GE EN
ბიზნესი
აგროდაზღვევის პროგრამით დასაზღვევი მიწის ფართობი გაიზარდა

სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, მცირდება, მრავალწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების შემთხვევაში, ზარალის შეფასების ვადები და ნაცვლად  21 დღისა, განისაზღვრება 15 დღით. ასევე, სადაზღვევო შემთხვევის დარეგულირების ნაწილში იცვლება დამზღვევის მიერ მზღვეველისთვის სატელეფონო შეტყობინების ვადა და ნაცვლად 24 საათისა, განისაზღვრება 72 საათით; სოფლის განვითარების სააგენტოს განმარტებით, აღნიშნული ცვლილება განაპირობა იმ გარემოებამ, რომ უფრო მეტი დრო ჰქონდეთ ფერმერებს სადაზღვევო შემთხვევის დროს შეტყობინების გაგზავნისთვის.ორგანიზაციის ინფორმაციით, იცვლება ასევე სადაზღვევო ტარიფები. კერძოდ, ფიქსირებული სადაზღვევო ტარიფის ნაცვლად, იქნება სადაზღვევო ტარიფის  ქვედა და ზედა ზღვარი. აღნიშნული ცვლილება შესაძლებლობას მისცემს, ერთი მხრივ, სადაზღვევო კომპანიებს მომხმარებელს შესთავაზონ  რისკზე დაფუძნებული ტარიფი და, მეორე მხრივ, დამზღვევებს სადაზღვევო პრემიის ოდენობის მიხედვით შეარჩიონ სადაზღვევო კომპანიები. აღნიშნული ცვლილება ასევე ხელს შეუწყობს პროგრამაში ჩართულ სადაზღვევო კომპანიებს შორის კონკურენციის გაზრდას.აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სადაზღვევო პოლისი ფარავს ისეთ სადაზღვევო  რისკებს, როგორებიცაა სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი და  საშემოდგომო ყინვა (მხოლოდ ციტრუსოვანი კულტურებისათვის - 1 სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში). თითოეული დამზღვევი სადაზღვევო პოლისის პრემიის 70%-იან თანადაფინანსებას მიიღებს პროგრამით გათვალისწინებულ ყველა კულტურაზე.სააგენტოს ცნობით, 2014 წლამდე არ არსებობდა მექანიზმი, რომლითაც ფერმერებს შეეძლოთ კლიმატური რისკებისგან დაეცვათ საკუთარი მოსავალი. აგროდაზღვევის პროგრამის გაჩენით, დაზღვევა იმ ფერმერებისთვის გახდა ხელმისაწვდომი, ვისაც მცირე მეურნეობა აქვთ და ყველაზე მეტად სჭირდებოდა სახელმწიფო თანადგომა. აგროდაზღვევის პროგრამა არის ინსტრუმენტი, რომლითაც უფრო პროგნოზირებადი ხდება სოფლის მეურნეობა და დაინტერესებული პირებისთვის უფრო მიმზიდველს ხდის დარგში ინვესტირებას.   

1713443440

ლუკა სწორ მხარეს დგება

შეფი ლუკა სოციალურ ქსელში წერს, რომ "არასწორი" პოზიციონირებისთვის, დანაკარგი მისთვისაც არასასურველია, სხვებივით, თუმცა, წინ, მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას აყენებს."ვინც ჩუმად ხართ და ხმას არ იღებთ... ან ვერ იღებთ.. იცოდეთ, მეც მეშინია, რომ ხმის ამოღების მერე რამეს დავკარგავ... მეც მეშინია, რომ შეიძლება ცხოვრება გამირთულდეს... ან ერთი გზით იძიონ შური, ან მეორეთი, ან რამე სიცრუე გამივრცელონ, ან ჩემს ბიზნესს ხელი შეუშალონ, რამე წამართვან, ჩემ ახლობლებს კარები დაუკეტონ... მეც მეშინია, მაგრამ იცოდეთ, არ ღირს... არაფრად ღირს რამის ქონა, როცა წარსულს გახედავ, და გაგახსენდება, რომ სწორ მხარეს არ იდექი... სპორტსმენებო, არტისტებო, საზოგადო სახეებო, ვიცი, რომ ადგილების, პოზიციების და მიღწეულის დაკარგვის გეშინიათ... მაგრამ არ ღირს არაფერი არაფრად თუ სწორ მხარეს არ დგახარ...", - წერს შეფ ლუკა ნაჭყებია.ნაჭყებია იმედოვნებს, რომ კანონპროექტი კანონის სახეს ვერასდროს მიიღებს. .

