თბილისი (GBC) - ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განსათავსებლად ემზადება. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ეს ქმედება ავტომატურად გამოიწვევს შეერთებულ შტატებთან  და მის მოკავშირეებთან ვითარების ესკალაციას.

კვირას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ამ ნაბიჯს პუტინის რეჟიმის პროვოკაციული ქმედება უწოდა.

ევროკავშირმა კი ეს ნაბიჯი მეტი სანქციების წინაპირობად დაასახელა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, დღეს დილით განაცხადა, რომ მოსკოვის სამხრეთით განხორციელდა უპილოტო საფრენი აპარატის შეტევები, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაშავდა. უკრაინულ მხარეს ამ ფაქტის შესახებ კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.