თბილისი (GBC) - სებ-მა FTSE Russell-თან თანამშრომლობით ინდექსების თემისადმი მიძღვნილ ვებინარს უმასპინძლა.
FTSE Russell-ი ინდექსების და ბენჩმარკების გადაწყვეტების გლობალური პროვაიდერი და ლონდონის საფონდო ბირჟის ჯგუფის (LSEG) ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა.
შეხვედრა საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ გახსნა. მისი თქმით,
„ფინანსური ბაზრების განვითარების ეპოქაში, ინდექსების შექმნის და გამოყენების შესახებ ცოდნა აუცილებელია გამჭვირვალობისთვის და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების მხარდასაჭერად“,
ვებინარზე მოხსენებით გამოვიდა FTSE Russell-ის ინდექსის პოლიტიკის გლობალური ხელმძღვანელი დევიდ სოლი, რომელმაც ფინანსურ ბაზრებზე ინდექსების მნიშვნელობა, მათი აგებულება, გაანგარიშების მეთოდოლოგიები და ბაზრის ცვალებად პირობებთან ადაპტაცია მიმოიხილა. მან ასევე ისაუბრა საინვესტიციო სტრატეგიებში ინდექსების მრავალფეროვან გამოყენებაზე და საქართველოს ბაზრის მონაწილეებს პრაქტიკული ინფორმაცია მიაწოდა.
ღონისძიების ბოლოს სებ-მა და FTSE Russell-მა საქართველოს ფინანსური სექტორის განვითარების მხარდასაჭერად შემდგომი თანამშრომლობის იმედი გამოთქვეს.