თბილისი (GBC) - სადაზღვევო კომპანია ალდაგი კამერული და მონო სპექტაკლების საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის, „თბილისური ბროწეულების“ მხარდამჭერია, რომელიც სანდრო ახმეტელის დრამატულ თეატრში მიმდინარეობს და მასში თორმეტი ქვეყნის თეატრალური დასი მონაწილეობს. 

ფესტივალი „თბილისური ბროწეულები“ კინორეჟისორის სერგო ფარაჯოვანის 100 წლის იუბილეს ეძღვნება და მისი მიზანია კამერული და მონო სპექტაკლების განვითარება.

„მოხარული ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, მხარდაჭერა გამოვუცხადოთ კამერული და მონო სპექტაკლების თეატრალურ ფესტივალს. ამ ჟანრის სპექტაკლები ქართულ თეატრში არც ისე ხშირად გვხვდება. გვჯერა, რომ აღნიშნული ხელს  შეუწყობს მეტი ადამიანის დაინტერესებას და ამ მიმართულების განვითარებას,“ - აცხადებენ ალდაგში;

ალდაგი ერთადერთი კომპანიაა საქართველოში, რომელიც ფლობს საერთაშორისო რეიტინგს AM Best bb+, წარმოდგენილია ქონებისა და პასუხისმგებლობის დაზღვევის ბიზნესში და იკავებს წამყვან პოზიციებს როგორც ბაზრის წილით, ისე პროდუქტების მრავალფეროვნებით.