება. განაკვეთის შემცირება სექტორს ლიკვიდობას უზრდის, რაც ისედაც ჭარბი აქვს, თუმცა ამ მოტივით სავალუტო დაკრედიტებას არ აიაფებს. BAG -ის შეფასებით, უცხოურ ვალუტაში მოზიდულ დეპოზიტებზე სარეზერვო ნორმის შემსუბუქება ლარის სტაბილურობას წაახალისებს. რომლის სიმყარე გავლენას ახდენს მოხმარებაზე, ინვესტიციებზე, ეკონომიკური აგენტების განწყობებსა, მოლოდინებსა და აქტივობაზე.ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ ლარის კურსის სიმყარე სებს რეფინანსირების განაკვეთის შემცირებისკენ უბიძგებს. თუმცა სავარაუდოდ სები წელს პოლიტიკას მეტად აღარ შეამსუბუქებს, გამკაცრებულიდან ფრთხილად გამოსვლა აირჩია.ასოციაცია კონტრციკლური ბუფერის დაგროვების განწილვადებასაც იწონებს. როგორც იცით კაპიტალის 1%-იანი ბუფერის შესრულების ვალდებულება სექტორს 2024 -ის გაზაფხულზე უდგებოდა, თუმცა 1%-ის ნაცვლად 0.25%-ს დაარეზერვებს. და ასე ნამეტ რეზერვს 1%-მდე 2027 წლის 15 მარტისთვის შეავსებს.
1701270120

„მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა „ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი მრავალფუნქციური პროექტის - „საკენი“ მთავარი პარტნიორები წარვადგინოთ. ჩვენთვის მშენებლობის ხარისხი უპირველესი პრიორიტეტია იმისთვის, რომ მომხმარებლის ნდობა გავამართლოთ. შესაბამისად კონკურენტული შერჩევის გზით გამოვავლინეთ მშენებელი კომპანია ,,ანაგი“, რომელიც დარგში მრავალწლიანი გამოცდილებით და კარგი საქმიანი რეპუტაციით სარგებლობს.ჩვენი პირველი პროექტის ფარგლებში ვთანამშრომლობთ ისეთ ძლიერ ფინანსურ ინსტიტუტთან, როგორსაც ,,საქართველოს ბანკი“ წარმოადგენს. ვფიქრობთ, რომ საფინანსო სექტორში წამყვანი ბანკის მხარდაჭერა ჩვენი მომხმარებლის ნდობას განამტკიცებს, კიდევ უფრო შეუწყობს ხელს სექტორის განვითარებას და ქმნის მყარ საფუძველს მომავალი თანამშრომლობისთვის“, - განაცხადა ვასილ ფხაკაძემ, „ბიოგრაფი ლივინგის“ აღმასრულებელმა დირექტორმა.,,კომპანია „ანაგი“ 34 წელია სტაბილურად არის წარმოდგენილი ქართულ სამშენებლო სექტორში. ჩვენს პორტფელში 300-მდე წარმატებით დასრულებული პროექტი და 200-მდე დამკვეთია. კომპანია „ბიოგრაფი ლივინგთან“ ჩვენი თანამშრომლობა პროექტ „საკენის“ ფარგლებში, ჩვენთვის ძალიან საინტერესოა. აღნიშნული პროექტი გამოირჩევა მრავალფეროვანი არქიტექტურული ფორმებით და შენობის სიმაღლესთან ერთად ქმნის რთულ კონსტრუქციულ სქემას, რომელიც სამშენებლო თვალსაზრისით ერთგვარი გამოწვევაა, რომლისთვისაც ჩვენი კომპანია სრულად მზად არის“, - განაცხადა ირაკლი გოგოლიშვილმა, სამშენებლო კომპანია ,,ანაგის“ გენერალურმა დირექტორმა.„საქართველოს ბანკისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ბიზნესი მხარდაჭერა და მისთვის საიმედო პარტნიორობის გაწევაა. სწორედ ამიტომ, გვიხარია, რომ ჩვენი წვლილი შეგვაქვს ისეთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში, როგორიც „ბიოგრაფი ლივინგის“ მასშტაბური, მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობაა. ბანკში მუდმივად ვცდილობთ წავახალისოთ სამშენებლო სექტორი და ხელი შევუწყოთ კიდევ უფრო განვითარებაში. უძრავი ქონების ბაზრისადმი ინტერესი მუდმივად მზარდია, ამის დასტურია გალტ & თაგარტის უძრავი ქონების ბაზრის კვლევაც, რომლის მიხედვით 2015 წლიდან 2022 წლის ჩათვლით გაცემული ნებართვებით აშენებული მრავალბინიანისახლების 82% უკვე გაყიდულია. ამავე კვლევის მიხედვით, პროექტებში, რომლებიც 2023 წელს სრულდება, ბინების 95% გაყიდულია. აღსანიშნავია, რომ კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ ამით არ ჩერდება და მას მასშტაბური გეგმები აქვს. კომპანიის მენეჯმენტი სამომავლოდ ქალაქის რამდენიმე უბანში, მათ შორის წერეთელზე და ისანში რამდენიმე მსგავსი მრავალფუნქციური საცხოვრებელი პროექტის განხორციელებას გეგმავს. ბუნებრივია, ბანკი, როგორც სანდო პარტნიორი ამ პროექტების განხორციელებაშიც საკუთარ წვლილს შეიტანს. