კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესების პროექტს აქტიურად აგრძელებს. 

მიმდინარე ეტაპზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურასთან ერთად წყალარინების მოძველებული და ამორტიზებული ქსელების შეცვლა-განახლება მიმდინარეობს. მათ შორის უკვე დასრულდა ქალაქ რუსთავში, რუსთაველის გამზირის N46-თან მდებარე წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია და აქტიურ ფაზაშია ჭყონდიდელის დასახლებაში,  გრანელის ქუჩა N 7, 9, 11 და გიორგაძის ქუჩა  N20-ის მიმდებარედ წყალარინების ქსელების განახლების პროექტები. პარალელურად მიმდინარეობს ხრამი-რუსთავის წყალმომარაგების ახალი მაგისტრალის მოწყობის II ეტაპის სამუშაოები, რომლის ფაგრლებშიც 2.5 კმ-მდე მაგისტრალური მილსადენი მოეწყობა.

ქალაქ რუსთავში, მიმდინარე წლის ბოლომდე  წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო პროექტები  19 სხვადასხვა ლოკაციაზე განხორციელდება.

აღნიშნულ პროექტებში ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ჯამურად  8 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების რეაბილიტაციასთან ერთად, ქალაქ რუსთავში გრძელდება ქსელების სადიაგნოსტიკო სამუშაოები, რაც წყლის დანაკარგებისა და ფარული ჟონვების შემცირებას ემსახურება. პროექტის ფარგლებში იდენტიფიცირებული, ქსელის დაზიანებული მონაკვეთები ეტაპობრივად განახლდება.

კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი მიმდინარე წელს დაგეგმილი და ჩატარებული  სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ ინფორმაციას რუსთავის მოსახლეობას მუდმივად, სამუშაოების ყველა ეტაპზე მიაწვდის.