თბილისი (GBC) – ილიას უნივერსიტეტს პირობითი ავტორიზაცია მისცეს. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს, 27 სექტემბერს, განათლების ექსპერტმა სიმონ ჯანაშიამ გაავრცელა და განმარტა, რომ "ავტორიზაციის ექსპერტებმა დადებითი დასკვნა დადეს, თუმცა ავტორიზაციის საბჭომ მაინც ჩათვალა რომ უნივერსიტეტი ავტორიზაციის მოთხოვნებს სრულად ვერ აკმაყოფილებს". ამ ეტაპზე უნივერსიტეტს ზეპირი გადაწყვეტილება გააცნეს და შესაბამისი ოქმი 2 კვირაში გადაეცემა.

"ქართული ოცნება" ცდილობს, რომ დაატეროროს არა მხოლოდ საზოგადოების თითოეული წევრი, არამედ ხელში ჩაიგდოს ის ინსტიტუციები, რომლებიც ჯერ კიდევ თავისუფალია. არა მხოლოდ ილიას უნივერსიტეტი, არამედ უმაღლესი განათლების სფერო. ილიას უნივერსიტეტზე შეტევა ნიშნავს იმას, რომ ქართული ოცნება აღარ დაინდობს არც ერთ უნივერსიტეტს და არც ერთ დამოუკიდებელ ორგანიზაციას და ამიტომ არის განსაკუთრებით საგანგაშო. ხელისუფლება საზოგადოების დაშინებას ცდილობს, იმისთვის რომ არჩევნები მოიგოს", - ამბობს სიმონ ჯანაშია.