2023 წელს „აწარმოე საქართველოში“ ქართველ ექსპორტიორებს  მსოფლიოს 15 მსხვილ გამოფენაში  მონაწილეობას სთავაზობს 

პარიზში  FOOD INGREDIENTS EUROPE -ზე საქართველოს ეკონომიკისსამინისტროს  სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, საქართველოს პავილიონი ფუნქციონირებს, სადაც პროდუქცია 7 ქართულ კომპანიას აქვს წარდგენილი. ისინი, ძირითადად, თხილის, კაკლის, ნუშის, გადამუშავებული ხილ-ბოსტნეულისა და ნატურალური წვენების მწარმოებლები არიან. პრესტიჟულ საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს პავილიონი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა დაათვალიერა.

 

„სამინისტროს პრიორიტეტია ადგილობრივი ექსპორტის მხარდაჭერა. ამისთვის, შევიმუშავეთ მექანიზმები ექსპორტიორთა მხარდაჭერის, მათთვის გასაღების ბაზრების მოძიების, იქ დამკვიდრებისა და, მთლიანად, ექსპორტის გეოგრაფიის დივერსიფიკაციის მიმართულებით“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

 

 „აწარმოე საქართველოში“ პოტენციურ ექსპორტიორებს ექსპორტის სტიმულირების პროგრამაში ჩართვასაც სთავაზობს, რომელიც გულისხმობს ტექნიკური დახმარების გაწევას ექსპორტიორებისთვის, მათ შორის, ბენეფიციარ კომპანიებში ექსპორტის შემაფერხებელი ფაქტორების აღმოფხვრას და ექსპორტის მასტიმულირებელი მექანიზმების დანერგვას. ისინი ხელს უწყობენ საექსპორტო  ბაზრების, პროდუქტებისა და სერვისების დივერსიფიკაციას, მაღალი საექსპორტო პოტენციალის მქონე სექტორებისა და პროდუქტების იდენტიფიცირებას და საერთაშორისო გაყიდვების წახალისებას. გარდა ამისა, სააგენტო რამდენიმე წელია, ახორციელებს პოტენციურ საექსპორტო კომპანიებში ე.წ. ექსპორტის მენეჯერების გადამზადებას.