1713355800

თიბისიმ და EBRD-მა "ლოპოტა სპა რეზორტის" ინფრასტრუქტურის განვითარება დ...

2000 კვ. მ-ის აკვა პარკი - Green Aqua ერთდროულად 300-ზე მეტ სტუმარს უმასპინძლებს. პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყო 9 სხვადასხვა ატრაქცია, ბუნგალო და მოსასვენებელი სივრცეები, სადაც ადგილობრივი ჯიშის ხე-მცენარეების ტყე გაშენდა.ჯაზკლუბში ყოველ შაბათ-კვირას ჯაზის საღამოები მოეწყობა. წლის განმავლობაში კი, ჯაზის მასშტაბური კონცერტები დაიგეგმება.ახალი, 4-სართულიანი პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა ენერგოეფექტური მასალებით მიმდინარეობს. კორპუსი 80 ნომერს, 3 საკონფერენციო დარბაზს და სახურავზე ბარს აერთიანებს. ახალი კორპუსი რეზორტის ოთახების რაოდენობას 232-იდან 312-მდე გაზრდის. ახალ სასტუმრო კორპუსთან ასევე მოეწყო 35-მეტრიანი აუზი და ბუნგალო. "ლოპოტა სპა რეზორტი" გამოირჩევა აუზების სიმრავლით და ყველა საცხოვრებელ კორპუსთან აუზის სიახლოვით.რეზორტს ემატება 250 სტუმარზე გათვლილი 3 ახალი საკონფერენციო სივრცეც. შედეგად, "ლოპოტა სპა რეზორტზე" საკონფერენციო დარბაზების რაოდენობა 6-დან 9-მდე გაიზრდება.დამატებით, „ლოპოტა", EBRD-ის Skills In Business - უნარები ბიზნესში (SiB) პროგრამის ფარგლებში, გრანტით და ტექნიკური მხარდაჭერით ისარგებლებს. ეს მხოლოდ მეორე შემთხვევაა საქართველოში, როდესაც EBRD-ი ადგილობრივ კომპანიას ამ პროგრამით უჭერს მხარს. SiB პროგრამა "ლოპოტას" ბაზარზე კონკურენტუნარიანობის გაძლიერებისთვის აუცილებელი კვალიფიციური სამუშაო ძალისა და უნარების განვითარებაში დაეხმარება.„ლოპოტა სპა რეზორტი შექმნის დღიდან გამოირჩევა უწყვეტი განვითარებით. 2008 წელს ლოპოტამ გზა გაუხსნა ადგილობრივი ტურიზმს კახეთში და ამდენი წლის შემდეგაც ამბობს ახალ სიტყვას ამ სექტორში.  წელსაც ზაფხულის სეზონს ახალი ობიექტებით ვხდებით - ეს არის ახალი სერვისები არა მხოლოდ ჩვენი რეზორტისთვის, არამედ კახეთის რეგიონისთვისაც. მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა ამ პროცესში. 15 წლის წინ, როდესაც პირველი საოჯახო სასტუმროს იდეის წარმატებაში ბევრს ეჭვი ეპარებოდა, სწორედ თიბისი იდგა ჩვენს გვერდით. დღესაც, თიბისის და EBRD-ს შეაქვთ წვლილი ადგილობრივი ტურიზმის კიდევ უფრო გამრავალფეროვნებაში. აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში არაერთი ობიექტი დაგვემატა და მიუხედავად ახალი მასშტაბისა, ლოპოტას შენარჩუნებული აქვს მისი მთავარი მახასიათებლები: პერსონალური მზრუნველობა, ბუნების სიყვარული და არტიზანული სული. ივნისიდან, ლოპოტას სტუმრებს დახვდებათ:  Green Aqua - აკვა პარკი მრავალფეროვანი ატრაქციებით, ჯაზკლუბი საინტერესო ჯაზსაღამოებით, პრემიალური კლასის სასტუმრო კორპუსი, ახალი საკონფერენციო სივრცეები და ახალი საცურაო აუზი", - გიორგი ქევანიშვილი, "ლოპოტა სპა რეზორტის" აღმასრულებელი დირექტორი.