თბილისი (GBC) - 31 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით, ჰოსპიტლებში პიროტექნიკით დაშავებული 22 ადამიანი შეიყვანეს, კვებითი ინტოქსიკაციით კი 81 პაციენტი. 

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით (საზმაუ ესაუბრა) სადღესასწაულო დღეებში სასწრაფო სამედიცინო დახმარება პიროტექნიკით დაშავებულმა 37-მა მოქალაქემ ითხოვა, მათგან 22-ის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.

რაც შეეხება კვებითი და ალკოჰოლური ინტოქსიკაციის შემთხვევაზე ცენტრს 257 -მა მოქალაქემ მიმართვა 81 შემთხვევაში კი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.