თბილისი (GBC) - ევროსტატის ინფორმაციით  2021 წელს ევროკავშირში ჯამში 17.6 მილიარდი ლიტრი ღვინო ჩამოისხა.

წარმოებული ღვინის რაოდენობით პირველ ადგილზეა ესპანეთი. საანგარიშო პერიოდში ესპანეთმა 5 მილიარდი ლიტრი ღვინო აწარმოვა, რაც ევროკავშირის ღვინის მთლიანი წარმოების 29%-ია.

მეორე ადგილზეა იტალია, რომელმაც 5 მილიარდ ლიტრამდე ღვინო აწარმოა, რაც ევროკავშირის წარმოების 28%-ია.

მესამეზეა საფრანგეთი 3.4 მლრდ ლიტრით,რაც წარმოების 20%-ია.

ევროკავშირის უმსხვილესი ღვინის მწარმოებელი ქვეყნები და მათი წილი ასეთია:

ქვეყანა

რაოდენობა

წილი (EU)

ესპანეთი

5 მლრდ ლ

29%

იტალია

5 მლრდ ლ

28%

საფრანგეთი

3.4 მლრდ ლ

20%

გერმანია

1.3 მლრდ ლ

7%

პორტუგალია

0.7 მლრდ ლ

4%

უნგრეთი

0.3 მლრდ ლ

2%