თბილისი (GBC) - საქართველოს სუვერენული ევროობლიგაციები (GEORG) გასულ კვირას 7.01% შემოსავლიანობით ივაჭრებოდა და კვირის ვაჭრობა 94.7-ით დაიხურა. 

ბოლო 2 კვირაში პოზიცია ოდნავ გაუარესებულია. G&T-ის მიმოხილვით, ამ დროისთვის ფასიანი ქაღალდის Z-სპრედი 312.65.bps-ია (საბაზისო პუნქტი - %პX100). z-spread ერთგვარი ცვლადია, დადისკონტირების სპრედი მის შესადარ აშშ-ს სახაზინო ობლიგაციებთან. ზაფხულში იყო 265.7.

ამასთან საგულისხმოა, რომ  Fitсh-მა ქვეყნის სუვერენული რეიტინგი არ გააუარესა, BB შეინარჩუნა, რაც პოზიციონირებაზე მოქმედებს.

ამასთან ტრენდი აშშ-ს გრელვადიან ობლიგაციებს მიყვება. ფედრეზერვის შერბილებული პოლიტიკის შესაბამისად განაკვეთი შემცირებულია, რაც გადაეცემა ქართულ ბონდებსაც, სხვა თანაბარ პირობებში, თუ რაიმე წნეხი არ არის სხვა მხრიდან.

ძირითადად გლობალურ ტრენდს მიყვება საქართველოს რკინიგზის ევროობლიგაციაც (GRAIL), თუმცა განაკვეთი გაზრდილია გასულ კვირას 88.2-ად ივაჭრებოდა, 7.9%-იანი შემოსავლიანობით.

როგორც იცით, საქართველოს რკინიგზამ (GR) ლონდონის საფონდო ბირჟაზე, 2012 წელს გამოშვებული, $500 მილიონის ბონდები (ვადა 10 წელი, განაკვეთი -7.75%), 7 წლიანი მწვანე ევროობლიგაციებით (განაკვეთი 4%) ვადამდე, 2021 წელს დაფარა. მოზიდული ფული, ძირითადად, 10 წლიანის გადაფარვას მოხმარდა. $ 50 მლნ -ის მიზნობრიობა იყო ინფრასტრუქტურულ პროექტების დაფინანსება.

2021 წლის აპრილშია განთავსებული ქვეყნის სუვერენული 5-წლიანი ბონდებიც, 2.75%-ად. 12.04.2021-ში, როცა ამოეწურა ვადა წინა ემისიას, 2011 წელს ემიტირებულ 10 წლიან ევრობონდებს (6.875%) და წელიწადნახევარში გვიწევს დაფარვა.

იმ დროისთვის რამდენად იქნება ხელსაყრელი მორიგი რეფინანსირება. ამას  დრო და ქვეყნის საგარეო პოლიტიკა გვაჩვენებს, დაუბრუნდება ევროატლანიკურს თუ გადაუხვევს საბოლოოდ.