თბილისი (GBC) – 10 ოქტომბერს გერმანიის ბუნდესტაგში საქართველოს საკითხზე განხილვა გაიმართება. ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე დღეს, 27 სექტემბერს გამოქვეყნებულ დღის წესრიგშია ნათქვამი.

განხილვა სამთავრობო ფრაქციების მიერაა ინიცირებული.

გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ასევე ვკითხულობთ, რომ განხილვის თემა საქართველოს ევროპული მომავალია.

შეხვედრა ბერლინის დროით 16:10-ზეა ჩანიშნული.