GE EN
სხვა სიახლეები
რამინ ზინგიშვილი აფხაზეთის მთავარი ენერგოკომპანიის ხელმძღვანელად დაინი...

„აფსნიპრესის“ ცნობით, ჩერნომორენერგოს გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ბაღაფში თანამდებობას, რომელსაც 2022 წლის 17 ოქტომბრიდან იკავებდა, საკუთარი განცხადების საფუძველზე ტოვებს.ტელეგრამ არხი RESPUBLICA თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ბაღაფში ენერგოპოლიტიკის საკითხებთან დაკავშირებით ე.წ. მთავრობასთან კონფლიქტში შევიდა, ვინაიდან ეწინააღმდეგებოდა საოკუპაციო ხელისუფლების განზრახვას აფხაზეთის ენერგოსისტემის პრივატიზაციასთან დაკავშირებით. იგი განკერძოების წინააღმდეგია.დღეს სოხუმში საზოგადოება საპროტესტოდ გამოდის. მოსახლეობა ენერგოკრიზისის გამო ელექტრომომარაგების მარაოსებრი გამორთვის წინააღმდეგია. 1–ლი თებერვლიდან აფხაზეთში მომხმარებელს დღეში 3–ჯერ გაუთიშავენ დენს, ზოგს 5 საათით, ზოგს კი 7 საათით. 

1675339564

ენერგეტიკულ ბირჟაზე სიმულაციური ვაჭრობა იწყება

ენერგეტიკული ბირჟა კომპანიებს შესაბამის ტრენინგზე იწვევს, სადაც მათ გააცნობს დღიურ ბაზარზე ვაჭრობის მარეგულირებელ ძირითად ნორმებს; დღიურ ბაზარზე ფასწარმოქმნისა და  ფასის შეთავაზების პრინციპებს; დღიური ბაზრის პლატფორმას და მომხმარებლის გზამკვლევს; სიმულაციური ვაჭრობისათვის მომზადების ეტაპებს (განცხადების წარმოდგენა, რეგისტრაცია).ენერგეტიკულმა ბირჟამ მოქმედება 31 მარტიდან უნდა დაიწყოს. რეფორმა გასულ წელს უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა რამდენჯერმე გადავადდა. სენბი - ენერგეტიკული ბირჟა - წარმოადგენს დღით ადრე და დღიური ბაზრების ლიცენზირებულ ერთადერთ ოპერატორს საქართველოში. ბირჟაზე საბაზრო ფასს განსაზღვრავს ელექტროენერგიაზე მოთხოვნა და მისი მიწოდება. თავის მხრივ, მოთხოვნასა და მიწოდებას განსაზღვრავენ მონაწილეები, რომლებიც ბაზარზე ათავსებენ ელექტროენერგიის ყიდვისა და გაყიდვის განაცხადებს. 

1675336624

საპენსიო სააგენტოს სერვისების მიღება იუსტიციის სახლებში იქნება შესაძლე...

პირველ ეტაპზე განხორციელდება ტექნიკური ხასიათის სამუშაოები, დაიწყება  წინა ხაზის თანამშრომელთა გადამზადება, რის შედეგადაც  საპენსიო სააგენტოს 5 სერვისით სარგებლობა იუსტიციის  სახლის ყველა ფილიალში იქნება შესაძლებელი.თანამშრომლობის ფარგლებში, სერვისზე ხელმისაწვდომობის გეოგრაფიული არეალი მთელ საქართველოს დაფარავს და 117 ფილიალში იქნება წარმოდგენილი, რაც მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს, სასურველი მომსახურება სახლთან ახლოს მიიღოს.თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლში ხელშეკრულებას ხელი  მოაწერეს იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ლაშა ლობჯანიძემ და საპენსიო სააგენტოს დირექტორმა გიორგი დანელიამ, განიხილეს ის  ძირითადი გამოწვევები, რომლებიც სერვისების იუსტიციის სახლში ინტეგრაციით დაიძლევა.საპენსიო სააგენტოს სერვისებით  სარგებლობა მომხმარებელს უკვე მიმდინარე წლის მარტიდან მთელი საქართველოს მასშტაბით იუსტიციის სახლის ყველა ფილიალში შეეძლება.

1675336552

კადიროვის 26 წლის ძმისშვილი ქონებისა და მიწების მინისტრად დაინიშნა

რესპუბლიკის მეთაურის ძმისშვილი მანამდე ერთ–ერთი რაიონის ხელმძღვანელის, ჩეჩნეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის, ფიზკულტურის და სპორტის მინისტრის თანამდებობებს იკავებდა. რამზან კადიროვს თავისი ძმისშვილი საკუთარი მამის ახმატ კადიროვის ორდენით ჰყავს დაჯილდოებული.

1675332689

ევროპის სარკინიგზო გაერთიანებამ სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

„საქართველოს რკინიგზის“ ცნობით, გაერთიანების ხელმძღვანელმა, ალბერტო მაცოლამ დელეგატებს 2023-ში განსახორციელებელი პროექტების ჩამონათვალი გააცნო: მათ შორისაა ევროპის სარკინიგზო მიმოსვლის მოცულობების გაზრდა, ეკოლოგიური მდგრადობა და მწვანე სტატუსის შენარჩუნება, სარკინიგზო სექტორისთვის დამატებითი ინვესტიციების მოძიება, ერთიანი საბილეთო სისტემის შექმნა, კერძო ინვესტიციების მოზიდვა და ასევე სოციალური საკითხები, კერძოდ ქალების როლის გაძლიერება და მათი ჩართვა რკინიგზის სფეროში.გენერალური ასამბლეა დისკუსიის რეჟიმში გაიმართა. ღონისძიების დასასრულს დელეგატებმა მომდევნო წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს.

1675331160

NDI: ყოველ მეორე გამოკითხულს ბოლო 6 თვეში კომუნალურებისთვის საკმარისი...

მოქალაქეთა უმრავლესობა ოჯახის შემოსავალს, ძირითადად, საკვებზე, კომუნალურ გადასახადებზე, წამლებსა და სესხებზე ხარჯავს. ყოველი მესამე ამბობს, რომ წინა წელთან შედარებით საჭმელსა და წამლებზე ნაკლებს ხარჯავს.ყოველი მეორე ამბობს, რომ ფინანსურ პრობლემებთან გამკლავების მიზნით, გაზისა და ელ. ენერგიის მოხმარება შეზღუდა. სოფლის მოსახლეობის, ასევე 55+ ასაკის მოქალაქეების უმრავლესობამ გაზისა და ელ. ენერგიის მოხმარება შეზღუდა.ფინანსური სირთულეების გამო, მოსახლეობის უმრავლესობამ დასვენებისა და შოპინგის ხარჯები შეამცირა. უმრავლესობის აზრით, მათ ოჯახს კომფორტული ცხოვრებისთვის ყოველთვიურად 3000 ლარამდე შემოსავალი ეყოფოდა. ხოლო თბილისელები, ახალგაზრდები, უმაღლესი განათლების მქონე და დასაქმებული ადამიანები უფრო მეტად ამბობენ, რომ კომფორტულად ცხოვრებისთვის თვეში 3000 ლარზე მეტი სჭირდებათ. 

1675326746