„გვეამაყება, რომ უკვე 15 წელია "ლოპოტას" წარმატების ისტორიის თანამონაწილეები ვართ. ჩვენი თანამშრომლობა 2009 წელს იწყება მაშინ, როდესაც „ლოპოტა" ჯერ კიდევ 1 კორპუსი იყო, რომელიც 7 ნომერს აერთიანებდა. ეს იყო პირველი სპა-რეზორტი, რომელიც თიბისიმ კახეთში დააფინანსა. დღეს კი ჩვენ ვსაუბრობთ მასშტაბურ კომპლექსზე, რომელიც საქართველოს ტურისტულ პოტენციალს წარმატებით ავითარებს. თიბისის ბაზრის წილი ჰორეკა სექტორში, რომელიც თავის თავში მოიცავს ტურიზმს, 48%-ია. ჰორეკა სექტორში ჩვენი განხორციელებული ინვესტიცია კი, ბოლო 3 წლის განმავლობაში, 1.33 მილიარდ ლარს აღემატება. ამ მონაცემებით უცვლელად ვინარჩუნებთ ტურიზმისა და ჰორეკა სექტორში ლიდერის პოზიციას. მოხარული ვართ, რომ თიბისის მხარდაჭერით, „ლოპოტამ" მსხვილი ფინანსური რესურსი მოიზიდა, რომელიც საშუალებას მისცემს რეგიონში კიდევ უფრო მეტ ადგილობრივ და საერთაშორისო ტურისტს უმასპინძლოს დასავლური სტანდარტით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს ფინანსური რესურსი მაშინ, როდესაც ტურისტული ნაკადები ქვეყანაში სულ უფრო მზარდია. თიბისი კაპიტალის კვლევის თანახმად, 2023 წლის ბოლოსთვის, საერთაშორისო ტურიზმი პანდემიამდელ მაჩვენებელს მიუახლოვდა და 88%-ით აღდგა. აღდგენის სწრაფი დინამიკა, 2024 წელსაც გაგრძელდება", - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.„მოხარულები ვართ, რომ თიბისი ბანკთან ერთად მხარს ვუჭერთ "ლოპოტა სპა რეზორტის" მორიგ გაფართოების გეგმას. ტურიზმი ადგილობრივი ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილია და „ლოპოტას" გააჩნია საჭირო პოტენციალი, რომ ქართული ტურიზმის სექტორში მოწინავე პოზიციაზე იყოს. მრავალფეროვანი სასტუმრო ოთახებით, ინფრასტრუქტურითა და მაღალი ხარისხის სრული სერვისით, ლოპოტა წარმატებით იზიდავს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო სტუმრებს.  EBRD-ი დარწმუნებულია, რომ ეს პროექტი ხელს შეუწყობს ქვეყანაში რეგიონალური და ადგილობრივი ტურიზმის განვითარებას. დაფინანსებასთან ერთად, „ლოპოტა" ისარგებლებს გრანტითა და ტექნიკური მხარდაჭერით EBRD-ის Skills in Business ("SiB") პროგრამის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს დასაქმების, კვალიფიციური თანამშრომლების შენარჩუნებისა და სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ხელშეწყობას. ეს ასპექტები უმნიშვნელოვანესია არა მხოლოდ კვალიფიციური სამუშაო ძალის განვითარებისათვის, არამედ იმისათვისაც, რომ კომპანიებმა შეძლონ კვალიფიციური თანამშრომლების შენარჩუნება, რათა დარჩნენ ბაზარზე კონკურენტუნარიანები", - ალკის ვრიენიოს დრაკინოსი; EBRD-ის რეგიონალური დირექტორი კავკასიაში.

