თბილისი (GBC) - დეკემბერში ექსპორტის ფასების ინდექსი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 14.3%-ით შემცირდა.

სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქციაზე ფასები შემცირდა 19.8 %-ით, დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე 13.2 %-თ, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე 6.0 %-ით, ხოლო წყალმომარაგების, კანალიზაციის, ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით მომსახურების ჯგუფზე დაფიქსირდა ფასების 7.7 %-იანი კლება.

რაც შეეხება იმპორტის ფასების ინდექსს, წინა წლის დეკემბერთან შედარებით გვაქვს 2.5%-იანი კლება. ფასები 5.9%-ით შემცირდა სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქციის ჯგუფზე. დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასების 1.3 %-იანი კლება ფიქსირდება, ხოლო ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე - ფასების 93.3 %-იანი კლება. რაც შეეხება წყალმომარაგების, კანალიზაციის, ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით მომსახურების ჯგუფს, სახეზე გვაქვს ფასების 7.2 %-იანი ზრდა.