თბილისი (GBC) - სებ-ი მპკ-ს ჩარჩოს დახვეწაზე 2-დღიანი სემინარი ჩაატარა, რომელშიც სსფ-ის მუდმივი წარმოომადგენელი საქართველოში ენდრიუ ჯუველი
ენდრიუ ჯუველი ესწრებოდა. გააანალიზეს პოლიტიკის გამოწვევები. მონაწილეობდნენ მსოფლიოს წამყვანი ეკონომისტები - მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროფესორი, კვიპროსის ცენტრალური ბანკის ყოფილი პრეზიდენტი ათანასიოს ორფანიდესი, სსფ-ს მონეტარული და კაპიტალის ბაზრების დეპარტამენტის დირექტორი ტობიას ადრიანი, აშშ-ის ფედრეზერვის მთავარი მრჩეველი რობერტ თითლოუ და ჩეხეთის ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი ზდენიეკ ტუმა.
სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა კონფერენციის გახსნაზე სწრაფად ცვალებად არსებულ გარემოში, მონეტარული პოლიტიკის ოპტიმალურად მართვაზე განაცხადა, დაშვებების გაანალიზებით, სხვადასხვა სცენარის მიხედვით. მნიშვნელოვანია, იმის განსაზღვრა, თუ როგორ მოიქცევა ეროვნული ბანკი სხვადასხვა სცენარის განვითარების შემთხვევაში.
თურნავას ინფორმაციით, სწორედ ამ თემაზე ისაუბრეს კონფერენციაზე და გაითვალისწინებენ სსფ-ს წარმომადგენლების, წამყვანი ფინანსისტების, მ.შ. ცენტრალური ბანკების ექსპრეზიდენტების რეკომენდაციებს.
და როგორც თქვა განაგრძობენ მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოს კიდევ უფრო დახვეწას. ნებისმიერ შემთხვევაში, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის შედეგად ფასების სტაბილურობა შენარჩუნებული იქნება.
კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი. ასევე ესწრებოდნენ ჩეხეთის, სომხეთის, ყაზახეთისა და სხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკების ეკონომისტები, საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკებისა და ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლები და ადგილობრივი ექსპერტები.
პრეზენტაციები წარადგინეს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, რომლებმაც მიმოიხილეს მონეტარული პოლიტიკის გამოწვევები და სტრატეგიების შემუშავება მცირე ღია განვითარებადი ეკონომიკებისთვის.
გაიმართა პანელური დისკუსიები, გააანალიზეს მცირე ზომის ღია განვითარებადი ეკონომიკებისთვის მონეტარული პოლიტიკის გამოწვევებზე და გამოსავალზე.