1713351388

იაპონური ფანქეიქების პირველი ქართული კაფე „ფუმფულა“ თიბისის პარტნიორია

ამ მხრივ გამონაკლისი არც რამდენიმე თვის წინ გახსნილი კაფე „ფუმფულა“ აღმოჩნდა – პირველი ადგილი თბილისში, სადაც იაპონური ფანქეიქები (და არა მხოლოდ) მზადდება. იაპონური ფანქეიქი ის დესერტია, რომელმაც გამორჩეული გემოს და შესახედაობის წყალობით ძალიან სწრაფად მოიპოვა პოპულარობა მთელ მსოფლიოში. კლასიკურისაგან იაპონურ ფანქეიქებს გამოარჩევს მოცულობა, ჰაეროვნება და სუფლეს მსგავსი სტრუქტურა. ეს ეფექტი საგანგებო ტექნოლოგიის წყალობით მიიღწევა. ინგრედიენტები ტრადიციულია – კვერცხი, შაქარი, რძე და ფქვილი, მაგრამ კლასიკური ფანქეიქისაგან განსხვავებით, იაპონური ვერსია გაცილებით ჯანსაღია – აქ ფქვილის და შაქრის მინიმალური რაოდენობაა გამოყენებული. ეს, საგემოვნო და სტრუქტურულ თავისებურებებთან ერთად, კიდევ ერთი მახასიათებელია, რაც იაპონური ფანქეიქების საყოველთაო პოპულარობას განაპირობებს.ბრენდ „ფუმფულას“ დამფუძნებლებმა – დავით ჯანელიძემ, თემურ გეგელიამ და არსენი იუდინმა – მსგავსი კაფეს გახსნა რვა თვის წინ გადაწყვიტეს. დავით ჯანელიძის თქმით, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც შენიშნეს, როგორი პოპულარულია იაპონური ფანქეიქები იტალიასა და თურქეთში:„გვინდოდა, კვების ქართულ ბაზარზე რაღაც ნამდვილად ახალი შემოგვეტანა და იაპონურ ფანქეიქებზეც ამიტომ შევჩერდით. პირველი ობიექტის გახსნისთანავე სოცმედიაში ძალიან გავაქტიურდით და ხალხმაც მაშინვე აიტაცა ჩვენი დესერტები – ძირითადად, მოკლე ვიდეოებად დებდნენ, რადგან ეს ფანქეიქები, გარდა იმისა, რომ გემრიელია, ვიზუალურადაც ძალიან ლამაზია. მას შემდეგ, რაც მივხვდით, რომ იდეამ გაამართლა, უკვე ბიზნესის გაზრდაზე დავიწყეთ ფიქრი. ამაში ძალიან დაგვეხმარა თიბისი ბანკი. თიბისი სტარტაპერის პროგრამაში მივიღეთ მონაწილეობა და ახალი ფილიალის გახსნისთვის სესხი იოლად ავიღეთ“.„ფუმფულას“ ახალი ფილიალი ვაკეში, აბაშიძის 81-ში გაიხსნა. პირველი, ორბელიანზე მდებარე ობექტისგან განსხვავებით, რომელიც სულ 15 კვ. მ.-ს იკავებდა, ვაკის ფილიალი 90 კვ. მ.-ზეა განთავსებული. აქ კონცეფციაც განსხვავებულია.„აბაშიძის ფილიალში დავამატეთ იაპონური ჩიზქეიქი – უგემრიელესი, ჰაეროვანი დესერტი. ასევე დავამატეთ იაპონური კერძები – ჯიოზა, ტემპურა და სხვ. აქ გვაქვს საუზმის ტიპის ფანქეიქებიც – ბენედიქტის ტიპის, კვერცხით, ასევე – ლორით და კვერცხით. ხშირად იაპონელებიც გვსტუმრობენ ხოლმე და, ალბათ ტრაბახად არ ჩამეთვლება თუ ვიტყვი, რომ ძალიან მოსწონთ ჩვენი კაფე. მიზეზი ისაა, რომ კლასიკური იაპონური ფანქეიქი ასეთი მრავალფეროვანი სოუსებით არ გამოირჩევა“.კაფეში ყველაზე პოპულარულია ფანქეიქი შოკოლადით და ბანანით, თუმცა ჟოლოს, მარწყვის, მანდარინის, კარამელის, ტირამისუს და სხვა სოუსებიანი ფანქეიქების დაგემოვნებაც შეგიძლიათ – არჩევანი მართლაც მრავალფეროვანია.„ფუმფულა“ უბრალოდ კვების ობიექტი არაა, ეს ერთიანი, კარგად მოფიქრებული კონცეფციაა. მასზე წარმოდგენის შექმნა ბრენდის ლოგოთი იწყება, რომელზეც ფერხორციანი, აშკარად რაღაცით ძალიან კმაყოფილი იაპონური კატაა გამოსახული.„ბრენდის პოზიციონირება ერთმნიშვნელოვნად მეგობრულია – ვზრუნავთ, რომ „ფუმფულა“ და ჩვენი ფანქეიქები მხოლოდ პოზიტიურ ემოციებს იწვევდეს, როგორც ზრდასრული და პატარა სტუმრების, ასევე თანამშრომლების. პერსონალთან დამოკიდებულება საკმაოდ ლიბერალური გვაქვს. დისციპლინა მნიშვნელოვანია, მაგრამ სიმკაცრე და ტოქსიკური გარემო – სრულიად მიუღებელი. ჩვენ გვყავს როგორც გამოცდილი თანამშრომლები – მაგალითად, ჩვენი შეფი დიმიტრი კიტრიაშვილი – ასევე კადრები, რომლებსაც აყვანისას გამოცდილება არ აქვთ და ჩვენ ვასწავლით. ხშირად ვასაქმებთ სტუდენტებს. სხვათა შორის, „თიბისი ახალგაზრდობასთან“ თანამშრომლობით, სტუდენტური ბარათის მფლობელებისთვის 20%-იანი ფასდაკლება გვაქვს. რაც შეეხება, ზოგადად, საფასო პოლიტიკას, ვცდილობთ, შეძლებისდაგვარად დაბალი ფასები გვქონდეს, თანამშრომლების ანაზღაურება კი, თამამად შემიძლია ვთქვა, ქართული ბაზრის გათვალისწინებით, საკმაოდ კარგია. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ბრენდისგან გამოწვეული ზოგადი კმაყოფილებისა და პოზიტივის ნაწილია“.

