თბილისი (GBC) - სებ-ის რეზოლუციის და ლიკვიდაციის განყოფილების თანამშრომლებმა, ჩარჩო რეზოლუციის თაობაზე აზერბაიჯანელ კოლეგებს გამოცდილება გაუზიარეს.

აზერბაიჯანელები ორ დღიანი სემინარის ფარგლებში გაეცნენ დოკუმენტს, რომელიც არსებითად ევროკავშირში მოქმედ დირექტივას (BRRD) ეფუძნება და წლებია უკვე ძალაშია.

აზერბაიჯანელ კოლეგები გაეცნენ რეკალიბრაციის, რეგულაციის მექანიზმებს, სარეზოლუციო ინსტრუმენტებს, MREL-ს (დაშვებული ვალდებულებებისა და კაპიტალის ინსტრუმენტების მინიმალური მოთხოვნა)...

ეროვნული ბანკი, მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს აზერბაიჯანელ კოლეგებთან თანამშრომლობას და დახმარებას გაუწევს ჩარჩო რეზოლუციის დანერგვაში.