საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა დადგენილების პროექტს "2025-2027 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების" შესახებ, რომელშიც მოცემულია ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის დონე, მიზნობრივი ინფლაციის მისაღწევად გამოყენებული მონეტარული პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტები, მიმოხილულია არსებული მაკროეკონომიკური გარემო და შესაძლო რისკები. აღნიშნული დოკუმენტი საკანონმდებლო ორგანოში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ წარადგინა.

ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ  სებ-ის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის თანმიმდევრულმა ცვლილებამ და ასევე არსებული მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოს პირობებში ეკონომიკაზე გადაცემის სიძლიერემ, საქართველოში ფასების სტაბილურობა წარმატებით უზრუნველყო.

ინფლაცია მცირდება 2023 წლიდან  დასაწყისიდან 11/2024 -ისთვის 1.3%-ია. განაკვეთი ეტაპობრივად იკლებს 05/2023-დან (ჯამური კლებაა 3%პ-ით) და 11/24-ისთვის 8%-ია. მიმდინარე პროგნოზით, 2024 წელისთვის ინფლაცია 1.2%-ის ფარგლებშია მოსალდნელი. 

მისივე თქმით, ამასთან მაღალია ეკონომიკური აქტივობა. წინასწარი მონაცემებით 2024 წლის 10 თვის საშუალო ეკონომიკური ზრდა 10%-ია. იზრდება, ეკონომიკის ჯამური პოტენციალიც, რაც მოთხოვნის მხრიდან ფასებზე წნეხს ანეიტრალებს.

სებ-ი საბაზო სცენართან დაკავშირებულ რისკებსაც ითვალისწინებს და პოლიტიკას ზომიერი ბიჯებით არბილებს და განაკვეთის საშუალოვადიან პერიოდში, ინფლაციური რისკების შემსუბუქების პარალელურად, ნეიტრალურ დონეს - 7%-ს ეტაპობრივად დაუახლოვდება. აღნიშნა, რომ მაღალი გაურკვევლობების ფონზე, ვითარება კვლავ სწრაფად ცვალებადია და მონეტარული პოლიტიკის რეაგირება იყოს მოზომილი.

ასევე აღნიშნა, სარეზერვო აქტივების ეფექტურ მართვაზე, ბოლო დროის ტრანზაქციებზე. თქვა რომ სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის გარანტორია.

სებ-მა სავალუტო ინტერვენციებს მიმართა ოქტომბერში, როცა გაურკვევლობის ფონზე, ბაზარზე ფუნდამენტური ფაქტორებისაგან განსხვავებული მოლოდინები ჩამოყალიბდა: იყო მსხვილი შესყიდვები და უფრო მასობრივ აჟიოტაჟში რომ გადაზრდილიყო, გაცვლითი კურსის ჭარბ მერყეობას გამოიწვევდა.

ნათია თურნავა  მოხსენებაში ლარიზაციის კამპანიასაც შეეხო. სებ-ის გატარებული ზომეებით (სავალუტო დაკრედიტების ზვრის 3-გზის გაზრდა,ასვე სარეზერვო ნორმის...)

ნათია თურნავამ დასასრულს აღნიშნა, რომ წარმოდგენილი ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკა უზრუნველყოფს საშუალოვადიან პერიოდში ფასების სტაბილურობას. შესაბამისად, გაზრდის ეკონომიკის მდგრადობას პოტენციური შოკების მიმართ.