1713348297

18–მეტრიანი ავტობუსების ტენდერში „თეგეტა ჰოლდინგმა“ გაიმარჯვა

მისი თქმით, გამარჯვებული კომპანია „თეგეტა ჰოლდინგი“ ერთი წლის განმავლობაში, მუნიციპალიტეტს MAN-ის მარკის 40 ერთეულ ბუნებრივ აირზე (CNG) მომუშავე 18-მეტრიან ავტობუსს მიაწოდებს.„ჩვენ, თავდაპირველად, 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი უნდა შეგვეძინა, თუმცა ფინანსების გამო, გასულ წელს მხოლოდ 160 ერთეული შევისყიდეთ. წელს გამოცხადებული გვქონდა დარჩენილ 40 ერთეულ ავტობუსზე ტენდერი. გვყავს გამარჯვებული კომპანია - „თეგეტა ჰოლდინგი“, რომელიც მოგვაწვდის გაზზე მომუშავე MAN-ის მარკის ავტობუსებს. შესყიდული ავტობუსები, ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი წლის განმავლობაში უნდა მოგვაწოდონ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც დედაქალაქში 18-მეტრიანი ავტობუსების ნაწილი შემოვიდა, უფრო მეტი მგზავრის გადაყვანა ხდება, სამომავლოდ კი ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება.„ჩვენი პოლიტიკის მიზანია, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გავხადოთ კომფორტული, ყველასთვის ხელმისაწვდომი და მოქალაქეებს გაჩერებაზე დიდხანს ლოდინი არ უწევდეთ. 18-მეტრიანი ავტობუსები გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ დღის განმავლობაში უფრო მეტი მგზავრი გადავიყვანოთ, რადგან ვხედავთ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარება გაზრდილია. ვფიქრობ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა შეძლოს ტრანსპორტით სარგებლობა. ჩვენ ამისთვის ყველანაირად მომზადებული უნდა ვიყოთ - გვყავდეს გამართული ავტობუსები, მიკროავტობუსები და მეტრო. ამიტომ არის ჩვენი ყურადღება მიმართული იმისკენ, რომ ეს კომპონენტი რაც შეიძლება მალე მოწესრიგდეს“, - განაცხადა თბილისის მერმა.

1713344502

საქართველოში 2024 წელს ეკონომიკური აგენტების 23 983 კონცენტრაცია დარეგ...

