თბილისი (GBC) - დიდი ბრიტანეთი უკრაინის ატომურ სადგურებს 192 მილიონ გირვანქა სტერლინგს გამოუყოფს. ამის შესახებ ბრიტანეთის ენერგოუსაფრთხოების მინისტრ გრანტი შაფსის კიევში ვიზიტის შემდეგ გახდა ცნობილი.

გამოყოფილ თანხას სესხის სტატუსი აქვს, რომლის ფარგლებში ბრიტანეთი უკრაინას ურანის გამამდიდრებელ სერვისებს მიაწვდის, რაც ბირთვული საწვავისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა.

უკრაინის ელექტროგენერაციის ნახევარზე მეტი ატომურ სადგურებზე მოდის. უდიდესი ქარხანა კი ზაპოროჟიეში მდებარეობს, რომელსაც ამჟამად რუსეთი აკონტროლებს.

შაფსმა ვიზიტისას კიდევ ერთხელ დააფიქსირა ბრიტანეთის მხარდაჭერა უკრაინის აღდგენის გეგმისადმი.