თბილისი (GBC) - სურსათის სააგენტოს (სეს) ინფორმაციით, 6 000 სახელმწიფო კონტროლი ჩატარდა და  გამოვლენილ 173 დარღვევაში ვადაგასული სურსათის რეალიზაციის, ეტიკეტირების წესის დარღვევის და რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის ფაქტები ჭარბობს.

სააგენტო აღნიშნავს, რომ კვების ობიექტები მოწმდება სკოლებში, ბაგა-ბაღებში, სკოლის მიმდებარედ, ასევე მარკეტები და საცხობები, რომელთა მომხმარებლები მოსწავლეები არიან. 

სააგენტო მოუწოდებს მოქალაქეებს საეჭვო სურსათის ან დარღვევის აღმოჩენისას დარეკოს  ცხელ ხაზზე - 15 01.