თბილისი (GBC) - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. გამოძიების შედეგად ამოღებულია 150 000 კოლოფი FARGO-სა და MILANO-ს დასახელების სიგარეტი, რომლის საერთო ღირებულება 690 000 ლარს აღემატება.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე.

საგამოძიებო სამსახური განაგრძობს ინტენსიურ მუშაობას დანაშაულებრივ სქემაში ჩართული სხვა პირების დადგენისა და მათზე სამართლებრივი რეაგირების უზრუნველსაყოფად.