თბილისი (GBC) – TBC Bank Group PLC-ის (TBC PLC) გენერალური დირექტორის მოადგილეს და ჯგუფის უზბეკეთის ოპერაციების CEO-ს ნიკა ქურდიანს TBC PLC-ის გადავადებული აქციების ნაწილი გადაეცა.
კერძოდ, მას 27,783 ჩვეულებრივი აქცია მიენიჭა, რომელსაც მენეჯმენტი როგორც წესი, ხელფასის სახით ან ბონუსის სახით იღებს ხოლმე.
კერძოდ, ჩვეულებრივი აქციები მენეჯერებს გადავადებული აქციების სახით, ანაზღაურების სქემის ფარგლებში გადაეცემათ, რომელთა განაღდების საშუალებაც თავიანთი ხელშეკრულებების მიხედვით, რამდენიმე წლის განმავლობაში აქვთ. გარდა აქციებით ანაზღაურებისა, მენეჯმენტი აქციებს ბონუსებადაც იღებს ხოლმე.
მათ შორის, ქურდიანს 2025 წელს აქციები ორჯერ გადაეცა - ერთხელ მარტში 14,052 აქცია ანაზღაურების სახით, ხოლო იმავე თვის ბოლოს კი გრძელვადიანი წახალისების გეგმის (LTIP) ფარგლებში 40,227 აქცია 2022-2024 წლებში შესრულებული სამუშაოსთვის.
წელს კი ქურდიანმა 2025 წელს შესრულებული სამუშაოსთვის TBC PLC-ის 1,109 აქცია მიიღო.