თბილისი(GBC) – „ჯეი თი აი კავკასუსმა“ 2022 წელს უმსხვილეს ექსპორტიორთა ათეული დატოვა, რომელსაც 2021 წელს იკავებდა.  იგი კომპანია „RMG Gold“-მა ჩაანაცვლა.

2021 წლის ფინანსური ანგარიშის მიხედვით „ჯეი თი აი კავკასუსმა“ შემოსავალი 239.1 მლნ ლარამდე გაზარდა, რაც 25%-ით მეტია წინა წლის იმავე პერიოდზე. კომპანიამ 21%-ით 132.8 მლნ ლარამდე გაზარდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაში (რ.ს.თ) გადახდილი თანხა.

შესაბამისად, საანგარიშო პერიოდში კომპანიის საერთო მოგება 31%-ით 106.3 მლნ ლარამდე გაიზარდა.

კომპანიამ 20%-ით 19.7 მლნ ლარამდე გაზარდა კომერციული ხარჯები, ხოლო 1%-ით 27.1 მლნ ლარამდე შეამცირა საერთო და ადმინისტრაციული ხარჯები.

მიუხედავად 2022 წელს უმსხვილეს ექსპორტიორი კომპანიების ათეულიდან გავარდნისა, „ჯეი თი აი კავკასუსმა“ 2021 წელს 43%-ით  88.3 მლნ ლარამდე გაზარდა აქტივები, ხოლო 41%-ით 54.1 მლნ ლარამდე გაზარდა კაპიტალი.

კომპანიას საქართველოში დასაქმებული ჰყავს 90 ადამიანი. კომპანიის ხელფასებში გადახდილმა თანხამ 2021 წელს  24.9 მლნ ლარი შეადგინა (როგორც კომერციული ისე ადმინისტრაციული).

კომპანია დარეგისტრირებულია 2011 წელს. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია ნიდერლანდებში რეგისტრირებული საწარმო „JT International Holding B.V“, რომელიც საბოლოოდ კონტროლდება იაპონური მშობელი კომპანიის „Japan Tobacco Inc“-ის მიერ. შპს ჯეი თი აი კავკასუსი საქმიანობას ახორციელებს საქართველოსა და აზერბაიჯანის ბაზრებზე. JT რეგისტრირებულია ტოკიოს საფონდო ბირჟაზე და მისი სათავო ოფისი მდებარეობს ტოკიოში.

კომპანია რეალიზაციას უკეთებს შემდეგ სიგარეტის ბრენდებს,როგორიცაა Winston, Mevius, Camel, და LD, აგრეთვე, შემცირებული რისკის პროდუქტებს, როგორიცაა Ploom და Logic.

ჯეი თი აი კავკასუს

2021

2020

%

შემოსავალი

239.1

190.8

+25

რ.ს.თ

(132.8)

(109.7)

+21

საერთო მოგება

106.3

81.1

+31

კომერც. ხარჯი

(19.7)

(16.5)

+20

საერ.ადმინ. ხარჯი

(27.1)

(29.7)

-1

აქტივები

88.3

61.8

+43

კაპიტალი

54.1

38.5

+41

 

 

 

 

 

 

თანხა მლნ ₾