თბილისი (GBC) – მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ტვ–იმედის ეთერში განაცხადა, რომ 2026 წლის მეორე ნახევრიდან საქართველოში ამოქმედდება ცენტრალიზებული შესყიდვების უწყება. მისივე თქმით, ახალი უწყება, რომლის შექმნაც ევროკავშირის ერთ-ერთი მოთხოვნაა ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, კეთლსინდისიერი და პროფესიონალი ადამიანებით დაკომპლექტდება.
მისი თქმით, იარსებებს ცენტრალიზებული შესყიდვების ერთი ორგანო და მარჟები კონკრეტული მომსახურების თუ საქონლის მიმართულებით იქნება დადგენილი.
„გვსურს, რომ მომავალი წლის ივნისიდან ავამოქმედოთ ცენტრალიზებული შესყიდვების უწყება - ეს არის, მათ შორის, ევროკავშირის ერთ-ერთი მოთხოვნა, ასოცირების შესახებ შეთანხმების ერთ-ერთი ვალდებულება. როგორც იცით, ჩვენ გაცხადებული გვაქვს, რომ ყველა იმ ვალდებულებას შევასრულებთ, რაც ასოცირების შეთანხმებიდან გვაქვს აღებული. რეალურად, ქვეყანასაც სჭირდება ეს. იარსებებს ცენტრალიზებული შესყიდვების ერთი ორგანო და კონკრეტული მომსახურებისა, თუ საქონლის მიმართულებით იქნება კონკრეტული მარჟები დადგენილი. მაგალითად, თუ საქმე ეხება ლეპტოპის შესყიდვას, თუკი ამ ლეპტოპების საერთო ღირებულება არის 500 000, ან 1 მლნ, უკვე ეს უწყება იყიდის და არა კონკრეტული სამინისტრო. პასუხისმგებელი იქნება ერთი უწყება, ერთი ადამიანი და ეს უწყება, რასაკვირველია, დაკომპლექტდება ძალიან კეთილსინდისიერი და ძალიან პროფესიონალი ადამიანებით, რომელთაც დიდი გამოცდილება აქვთ სახელმწიფო საჯარო შესყიდვების მიმართულებით. შესაბამისად, ყველა დიდი შესყიდვა გადმოვა აქეთ მხარეს და ეს
მისი თქმით, იარსებებს ცენტრალიზებული შესყიდვების ერთი ორგანო და მარჟები კონკრეტული მომსახურების თუ საქონლის მიმართულებით იქნება დადგენილი.
„გვსურს, რომ მომავალი წლის ივნისიდან ავამოქმედოთ ცენტრალიზებული შესყიდვების უწყება - ეს არის, მათ შორის, ევროკავშირის ერთ-ერთი მოთხოვნა, ასოცირების შესახებ შეთანხმების ერთ-ერთი ვალდებულება. როგორც იცით, ჩვენ გაცხადებული გვაქვს, რომ ყველა იმ ვალდებულებას შევასრულებთ, რაც ასოცირების შეთანხმებიდან გვაქვს აღებული. რეალურად, ქვეყანასაც სჭირდება ეს. იარსებებს ცენტრალიზებული შესყიდვების ერთი ორგანო და კონკრეტული მომსახურებისა, თუ საქონლის მიმართულებით იქნება კონკრეტული მარჟები დადგენილი. მაგალითად, თუ საქმე ეხება ლეპტოპის შესყიდვას, თუკი ამ ლეპტოპების საერთო ღირებულება არის 500 000, ან 1 მლნ, უკვე ეს უწყება იყიდის და არა კონკრეტული სამინისტრო. პასუხისმგებელი იქნება ერთი უწყება, ერთი ადამიანი და ეს უწყება, რასაკვირველია, დაკომპლექტდება ძალიან კეთლსინდისიერი და ძალიან პროფესიონალი ადამიანებით, რომელთაც დიდი გამოცდილება აქვთ სახელმწიფო საჯარო შესყიდვების მიმართულებით. შესაბამისად, ყველა დიდი შესყიდვა გადმოვა აქეთ მხარეს და ეს სამინისტროებისთვისაც, კონკრეტული სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ებისთვისაც ძალიან კომფორტულია იმიტომ, რომ ფაქტობრივად პასუხისმგებლობას აიღებს ეს უწყება. გააკეთებენ შეკვეთას და ეს უწყება გააკონტროლებს - ხომ არ არის პირობები მორგებული, ბაზრის კვლევას, ყველაფერს თვითონ გააკეთებს და ტექნიკურ პირობებსაც თვითონ ნახავს", - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
მისი თქმით, ცენტრალიზებული შესყიდვების ორგანო ასევე განახორციელებს მონიტორინგს მიწოდებასთან და ხელშეკრულების პირობების შესრულებასთან დაკავშირებით.
„ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მონიტორინგის ნაწილი - შეიძლება ტენდერი შედგეს, ხელშეკრულებას ხელი მოეწეროს, მაგრამ ამის შემდეგ მონიტორინგია ძალიან მნიშვნელოვანი. ცენტრალიზებული შესყიდვების ორგანო განახორციელებს მონიტორინგს მიწოდებასთან და ხელშეკრულების პირობების შესრულებასთან დაკავშირებით. ამაში ჩართული იქნება ასევე მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი", - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
ძალიან კომფორტულია იმიტომ, რომ ფაქტობრივად პასუხისმგებლობას აიღებს ეს უწყება. გააკეთებენ შეკვეთას და ეს უწყება გააკონტროლებს - ხომ არ არის პირობები მორგებული, ბაზრის კვლევას, ყველაფერს თვითონ გააკეთებს და ტექნიკურ პირობებსაც თვითონ ნახავს", - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.