სააგენტოს იდენტიფიცირებული მონაცემების მიხედვით, 23 968 შემთხვევაში რეგისტრირებულ კონცენტრაციებში მონაწილე მხარეების წლიური ბრუნვა, წინასწარი შეტყობინების ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელ კრიტერიუმს წლიური ბრუნვის ნაწილში არ აკმაყოფილებდა. 15  შემთხვევა აკმაყოფილებდა, თუმცა 12 მათგანი  კონკურენციის კანონმდებლობით განსაზღვრულ გამონაკლისებში მოექცა, რამაც ისინი  შეტყობინების ვალდებულებისგან გაათავისუფლა. რაც შეეხება 3 შემთხვევას, იდენტიფიცირებული მონაცემების მიხედვით, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა კონცენტრაციის თაობაზე სააგენტოსთვის წინასწარ შეტყობინების ვალდებულებას. შესაბამისად, აღნიშნული ეკონომიკური აგენტების მიმართ სააგენტომ საქმისწარმოება დაიწყო.  საკითხი ეხება - სასარგებლო წიაღის გადამუშავებას და დისტრიბუციისა და ვაჭრობის სექტორებს.ინფორმაციისთვის: სააგენტოსთვის წინასწარ სავალდებულო წერილობით შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია თუ მისი მონაწილე პირების ერთობლივი შემოსავალი საქართველოს ტერიტორიაზე, შეტყობინების წარმოდგენის ვალდებულების წარმოშობის წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, აღემატება 20 მილიონ ლარს და ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის ერთობლივი შემოსავალი აღემატება 5 მილიონ ლარს. კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების განხილვის საფასურია 5000 ლარი.სავალდებულო შეტყობინებას დაქვემდებარებული კონკურენციის სააგენტოს გვერდის ავლით, სააგენტოს მიერ შეტყობინების განხილვამდე ან უარყოფითი დასკვნის მიუხედავად განხორციელების შემთხვევაში, შეტყობინების წარდგენის ვალდებულების მქონე პირი ჯარიმდება.2024 წელს, სააგენტომ  5 კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა.

1713340062

ალდაგში ავტო დაზღვევის მფლობელებისთვის შეთავაზებები გრძელდება

„ყოველთვის ვცდილობთ, ჩვენს მომხმარებელს დაზღვევის საუკეთესო პირობები შევთავაზოთ, რაც სხვადასხვა ხელშესახები სარგებლის შეთავაზებასაც გულისხმობს. ჩვენს პარტნიორებთან ერთად დავიწყეთ პროექტი, რომლის თანახმად, დაზღვეულ მძღოლებს სხვადასხვა საჩუქარს ვთავაზობთ, რათა მათ დაზღვევასთან ერთად მაქსიმალური კომფორტი მიიღონ. ვცდილობთ, ეს სარგებელი უშუალოდ მანქანის მოვლასთან და მძღოლის კომფორტთან იყოს დაკავშირებული, პროექტი მომავალშიც გაგრძელდება და ჩვენი დაზღვეულებისთვის კიდევ არაერთი საჩუქარი გვექნება,“ - აცხადებენ ალდაგში;ალდაგის ავტო დაზღვევა ისეთ რისკებს ფარავს როგორიცაა ავტოსაგზაო შემთხვევა, გარეგანი დაზიანება, სტიქია (სეტყვა, მიწისძვრა), ვანდალიზმი, ქურდობა, ძარცვა, ხანძარი და ა.შ.ალდაგი ავტო დაზღვევის ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა და აქ მიღებული გამოცდილებით მძღოლების 97% კმაყოფილი.

