თბილისი (GBC) - სების ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე გალდავა სამხრეთ კორეის ცენტრალური ბანკის ვიცე-პრეზიდენტ იონგრეოლ ლის შეხვდა.
2 ქვეყნის ცენტრალური ბანკის წარმომადგენლებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. აღნიშნეს ბანკის როლზე ინოვაციებსა და ფინანსურ სტაბილურობაში.
სამხრეთ კორეაში ვიზიტის ფარგლებში, სების დელეგაციის წევრები ცენტრალური ბანკის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდნენ. განიხილეს მონეტარული პოლიტიკის, ფინანსური ბაზრების განვითარების საკითხები, გამოწვევები. ასევე ინოვაციური პროექტები საგადახდო და ფინტექ მიმართულებები.
შეხვედრას ვიცე-პრეზიდენტთან ერთად ესწრებოდნენ საგადახდო სისტემების, ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების, საგადახდო მომსახურების პროვაიდერების ზედამხედველობის და ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების რეგისტრაციის, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტების წარმომადგენლები.