GE EN
სხვა სიახლეები
ომის დაწყებიდან ორი წლის თავზე უკრაინელებმა რუსების А-50У ჩამოაგდეს

ამ ფაქტს ბევრი რუსული წყარო ადასტურებს სოციალურ ქსელებში, მათ შორის Z-პროპაგანდიტები. ვრცელდება თვითმფრინავის ვარდნისა და დაცემის ადგილზე გაჩენილი ხანძრის ამსახველი კადრები.კრასნოდარის ოლქში „დაუდგენელი საფრენი აპარატი ჩამოვარდა“, განუცხადეს პროკრემლისტურ მედიას „რია ნოვოსტი“ საგანგებო სამსახურის წარმომადგენელმა. მისივე თქმით, ინციდენტის ადგილზე სელი იწვის.რუსეთის კრასნოდარის მხარის ოპერატიული შტაბი 2 საფრენი აპარატის ჩამოვარდნის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. მათი თქმით, ამ თვითმფრინავების მარკა და კუთვნილება ჯერ დაუდგენელია. თვითმხილველებიც ორი თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ წერენ.შემთხვევა აზოვის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროსთან ახლოს, დასახლება ტრუდოვაია არმენიასთან მოხდა.რუსეთის თავდაცვის სამინისტრო А-50У–ს ჩამოგდებასთან დაკავშირებით დუმილს ამჯობინებს.რუსეთის საჰაერო ძალებთან დაახლოებული მილიტარისტული ტელეგრამ–არხი Fighterbomber წერს, რომ „ამ ეტაპზე უცნობია, ვინ ჩამოაგდო თვითმფრინავი“.А-50 შექმნილია Ил-76-ის ბაზაზე და მისი დანიშნულებაა შორ მანძილზე რადიოლოკაციური დაფიქსირება და მართვა. რუსეთი ასეთ თვითმფრინავებს აღარ აწარმოებს.თვითმფრინავის ბორტზე, სავარაუდოდ, გამოცდილი პილოტები იმყოფებოდნენ. ასეთი კვალიფიკაციის მფრინავების მომზადება მარტივი საქმე არ არის.ანალოგიური თვითმფრინავი უკრაინელებმა რუსებს 14 იანვარსაც ჩამოუგდეს.სამხედრო მიმომხილველები წერენ, რომ რუსეთისთვის ეს დიდი დანაკარგია, რადგან А-50 მოდერნიზებული მფრინავი რადარია, რომელსაც დიდ მანძილებზე შეუძლია ობიექტების დაფიქსირება. 

1708757574

სები სბერბანკთან ქართული ბანკების კავშირის არარსებობაზე განმარტებას ავ...

გაცნობებთ, რომ 2022 წლის 26 თებერვალს საქართველოს ეროვნული ბანკის მითითებით ფინანსურ სექტორს დაევალა აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის მიერ რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოთხოვნათა შესრულება. სანქციების მოთხოვნათა დაცვის და ამ კუთხით გასატარებელი სხვა ღონისძიებების შესახებ შესაბამისი ვალდებულებები, ასევე, განისაზღვრა "საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ანგარიშვალდებული პირების მიერ სანქციათა რეჟიმების შესრულების წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 5 აგვისტოს №208/04 ბრძანებით. შესაბამისად, საქართველოს საბანკო სექტორი ვალდებულია დანერგოს ღონისძიებები სანქციათა რეჟიმების გვერდის ავლის აღმოფხვრისა და პრევენციის მიზნით.ამასთან, "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებისა და კომპეტენციის ფარგლებში, ეროვნული ბანკი რეგულარულად ამოწმებს საფინანსო სექტორის ყველა წარმომადგენელს, რაც სხვა საკითხებთან ერთად მოიცავს სანქციების მოთხოვნათა შესრულების კონტროლს.  აღსანიშნავია, რომ კომერციულ ბანკებს დანერგილი აქვთ ეფექტური მექანიზმები სანქციადაკისრებული პირების იდენტიფიცირებისა და ოპერაციების შეჩერებისთვის. განხორციელებული ზედამხედველობის ფარგლებში, სანქციადაკისრებული  პირის მონაწილეობით ტრანზაქცია არ დაფიქსირებულა. ეროვნული ბანკი ახორციელებს საკითხის დამატებით მოკლვევას.

