თბილისი (GBC) - ბერლინში, ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაში RAW Wine Berlin 2024, ქვევრის ღვინის მწარმოებელი 12 მარანი მონაწილეობდა. 

RAW Wine გამორჩეული საერთაშორისო გამოფენაა, სადაც მაღალი ხარისხის ბუნებრივი, ორგანული და ბიოდინამიური ღვინოების მწარმოებლები იკრიბებიან. ორგანიზატორია ღვინის მაგისტრი საფრანგეთიდან იზაბელ ლეგერონი.  

წელს, ბერლინის გამოფენაზე 19 ქვეყნის 150 ბუნებრივი ღვინის მწარმოებელი იყო წარმოდგენილი, მათ შორის, ტრადიციული ქვეყჰნებიდან, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, პორტუგალია. ქართული ღვინის მიმართ ინტერესი დიდი იყო ღვინის პროფესიონალებისა და ვიზიტორების მხრიდან.

ღვინის სააგენტოს დაფინანსებით, 2024 წელს, ქვევრის ღვინის მწარმოებლები RAW Wine - ის გამოფენებში ნიუ-იორკში, ტოკიოში, პარიზში, კოპენჰაგენში და ლოს-ანჯელესში მონაწილეობდნენ.