თბილისი (GBC)- საქართველოს ბანკი PLUS-ის დაბადების დღის აღსანიშნად პარტნიორებთან ერთობლივ სპეცშეთავაზებებს განაგრძობს.

PLUS ბარათის მფლობელს შესაძლებლობა აქვს, მობილბანკში ივნისის თვის აქტივირებადი შეთავაზებებიდან სასურველი გაიაქტიუროს და 5 ივლისისთვის დამატებითი PLUS ქულები დააგროვოს.

აქტივირებადი შეთავაზებებიდან მომხმარებელს ერთ-ერთით სარგებლობა შეუძლია:

       Dressup-ის ფიზიკურ და ონლაინ მაღაზიებში, Yves Rocher-ში ან Kass Land-ში გადახდისას 30%-იანი PLUS ქულების ქეშბექი (ჯამურად მაქსიმუმ 100 ლარის PLUS ქულა);

       Snap Fitness-ში გადახდისას 30%-იანი PLUS ქულების ქეშბექი (ჯამურად მაქსიმუმ 200 ლარის PLUS ქულა).

შეთავაზებით სარგებლობისთვის აუცილებელია სასურველი შეთავაზების წინასწარ გააქტიურება საქართველოს ბანკის მობილბანკის შეთავაზებების სივრციდან და საქართველოს ბანკის ტერმინალზე გადახდა. მომხმარებელს შეუძლია გაააქტიუროს მხოლოდ ერთი შეთავაზება და თვის განმავლობაში ისარგებლოს.

PLUS-ის დაბადების დღემდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება, ასე, რომ აღნიშნული შეთავაზებები კარგი შესაძლებლობაა მათთვის, ვისაც სურს სასურველი ნივთისა თუ მომსახურების შესაძენად მეტი PLUS ქულის დაგროვება.

 

გაიაქტიურეთ სასურველი შეთავაზებება ამ ბმულზე.