1713267872

ოტო მოტორსი ფართოვდება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

ოტო მოტორსი 2008 წლიდან ოპერირებს და ის საავტომობილო პროდუქციის იმპორტს 20-ზე მეტი ქვეყნიდან ახდენს. კომპანია ქართულ ბაზარზე 100-ზე მეტი საერთაშორისო ბრენდით არის წარმოდგენილი და სრულად ფარავს ავტომობილის მოვლა-შეკეთებისთვის საჭირო ნებისმიერ მოთხოვნას, იქნება ეს ნაწილი თუ დანადგარები, რაც ხელს უწყობს ბაზარზე არსებული სხვადასხვა სეგმენტური საჭიროების დაკმაყოფილებას.აღნიშნული პროექტი წეროვანში, 9,000 კვ.მ მიწის ფართობზე, 8000 კვ.მ სასაწყობე სივრცის აშენებას და მოწყობას გულისხმობს, რომელიც სასაწყობო სივრცესა და სხვადასხვა პროდუქციის შოურუმს გააერთიანებს. ის ულტრათანამედროვე ინვენტარით იქნება აღჭურვილი. ამჟამად ოტო მოტორსსა და მის შვილობილ კომპანიებში 200 - ზე მეტი ადამიანი არის დასაქმებული. 2024 წლის ბოლომდე კომპანია ამ რიცხვის გაორმაგებას გეგმავს.„ოტო მოტორსი წლებია ბაზარზე წარმატებულად ოპერირებს. ამ წლების განმავლობაში განვითარებული სადისტრიბუციო ქსელი კი დღეს უკვე მთელ საქართველოს ფარავს. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ განვითარდეთ და ჩვენს მომხმარებლებს სიახლეები შევთავაზოთ. ჩვენი პარტნიორი საქართველოს ბანკის ხელშეწყობით, წეროვანში 9000 კვადრატულ მეტრზე სასაწყობე სივრცის აშენება უკვე დაწყებულია და წლის ბოლომდე დასრულებას ვგეგმავთ. შენობა აღჭურვილი იქნება ულტრათანამედროვე ინვენტარით და ის შშმ პირებისთვის სრულად იქნება ადაპტირებული.  პროექტის მიზანია, ცენტრალიზებული გახადოს ოტო მოტორსის საბითუმო გაყიდვები და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი ბიზნეს ოპერაცია, რაც საშუალებას მოგვცემს, ბაზარზე ზრდის უწყვეტი ტემპი შევინარჩუნოთ. გარდა ამისა, მიმდინარე წელს არაერთ სიახლე იგეგმება, მათ შორის, რამდენიმე ახალი ფილიალის გახსნა. ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა, რომ უახლოეს მომავალში, ოტო მოტორსი  ერთ-ერთი ცნობილი სპეცტექნიკის მწარმოებელი ბრენდის წარმომადგენელი გახდება საქართველოში. მნიშვნელოვანი სიახლეები გვექნება მომხმარებელთა ლოიალურობის მიმართულებითაც და ბაზარზე ახალ პროდუქტს წარვადგენთ, რომლის მიზანი  მომხმარებლებისთვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდება და ავტომობილის მოვლა-შეკეთების ხარჯების დაზოგვა იქნება“, - განაცხადა თამუნა ბაქრაძემ, ოტო მოტორსის საოპერაციო დირექტორმა.“საქართველოს ბანკისთვის ბიზნესის ხელშეწყობა და განვითარება წლებია უცვლელი პრიორიტეტია და მიგვაჩნია, რომ ჩვენს პარტნიორ ბიზნესებთან ერთად, საქართველოს ეკონომიკისთვის ერთ - ერთ მნიშვნელოვან კონტრიბუტორებს წარმოვადგენთ. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი მხარდაჭერით, ოტო მოტორსი კიდევ უფრო მეტად ფართოვდება და ახალ სასაწყობე სივრცეს აშენებს. ეს კომპანიას ბაზარზე კონკურენტული უპირატესობის მოპოვების შესაძლებლობას მისცემს. მსგავსი პროექტების განხორციელება, განსაკუთრებით რეგიონებში,ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დამატებით სამუშაო ადგილები იქმნება. კომპანია სამომავლოდ რამდენიმე ახალი ფილიალის გახსნას და ახალი ბრენდების შემოყვანას გეგმავს. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ გუნდს, ჩვენ კი არ ვჩერდებით და აქტიურ რეჟიმში განვაგრძობთ ბიზნესის მხარდაჭერას და გაძლიერებას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, გიორგი წეროძემ