1708701840

CONTACT გაითიშა

თუ CONTACT-ის სისტემიდან გამოგიგზავნეს გზავნილი, რომელიც ჯერ არ გაგინაღდებია, მის განაღდებას ვერ შეძლებ. ამ საკითხზე გამომგზავნმა უნდა მიმართოს სისტემას.თუ ამ სისტემით გაგზავნილი გაქვს გზავნილი, რომელიც ჯერ მიმღებს არ გაუნაღდებია, საკითხს აქტიურად ვიკვლევთ და ინფორმაციას მალე გაგიზიარებთ.მომდევნო გზავნილების გაგზავნისას შეგიძლიათ ისარგებლოთ თიბისიში არსებული სხვა გზავნილის სისტემებით, - გააფრთხილა თიბისიმ თავის კლიენტები, სისტემის გაუქმების შესახებ გააფრთხილა.სისტემის გაუქმება რუსეთის ცენტრალურმა ბანკის მიერ "კივი-ბანკის“ (QIWI Bank) საბანკო ლიცენზიის ჩამორთმევას უკავშირდება.ც

1708700640

მესამე ოფიციალური სავაჭრო მისია უზბეკეთში ქართული კომპანიების მონაწილე...

USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამამ და საქართველოს ბანკმა 2022 წელს ცენტრალურ აზიაში სავაჭრო მიმოსვლისა და ექსპორტის ხელშეწყობა დაიწყო, რის შედეგადაც, 2022 წლის ნოემბერსა და 2023 წლის დეკემბერში უზბეკეთში ორი სავაჭრო მისია განხორციელდა.  მასში მონაწილეობა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT), ბიზნეს პროცესების აუთსორსინგისა (BPO) და სამშენებლო მასალების წარმოების ინდუსტრიებში მოქმედმა 25-მა ქართულმა საწარმომ მიიღო. ორივე მისიის ფარგლებში, ქართულ კომპანიებს შესაძლებლობა ჰქონდათ  ჯამში 150-ზე მეტი B2B შეხვედრა  გაემართათ საკუთარი პროდუქტებისა და სერვისების პოტენციურ მყიდველებთან და პარტნიორებთან.  ასევე, მონაწილეობა მიეღოთ USAID-ის, უზბეკეთის IT პარკისა და AMCHAM უზბეკეთის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებებში. სავაჭრო მისიებში სხვადასხვა ინდუსტრიიდან მონაწილე კერძო სექტორის წარმომადგენლებმა  ფიზიკური თუ ონლაინ ფორმატის შეხვედრები გამართეს როგორც USAID - ის პროგრამისა და  საქართველოს ბანკის ინიციატივის ფარგლებში, ასევე  მის მიღმა, რამაც კონკრეტული შედეგებიც მოიტანა.“SIS სექტორი და შესაფუთი მასალების წარმოება USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის  პრიორიტეტული მიმართულებებია, ამავდროულად, ჩვენი მიზნები თანხვედრაშია ქვეყნის მისწრაფებასთან, განავითაროს ცოდნის ეკონომიკა და მცირე და საშუალო ბიზნესი. მონაწილე ქართული კომპანიებიც მოტივირებულები არიან, გაფართოვდნენ საერთაშორისო ბაზრებზე და გაზარდონ გაყიდვები. უზბეკეთში მსგავსი სახის მისიები ტექნოლოგიური თუ მსუბუქი მრეწველობის სექტორში მოღვაწე კომპანიებისთვის იძლევა უამრავ შესაძლებლობას არა მხოლოდ სამიზნე საექსპორტო ბაზრის ათვისების მიმართულებით, არამედ, ქართველ მეწარმეებს სთავაზობს უნიკალურ პლატფორმას, რეგიონში ახალი პარტნიორების გასაცნობად. შესაბამისად, ჩვენი პროგრამა მხარს უჭერს ქართული კომპანიების შესვლას და განვითარებას უზბეკეთის ბაზარზე.