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ გუნდს. ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ სამშენებლო სექტორის მხარდაჭერას ჩვენს პარტნიორ ბიზნესებთან ერთად“, - განაცხადა ზურაბ ქოქოსაძემ, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ.უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია ,,ბიოგრაფი ლივინგი“ ბაზარზე 2023 წლის მაისში გამოჩნდა და მომხმარებელს ორ მრავალფუნქციურ საცხოვრებელ პროექტს სთავაზობს. ,,საკენი“ - რომელიც მდებარეობს ვაჟა ფშაველას #25-ში და ,,მატიანი“ - წერეთლის გამზირი #45. პროექტებს გამოარჩევს მდებარეობა, მულტიფუნქციურობა, ასევე ხასიათი და არქიტექტურა, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს თბილისის ურბანული გარემოს გაჯანსაღებასა და განახლებაში. "ბიოგრაფი ლივინგის“ მიერ შექმნილი საცხოვრებელი პროექტები ხელს შეუწყობს ქალაქის საერთო კეთილდღეობასა და წარმატებას, ხოლო უძრავი ქონებით დაინტერესებულ პირებსა და პარტნიორებს სთავაზობს მუდმივად მზარდ ღირებულებებს. კომპანია მომავალ წელს კიდევ არაერთი მასშტაბური, ახალი პროექტების დაანონსებას გეგმავს.
1701263545

რეაბილიტაციის ფარგლებში ახლით იცვლება 1 კილომეტრზე მეტი სიგრძის წყალსადენისა და წყალარინების მოძველებული მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები. წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ახალ ქსელზე 4 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული და 4 საკვანძო ჭა მოეწყობა, ასევე 2 სახანძრო ჰიდრანტი დამონტაჟდება.,,წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის განახლება და განვითარება კომპანია Aqualia-ს 10 წლიანი სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სარეაბილიტაციო სამუშაოები ყოველწლიურად აქტიურად ჩატარდება. ამ ეტაპზე კომპანია ჯივიპი ნაძალადევის რაიონში, ერწოს ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას აახლებს, რომლის ფარგლებშიც იცვლება წყლისა და წყალარინების მოძველებული ქსელები.მიმდინარე სარეაბილიტაციო პროექტში 645 000 ლარის ინვესტიცია ხორციელდება. წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია კომპანიამ 20 ოქტომბერს დაიწყო და დეკემბრის ბოლოს დაასრულებს, ხოლო წყალსადენის ქსელის რეაბილიტაციას ჯივიპი აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდგომ დაიწყებს”- თორნიკე ჟღენტი, ჯივიპის გლდანი-ნაძალადევის რაიონის საოპერაციო ცენტრის მენეჯერი.შედეგად, გლდანის რაიონში, ერწოს ქუჩისა და მიმდებარე ქუჩების მოსახლეობას მომსახურების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება.
1701262346
სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის ფილიალები რეგიონებშიც იხსნება
1701080978
კონკურენციის სააგენტომ „რუსთავის ავტობაზრობის“ და სოდის საწარმოს მოკვლ...
1700552015
ტიმიოს კირიაკოპულოსმა TBC PLC-ის 3000 აქცია იყიდა
1700574540
თბილისსა და ბათუმში ბინები ძვირდება
1700221111
ლირამ მორიგი ფსკერი გაარღვია
1701171405