თბილისი(GBC) – 2022 წელს ტაილანდში ტურისტების რაოდენობამ 11.8 მილიონი შეადგინა. მიუხედავად იმისა,რომ 2021 წლის 400,000 ტურისტთან შედარებით ზრდა ძალიან დიდია, იგი ჩამოუვარდება პანდემიანდელ 39.8 მილიონიან მაჩვენებელს(2019წ).

ტაილანდში ტურიზმის აღდგენის მაღალი დინამიკა კოვიდ რეგულაციების მოხსნას უკავშირდება.

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიურმა ქვეყანამ დააანონსა,რომ 2027 წელს ქვეყანა 80 მილიონ ტურისტს ელოდება.