1713266646

ევროკავშირის ექსპერტებმა ქართული მობილური ბაზარი არაკონკურენტულად ცნეს

„ბაზრის შესწავლის შედეგად, ექსპერტებმა „მაგთიკომი" მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორად მიიჩნიეს და მისთვის სპეციფიკური ვალდებულებები განსაზღვრეს. ComCom-მა დღეს კომპლექსური კვლევის შედეგები და გადაწყვეტილების პროექტი საჯარო განხილვებისთვის გამოაქვეყნა. იმ შემთხვევაში, თუ განხილვების შემდეგ კომისიის წევრები საბოლოო გადაწყვეტილებაში ევროკავშირის ექსპერტების დასკვნას გაიზიარებენ, „მაგთიკომი" მნიშვნელოვანი ძალის ოპერატორად გამოცხადდება და შესაბამისი ვალდებულებები დაეკისრება.კომპლექსური კვლევის ფარგლებში, ევროკომისიის ბაზრის ანალიზის სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად, თავდაპირველად შესწავლილი იქნა მობილური მომსახურებების საცალო ბაზარი.  კონკურენციის იდენტიფიცირებული პრობლემების შემდგომ, საჭირო გახდა შესაბამისი საბითუმო ბაზრების დადგენა და აღნიშნულ ბაზრებზე სამი კრიტერიუმის ტესტის ჩატარება პოტენციურად წინასწარ რეგულირებას დაქვემდებარებადი საბითუმო ბაზრების გამოვლენის მიზნით. შესწავლილი გარემოებების შედეგად ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ მობილური მომსახურებების საცალო და მობილური დაშვების საბითუმო ბაზარი საქართველოში დაბალი დინამიკურობით, ინოვაციების სიმწირითა და ასევე პროგრესის დეფიციტით ხასიათდება და ხაზი გაუსვეს, რომ წინასწარი (ex-ante) რეგულირების არ არსებობის პირობებში, ეს მოცემულობა არ შეიცვლება. აქედან გამომდინარე, პოტენციურად რეგულირებას დაქვემდებარებად საბითუმო ბაზარზე ჩატარდა დამატებით სიღრმისეული კვლევა, რომლის შედეგადაც, ევროკავშირის ექსპერტებმა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორი გამოავლინეს და მისთვის სპეციფიკური ვალდებულებები განსაზღვრეს, რაც, მათი მტკიცებით, მობილური მომსახურებების ბაზარზე არსებულ არაკონკურენტულ მდგომარეობას გააუმჯობესებს და მომხმარებლებისთვის მრავალფეროვან არჩევანს და ხელმისაწვდომ პირობებს შექმნის.კომპლექსურ კვლევაზე დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში კომუნიკაციების კომისია ბაზრის ანალიზის შედეგებს 6 ივნისის, საჯარო სხდომაზე განიხილავს, ხოლო 17 მაისამდე დაინტერესებულ მხარეებს კომპლექსური კვლევის შედეგებთან დაკავშირებით, უკუკავშირის წარმოდგენა შეეძლებათ. გარდა ამისა, ორი წლის განმავლობაში, კომისიის მხრიდან კვლევის ყველა ეტაპზე უზრუნველყოფილი იყო საქართველოში არსებული ტელეკომ ოპერატორების ჩართულობა.შეგახსენებთ, რომ 2022 წელს, კომუნიკაციების კომისიამ, ევროკავშირის დაფინანსებითა და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების დახმარების („AA Facility II") ფარგლებში, ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად, დაიწყო მუშაობა საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის კომპლექსური კვლევის პროექტზე, რომელიც საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე კონკურენციის გაუმჯობესებას, ასევე მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი, ხარისხიანი თუ ხელმისაწვდომი მომსახურებების უზრუნველყოფასა და ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების მიხედვით, საქართველოს მარეგულირებელი ჩარჩოს ევროპულთან დაახლოებას ემსახურება. კომპლექსური კვლევა ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, ამ მასშტაბის კვლევა კი, აქამდე ქართულ ტელეკომ ბაზარზე არ ჩატარებულა. ევროკავშირის ექსპერტების მიერ ჩატარებულ კვლევას ასევე რევიზია TAIEX-ის (ევროკავშირის ტექნიკური დახმარებისა და  ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტი) ექსპერტებმა გაუწიეს“, – ნათქვამია კომკომის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

1713266161

შეზღუდული ტიპის ნებართვების გაცემის წესის შემუშავებაში ასოციაციები ჩაე...

ლევან გამყრელიძის განცხადებით, შეხვედრაზე ასოციაციებთან მჭიდრო თანამშრომლობის და შეზღუდული ტიპის ნებართვების გაცემის წესის შემუშავების პროცესში მათი ჩართულობის აუცილებლობაზე ისაუბრეს, ასევე განიხილეს საქართველოში რეგისტრირებული გადამზიდავების ასოციაციებში გაწევრიანების პირობებიც, რაც  გააადვილებს და ცივილურ ფორმას მისცემს მხარეებს შორის შემდგომ თანამშრომლობას.„შეხვედრა მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან გადაზიდვის ნებართვებთან დაკავშირებით, რომელიც ქვეყანას მცირე რაოდენობით გადმოეცემა, ნაყოფიერად წარიმართა, სადაც ვიმსჯელეთ სააგენტოსა და პროფესიულ ასოციაციებს შორის აქტიური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე,  ასევე განვიხილეთ საკითხი შეზღუდული ტიპის ნებართვების გაცემის წესის შემუშავების პროცესში ასოციაციების ჩართულობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ლევან გამყრელიძემ.შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ასევე მიმოიხილეს ზოგადად სახმელეთო გადაზიდვის სფეროში არსებული სხვა მნიშვნელოვანი საკითხები და გამოთქვეს მზაობა შემდგომ ეტაპზე თანამშრომლობასთან დაკავშირებით.

1713263607