“ – აღნიშნა USAID ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილემ, გიორგი ახალაიამ.უზბეკეთში სავაჭრო მისიების მიზანია, ქართულმა ICT, BPO და მსუბუქი მრეწველობის სექტორში მოქმედმა კომპანიებმა დაიმკვიდრონ ადგილი უზბეკეთის ბაზარზე, გაიღრმაონ კავშირები არა მხოლოდ პოტენციურ მყიდველებთან, რაც ქართული მცირე და საშუალო ბიზნესის გაყიდვებსა და შემოსავლებს გაზრდის, არამედ დაამყარონ ურთიერთობა პოტენციურ პარტნიორებთანაც, რაც ბაზარზე შესვლის წინაპირობაა. რიგით მესამე ოფიციალური მისია უზბეკეთში ეფუძნება გასული წინა ორი მისიის წარმატებას, გამოცდილებას და შედეგებს.„საქართველოს ბანკი პარტნიორებთან ერთად მუდამ ზრუნავს რომ მომხმარებელს საბანკო სერვისებთან ერთად განვითარების რეალური შესაძლებლობები შეუქმნას. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩვენი და USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის პარტნიორობა, რომლის შედეგადაც რამდენიმე ქართულმა კომპანიამ უკვე მიაღწია წარმატებას, დაამყარა ახალი კავშირები და გავიდა ახალ ბაზარზე. ჩვენ ამით არ ვჩერდებით და განვაგრძობთ ჩვენი ბიზნესების ზრდისა და  განვითარებისთვის საჭირო და ხელსაყრელი პირობების შექმნასა და შეთავაზებას“,- განაცხადა ოლღა ნაკაშიძემ, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის Value Added სერვისების განვითარების დეპარტამენტის პროექტების უფროსმა მენეჯერმა.მისიის კონკრეტული შედეგები:· უზბეკეთში პირველი მისიის ფარგლებში სამმა კომპანიამ: WOWCHY, B2C.GE და Optimo, წარმატებით დაიმკვიდრა თავი ადგილობრივ ბაზარზე და წამოიწყო სავაჭრო ოპერაციები უზბეკეთში.· ხუთი კომპანია აგრძელებს უზბეკურ ბაზარზე შესვლის პროცესს და ჩართულია გრძელვადიანი თანამშრომლობებისა  და ურთიერთობების დამყარებაში.· კომპანია Payze-მ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოსა და უზბეკეთის Fintech ასოციაციებს შორის თანამშრომლობის განვითარების კუთხით, რაც ხელს უწყობს ამ ორქვეყანას შორის კავშირის კიდევ უფრო გაძლიერებას.· მეორე მისიიდან მალევე, ორი თვის შემდეგ, Start Business Solutions-მა დაამყარა საკვანძო პარტნიორობა უზბეკეთის ექსპორტის განვითარების ასოციაციასთან. ეს თანამშრომლობა გულისხმობს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას ქართული ბიზნესებისთვის, და ხელს შეუწყობს უზბეკეთის ბაზარზე მათი ხელმისაწვდომობის ზრდას, ცოდნის გაცვლას, საბაზრო კავშირების გაძლიერებას, და გაყიდვების განვითარებას.· მესამე მისიის მონაწილე კომპანიამ 𝐋𝐨𝐢𝐚𝐥𝐭é უკვე დაანონსა უზბეკეთში საგანმანათლებლო საკონსულტაციო ფილიალის - Loialte Academy - Uzbekistan გახსნა. 

1708694254

პრემიერი ბრიუსელში ვიზიტით ძალიან კმაყოფილია

პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ინტერესების ეფექტიანი წარმოდგენისთვის მადლობა გადაუხადა მთავრობის წევრებს: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, პირველ ვიცე პრემიერს ლევან დავითაშვილს, საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ვიცე -პრემიერ ირაკლი ჩიქოვანს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს, სახელმწიფო მინისტრს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში  ქალბატონ თეა ახვლედიანს.„ბრიუსელში გამართული ვიზიტი, ვფიქრობ შეასრულებს ძალზე მნიშვნელოვან დადებით როლს ევროკავშირთან და ნატოსთან ჩვენი პარტნიორობის გაღრმავების თვალსაზრისით.როგორც მოგეხსენებათ, ვიზიტის ფარგლებში შედგა ორმხრივი შეხვედრები ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, ბატონ შარლ მიშელთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან ბატონ ჯოზეფ ბორელთან, ევროკომისართან გაფართოების საკითხებში, ბატონ ოლივერ ვარჰეისთან, ევროკომისართან ჰუმანიტარული დახმარების და კრიზისების საკითხებში, ბატონ იანეზ ლენარჩიჩთან, ევროპარლამენტის პრეზიდენტთან ქალბატონ რობერტა მეცოლასთან და ნატოს გენერალურ მდივანთან, ბატონ იენს სტოლტენბერგთან. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საბჭო და ნატო-საქართველოს კომისიის სხდომები.ყველა შეხვედრაზე გამოიკვეთა პარტნიორების განსაკუთრებული კეთილგანწყობა ჩვენი ქვეყნისა და დელეგაციის მიმართ, რისთვისაც მათ მადლობა მინდა გადავუხადო.ბატონმა ჯოზეფ ბორელმა ჩვენთან საუბარში ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომა შეაფასა როგორც საუკეთესო, რაც კი ოდესმე ჩატარებულა. ძალზე საქმიანად და პოზიტიურად წარიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაც.შეხვედრებზე საუბარი შეეხო როგორც თანამშრომლობის ზოგად მიმართულებებს, ისე კონკრეტულ ინიციატივებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანებამდეც მისცემს შესაძლებლობას, ისარგებლოს იმ პრაქტიკული სიკეთეებით, რომლებითაც დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნები და მათი მოქალაქეები სარგებლობენ.ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით გამოვყოფ ევროპელი პარტნიორების მკაფიო დაპირებას, საქართველოს ერთიან ევროპულ ანგარიშსწორების სისტემაში ინტეგრირებისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის როუმინგისა და მობილური ინტერნეტის ხარჯების შემცირებასთან დაკავშირებით.ქართული დელეგაციის სახელით, ჩვენი ქვეყნის ინტერესების ეფექტიანი წარმოდგენისთვის მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობის წევრებს: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, პირველ ვიცე პრემიერს ბატონ ლევან დავითაშვილს, საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ვიცე -პრემიერ ირაკლი ჩიქოვანს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს, სახელმწიფო მინისტრს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში  ქალბატონ თეა ახვლედიანს.ბრიუსელში გამართული ვიზიტი გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ საქართველო სწრაფი ტემპით ივლის წინ ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით.  კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რაც ვთქვი ბრიუსელში - 2030 წლისთვის კანდიდატ ქვეყნებს შორის საქართველო იქნება ყველაზე უკეთ მომზადებული ევროკავშირში გასაწევრიანებლად როგორც დემოკრატიული, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. ამ ამოცანის შესასრულებლად საქართველოს მთავრობა ძალისხმევას არ დაიშურებს",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

1708684252

სომხეთმა ევროკავშირისგან ვიზალიბერალიზაციის შანსი მიიღო

მან აღნიშნა, რომ ევროპარლამენტი სომხეთთან ვიზალიბერალიზაციის საკითხს მომდევნო კვირაში განიხილავს დღეს არსებობს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შანსი.ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ევროკავშირის ზოგიერთ წევრ ქვეყანაში სომხეთთან ვიზალიბერალიზაციის წინააღმდეგი არიან.მანამდე სომხეთის პრემიერ–მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ფრანგულ ტელეარხთან ინტერვიუში განაცხადა, რომ სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში (კუხო) მონაწილეობას აჩერებს. კუხოში ამის საპასუხოდ კი განაცხადეს, რომ მონაწილეობის შეჩერებასთან დაკავშირებით ორგანიზაციის სამდივნოს ერევნიდან ოფიციალური განცხადება არ მიუღია.რუსეთის პრეზიდენტის პრეს–მდივანმა დმიტრი პესკოვმა პარასკევს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პუტინს ფაშინიანთან ამ საკითხზე საუბარი არ ჰქონია და უახლოეს მომავალში რაიმე სახის კონტაქტი მათ შორის არ იგეგმება.

1708682901